ვაგონში შევდივარ. ბევრი ხალხი იყო, უფრო სწორად ბავშვები. ისინიც სკოლიდან ბრუნდებოდნენ. კარებთან დავდექი და მოაჯირს ხელი მოვკიდე. რამდენიმე წამი ჩემს თავს ვუყურებდი მატარებლის კარების შუშაში. შემდეგ ვიღაც მეხება ხელზე. შევკრთი. არ მიყვარს როცა მეხებიან. იშვიათად თუ დავრთავ ვინმეს ნებას,რომ ხელი მაინც
მომკიდოს. გვერდზე გავიხედე და ვიღავ მუქ კანიანი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. სადღაც 17-ის იქნებოდა ან სულაც ჩემხელა. აშკარად უცხოელი იყო და თავი გავუქნიე მეთქი რა იყო-მეთქი.ხელებით მაჩვენა დაჯექი თუ გინდაო. უარის ნიშნად მინდოდა თავის გაქნევა, მაგრამ ვიფიქრე რატომაც არა-მეთქი. თავი დავუქნიე,გამიღიმა და ადგილი დამითმო. ჩემს ადგილას დადგა და ყურსასმენი ისევ დაიბრუნა ყურზე.
მატარებელი გაჩერებას აპირებდა. ავდექი და ისევ მოაჯირს მოვკიდე ხელი. ბევრი წინ წამოიწია,კარებისკენ. ზოგი უოვე გაჯგიმული ლამის კარებში გავარდა,ზოგი კი ამ გაჯგიმულ ხალხს უკან ედგა. ერთ-ერთი მათგანი მე ვიყავი. მატარებელი გაჩერდა. ყველა გავარდა,მე კიდე იმ უცხოელ ბიჭს თავი დავუქნიე,მადლობა-მეთქი.იმან ისევ გამიღიმა და შემდეგ ვაგონი დავტოვე. ესკავატორზე დავდექი და ზემოთ ავიხედე,ველოდებოდი,თუ როდის ავიდოდა ზევით. როგორც იქნა,მეტრო დავტოვე. ცოტა ხნით გავიარე და რაგაც სკეიტ პარკივით დავინახე.იქაურობა სულ ბავშვებითა და მოზარდებით იყო სავსე. მათ წინ ჩამოვჯექი და ყველაზე ახლომყოფთ მივაჩერდი.ტელეფონის ზუილის ხმა მესმის. თვალი მოვაშორე სკეიტ პარკს,ავდექი და ეკრანზე "დედა" ჩნდება. ტელეფონი გამოვრთე და ვახ ჩემი,ვიღაც დამეჯახა! მე მარჯვნივ გადავვარდი და "ავარიის დამაარსებელი" კი მარცხნივ დაებერტყა.
-ვაიმე,ბოდიში,არ მინდოდა!-ვიღაც მოკლე ყავისფერ თმიანი გოგო წამოხტა და უცებ "მოცურდა" ჩემთან გორგოლაჭებით.გადმოიხარა და ხელი გამომიწოდა.
-არაუშავს,უბრალოდ შემდეგ ჯერზე წინ იყურე რა-ხელი ჩავკიდე.
-ხო..ბოდიში არ მინდოდა.ზოგადად არავის ვეჯახები,უბრალოდ...-თმები აიჩეჩა და აღარ იცოდა რა ეთქვა.ეტყობა,არ უნდოდა იმის აღიარება,რომ მართლაც არ იყურებოდა წინ და სულელივით "დაფრინავდა" გორგოლაჭებზე.
-უბრალოდ ლამაზი მოგეჩვენე და ჩემი ყურადღების მიქცევა გინდოდა,ხომ?-ხუმრობით ვუთხარი და თან გავუღიმე.
-არა...მე..უბრალოდ...-გოგონა უფრო დაიბნა და სოცხისგან ისედაც გაწითლებული სახე უფრო წითელი გაუხდა.
-ანუ?არ მთვლი ლამაზად??-ისევ მახსრად ვიგდებდი.
გოგონა სულ დაიბნა და თვალებს ვეღარ აკონტროლებდა. ვაიმე,მგონი ძალიან ვანერვიულებ.
-კარგი,კარგი.დამშვიდდი.უბრალოდ ვხუმრობ-კვლავ გავუღიმე.მანაც სულელივით გამიღიმა.
-სხვათაშორის,არ გინდა ხელი გამიშვა?რაც ამაყენე მის მერე ისე ჩამკიდე, თითქოს სიცოხლის აზრი დაინახე და გაშვება აღარ გინდა-ხომ,ისევ მახსრად ვიგდებ და ისევ ვაფორიაქებ.
-უი,უი..-ხელი უცებ ამიშვა.
-მე რუბი მქვია,შენ?
-მირანდა,ან მირა დამიძახე,როგორც გინდა.
ამ დროს ისევ ჩემი ტელეფონი რეკავს. რეკავს რა,სკდება.
-კარგი მარი,უნდა წავიდე..
-მირა მქვია...-თავი ძირს ჩაღუნა და მიხვდა რომ დიდად არ დამაინტერესა.
-ბოდიში,თუ გინდა ინსტაგრამი დამიტოვე-ვკითხე იმედით,რომ არას მეტყოდა.რატომ ვკითხე მაშინ?იმიტომ,რომ არ ეწყინოს.ნეტავ,რატომ მაღელვებს ვიღაც მირანდას ვაწყენ თუ არა..
-კი,ახლავე!-გაიღიმა და ჩემი იმედიც ჩაქვრა-აი!-ტელეფონი მანახა თავისი პროფილით და მეც დავიმატე.
-მაშინ მომავალ შეხვედრამდე,მირანდა-გავუღიმე,პასუხს არ დაველოდე და წამოვედი.
YOU ARE READING
Dreamer
Horror"Dreamer"-მეოცნებე. ამ ფიკში ლაპარაკს 15 წლის რუბი იწყებს,მაგრამ თან და თან ვხვდებით,რომ რაღაც რიგზე არ არის.ყოველ თავში ამაში უფრო ვრწმუნდებით და რაც უცრო წინ მივდივართ,მით უფრო ვგრძნობთ რუბის უმწეობას.ვგრძნობთ,რომ მახეში არის გაბმული და ვერც თვითო...