იმ დღეს ჰისონი ვერაფრით დაიძინა. თითქოს ჯეიკის სახე და იმ ღამის საუბარიიმ გონებაში გამუდმებით ტრიალებდა. "რატომ შემოვარდა ასე უეცრად ჩემს ცხოვრებაში?" – ფიქრობდა ის, თუმცა პასუხი არ ჰქონდა. მხოლოდ ერთი რამ იცოდა – მასთან შეხვედრის სურვილი ძლიერი იყო, იმაზე ძლიერი, ვიდრე ოდესმე უფიქრია.დღეები გადიოდა და ჰისონი თავს ძალას ატანდა, რომ ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინა. სკოლა, მეგობრები, მუსიკა – ყველაფერი თითქოს ისე მიდიოდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ შიგნით, მასში რაღაც შეიცვალა.
და აი, ერთ დღეს, როცა ჰისონი მუსიკალურ მაღაზიაში მუსიკის კუთხეში იჯდა და თან, ყურსასმენები ეკეთა.
იქვე ჯეიკი შენიშნა. ჰისონს თითქოს სუნთქვა შეეკრა – ჯეიკი აქ იყო, იმავე მაღაზიაში, თითქოს ბედი კიდევ ერთხელ ეჯახებოდა მათ გზებს.ის არ ჩანდა ისე, თითქოს ჰისონი შეემჩნია. ხელში ვინილის ფირფიტა ეკავა და ყურადღებით ათვალიერებდა. ჰისონმა ყურსასმენები ნელა მოიხსნა და წამოდგა. ბიჭს მიუახლოვდა, მაგრამ ნაბიჯები ფრთხილი ჰქონდა, თითქოს ეშინოდა, რომ ეს მომენტი ისევ გაფრინდებოდა.
– ისევ შევხვდით, – ხმა გაისმა ჰისონის მხრიდან.
ჯეიკი შეჩერდა, მისკენ მოიხედა და დაბნეული მზერა ნელ-ნელა გატეხილ ღიმილში გადაიზარდა.
– მართლაც, – უთხრა მან, თითქოს საერთოდ არ გაკვირვებულა. – შენი ყოფნა აქ სულაც არ მიკვირს.
ჰისონმა გაიცინა, თუმცა გულში გრძნობდა, რომ მათი შეხვედრა მხოლოდ უბრალო დამთხვევა არ იყო. ეს თითქოს იმ ტალღის გაგრძელება იყო, რომელიც პირველად იმ ღამით შეიქმნა.
– ვინილს არჩევ? – ჰკითხა ჰისონმა, თან ჯეიკის ხელში მომწყვდეულ ფირფიტას გადახედა.
– ჰო, ხანდახან აქ მოვდივარ, რომ ვიპოვო რამე ძველი. ეს მუსიკა რაღაცნაირად მშვიდად მამყოფებს, იცი? – თქვა ჯეიკმა, თან ფირფიტა დახურა და იქვე თაროზე დააბრუნა.