თავი 4 :ზღვარზე

8 3 0
                                    


ჰისონმა იმ დღის შემდეგ უფრო და უფრო ხშირად იწყო ჯეიკზე ფიქრი. მათი შეხვედრები თითქოს დაუგეგმავად ხდებოდა – სკოლაში, ქუჩებში, მუსიკალურ მაღაზიაში, მაგრამ ამ დამთხვევებში რაღაც უფრო მეტს ხედავდა. ყოველ ჯერზე, როცა ჯეიკს ხედავდა, გული უცნაური სითბოთი ევსებოდა, მაგრამ ამავე დროს ეშინოდა იმ გრძნობის, რომელიც თანდათან მძაფრდებოდა.

ერთ საღამოს, ჰისონმა ჯეიკს დაურეკა. მისი ნომერი რამდენჯერმე წინ და უკან ატრიალა ეკრანზე, თითქოს ეჭვობდა, აეღო თუ არა ტელეფონი. მაგრამ ბოლოს მაინც დარეკა.

– ჰეი, – მოკლედ უპასუხა ჯეიკმა. მისი ხმა თითქოს ერთდროულად სერიოზული და რელაქსირებული იყო.

– ჰეი. დღეს რაიმე გეგმები გაქვს? – ჰისონს ნერვიულობა შეეპარა ხმაში, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ ეს არ შეიმჩნეოდა.

– არა, არაფერი განსაკუთრებული. შენ? – ჯეიკის ხმა ოდნავ უფრო ნელი გახდა.

– ჰო, ვფიქრობდი, იქნებ სადმე წავიდეთ... მე და შენ. ფილმი ან... რამე მსგავსს ვუყუროთ. – ჰისონმა შიშით ამოიღო სიტყვები, თუმცა იცოდა, რომ ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო.

სიჩუმე ერთხანს გაგრძელდა, ჰისონმა ჯეიკის ჩასუნთქვა გაიგონა. თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ მის ხმაში იგრძნობოდა ფიქრი.

– ჰო, რატომაც არა, – ბოლოს თქვა ჯეიკმა და ჰისონმა ამოისუნთქა.

მათი შეხვედრა ქალაქის პატარა კინოთეატრში შედგა. ჰისონი ადრე მივიდა და სასადილოში ყავის ფინჯანს დაჰყურებდა, როცა ჯეიკი შიგნით შემოვიდა. ის უფრო მელანქოლიური ჩანდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ ჰისონს ღიმილი მაინც არ მოუშორებია.

– როგორ ხარ? – ჰკითხა ჰისონმა, როცა ჯეიკი მასთან მიუჯდა.

– ნორმალურად, – უპასუხა ჯეიკმა, თუმცა თვალებში რაღაც დარდი ეტყობოდა. ჰისონი დაფიქრდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ჯეიკი ხშირად ჩუმი და ჩაკეტილი იყო, ამიტომ ის არ ცდილობდა ზედმეტად ჩაძიებას.

We'll meet againWhere stories live. Discover now