კინოთეატრის ღამე ჰისონს გონებიდან არ გამოსდიოდა. ჯეიკის შეხება, მისი სიტყვები და ის სევდიანი ღიმილი გონებაში მუდმივად ტრიალებდა. თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ ამავე დროს გაურკვეველი. ჰისონმა იცოდა, რომ მათ შორის რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა, თუმცა მათ გრძნობებზე პირდაპირ საუბარი ჯერ კიდევ არ იყო შესაძლებელი.რამდენიმე დღის შემდეგ ჰისონი მეგობრებთან ერთად კაფეში იჯდა, როცა მის ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. ჯეიკი იყო.
ჯეიკი: "გამოხვალ დღეს? პარკში ვარ."
ჰისონმა შეტყობინება რამდენჯერმე გადაიკითხა, სანამ პასუხს გასცემდა. მის გულში უცნაური მღელვარება იგრძნო, მაგრამ თავი დაიმშვიდა.
ჰისონი:"კი, ათ წუთში მოვალ."
მეგობრებს დაემშვიდობა და პარკისკენ გაეშურა. მალე შორიდანვე დაინახა ჯეიკი, რომელიც ძირს, გაზონზე იჯდა და ერთ ადგილს უცნაურად მიშტერებოდა. ჰისონს გული აუჩქარდა, მაგრამ თავის თავში სიძლიერე იპოვა, რომ ყველაფერი მშვიდად აღექვა.
– აქ ხშირად მოდიხარ? – ჰკითხა ჰისონმა, როცა ჯეიკს მიუახლოვდა და გვერდით ჩამოჯდა.
ჯეიკმა ოდნავ გაიღიმა.
– ხანდახან. როცა მარტო ყოფნა მჭირდება, აქ ვხვდები ხოლმე... მშვიდი. არ ვიცი, ეს ადგილი მშვიდს მხდის. – ჯეიკი ისევ სივრცეს გასცქეროდა, თითქოს ჰისონისკენ არ იყურებოდა, მაგრამ ორივეს ესმოდა, რომ ეს საუბარი მათ შორის იყო მთავარი.
ჰისონი გაჩუმდა და ჯეიკის გვერდით ყოფნასა და სიჩუმით ტკბება. ეს იყო ის წამი, როცა სიტყვები არ იყო საჭირო. მათი ურთიერთობა თითქოს უფრო სიღრმისეულად იგრძნობოდა, ვიდრე მხოლოდ საუბარი.
– იცი, ხანდახან მგონია, რომ რაღაცას თავს ვარიდებ, და ის მაინც ჩემსკენ მოდის, – მოულოდნელად ჩაილაპარაკა ჯეიკმა. მისი ხმა ჩუმი და მელანქოლიური იყო. – თითქოს რაც უფრო ვცდილობ, რამე დავალაგო, მით უფრო იშლება ყველაფერი.
ჰისონმა სევდა იგრძნო მის ხმაში და უნებურად ხელი მისკენ გაწია. ჯეიკს მხარზე ოდნავ შეახო ხელი, მაგრამ ის შეხება უფრო მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალო მეგობრული ჟესტი.
– მეც ასე ვარ, – თქვა ჰისონმა. – ხანდახან მგონია, რომ რაც უფრო ვცდილობ გავიგო, რა ხდება ჩემში, მით უფრო ვიკარგები.
სიჩუმე კიდევ ერთხელ ჩამოვარდა. მათი ხელები ისევ თითქმის ეხებოდა ერთმანეთს, და ჰისონი გრძნობდა, რომ ეს მომენტი რაღაცისთვის მზად იყო. რაღაც უნდა ეთქვა, რაღაც, რაც ორივესთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო. მაგრამ სიტყვები აღარ სჭირდებოდა.
ჯეიკმა ღრმად ამოისუნთქა და ჰისონისკენ მიტრიალდა. მისი თვალები ღრმა და სევდიანი იყო, მაგრამ ამავე დროს იმედის ნაპერწკალი ეკიდა.
– ჰისონ, – მოულოდნელად თქვა მან, – ვერასდროს ვხვდები, რას ვგრძნობ..მინდა რომ ვთქვა, მაგრამ ვერ ვხსნი.
ჰისონს თითქოს სუნთქვა შეეკრა. ის სიტყვები, რაც ჯეიკმა თქვა, მის გულში ისე ღრმად ჩაებეჭდა, თითქოს ამის გაგონება წლებია ელოდა. მაგრამ რას ამბობდა ჯეიკი? ეს საუბარი უფრო იყო, ვიდრე უბრალოდ ფიქრების გაზიარება.
ჰისონმა გული მოიკრიბა.
– მე მგონია, რომ... – დაიწყო მან, მაგრამ ვერ დაასრულა.
ჯეიკმა მისი მზერა დაიჭირა და უცებ, თითქოს წამში გადაწყვიტა რაღაც, უფრო ახლოს გადმოიწია. ჰისონს სუნთქვა შეეკრა, როცა მათი სახეები თითქმის ერთმანეთს შეეხო. გრძნობდა ჯეიკის სუნთქვას, მის სითბოს, და ერთ წამში მიხვდა, რომ მთელი ეს დრო, რაც ხდებოდა მათ შორის, მხოლოდ ერთი რამეს მიანიშნებდა.
მაგრამ სწორედ ამ დროს, თითქოს სამყარომ ისევ თავიანთ გზას დაუწყო ხელი შეშლა. მოულოდნელად, ტელეფონი ჯეიკის ჯიბეში აწკრიალდა, და ის შეკრთა.
ჯეიკი სწრაფად მოშორდა ჰისონს და ტელეფონს უპასუხა. რამდენიმე სიტყვა გაიცვალა, მერე კი აღელვებული სახით შეხედა ჰისონს.
– მაპატიე, უნდა წავიდე. რაღაც მოხდა... – თქვა ჯეიკმა, და სანამ ჰისონი მოასწრებდა რამის თქმას, ის უკვე ფეხზე იდგა.
– ჯეიკ... – ჰისონი სცადა მისი გაჩერება, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჯეიკი სწრაფად წავიდა, და ჰისონმა მხოლოდ მისი სილუეტი დაინახა, რომელიც პარკიდან გადიოდა.
ჰისონი დარჩა იქ, ისევ მარტო,