-გუდაურში?
-ხარ ნამყოფი?
-არა, კიარადა კი მაგრამ ზაფხულში. ზამთარში არასდროს ვყოფილვარ.
-ხოდა ეხლა განახებ, ძალიან ლამაზია და ძაან მოგეწონება. ხვალ და ზეგ თოვს ისევ და ზეგამდე უფრო გალამაზდება იქაურობა. - ზეგამდე? ზეგ დემეტრეს დაბადებისდღეა. მოიცა ორი ღამე უნდა დავრჩენილიყავით?არა, განა პრობლემა მქონდა დემეტრესთან ერთად ერთ ოთახში დარჩენის, მაგრამ ჩვენი მოულოდნელი და კომფორტული სიახლოვის მეუხედავად მაინც მეუხერხულეობდა ბიჭთან ერთად ასეთ ინტიმურ სიტუაციაში მარტო დარჩენა. სულ ის მახსენდებოდა გვერდით მჯდარს რომ ვაკოცე და პატარა სიახლოვემაც რომ მძლია. ისევ იგივე რომ დამემართოს?
-და ერთად უნდა დავრჩეთ? - მთელი მოკრებილი ძალებიც კი არ მეყო ნერვიულობა რომ დამევიწყებინა.
-საერთოდ არ დავრჩებით თუ არ გინდა. გვიან ღამე წამოვალთ თბილისში.სიჩუმე ჩამოვარდა მანქანაში, ახლა იმის თქმა მერიდებოდა რომ მასთან ერთად დარჩენა მინდოდა მაგრამ თან მეუხერხულებოდა და მრცხვენოდა.
-არ მინდა წასვლა თბილისში - მხოლოდ ამის თქმა გავბედე და მისი ნელი ღიმილი რომ დავინახე სიმშვიდე დამეუფლა.გზაში ბებიამისზე მომიყვა, დედამისის და მამამისის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ ბებია დარჩენოდა და მისთვის ყველაზე მშივიდი გარემო მისი სახლია. სწორედ ამიტომ აშენებდა სახლს ბებიამისის სოფელში და რაც შეეძლო მალე დაამთავრებდა მის მშენებლობას.
-და მერე შენთან წამიყვან ხოლმე სოფელში გუდაურის მაგივრად?
-ხო აბა, სულ ჩემთან უნდა მყავდე ხოლმე. - ხელი ჩამკიდა და მეც დიდად არ მიუარია.გუდაურში დაახლოებით ორ საათში ჩავედით. ყველა მთა გარშემო გადაპენტილი იყო თეთრი პიწკინა თოვლით. სითეთრეში აშენებული ყავისფერი ხის სასტუმროები და შედარებით მაღალი რამდენიმე ქვის შენობა ძალიან ლამაზ კონტრასტს ქმნიდა აზიდულ მთებთან და თეთრ ცასთნ რომელის გარჩევაც მთებისგან ძალიან მიჭირდა.
YOU ARE READING
შემიყვარე
RomanceDreamgirl and Nightboy - 1 ოჯახის უნდობლობას და ღალატს გამოქცეული ბარბარე ბერია შეუპოვარი და ძლიერი გოგოა, მეგობრების გარემოცვაში დარჩენილს ისღა დარჩენია თბილისის სწრაფ ტემპს ფეხი მოხერხებულად აუბას. მაგრამ არსაიდან გამოჩენილი მაღალი და საიდუმლოებე...