-თავი 1-

1.7K 92 11
                                    

Authors POV:
წლების უკან,როდესაც ქვეყანაში სრული ქაოისი სუფევდა და ვამპირები, ხალხის სისხლით დაუნდობლად იკვებებოდნენ,ყოველი მეორე მაცხოვარი ვამპირების ეშვების მსხვერპლი იყო, ერთერთი მხველრპლი სუმინი გახლდათ.

ბნელ ღამეს,პატარა სუმინი დედას ეკავა ხელში,მამა კი,
სამზარეულოში ონკანს აკეთებდა,წყნარ და სიყვარულით აღსავსე ოჯახს, ორი დაუნდობელი ვამპირი თავს დაესხა.
ერთი ვამპირი,სუმინის მამას ეძგერა და ყელი გამოფატრა მისი ეშვებით,მეორე ვამპირი სუმინის დედას მიუახლოვდა,ქალი შეწყალებას სთხოვდა,ვამპირი კი ყურადღებას არ აქცევდა, ქალმა ბავშვს ხელი სტაცა და საკუჭნაოში გაიქცა ვამპირიც, რათქმაუნდა ამას დაედევნა. საკუჭნაოში შესვლისას,კუთხეში მტირალი ქალი შენიშნა,რომელსაც ბავშვი გულში ჰყავდა ჩახუტებული. ვამპირი მასთან მივიდა,ქალისკენ ხელი გაიშურა.
-გთხოვ!გევედრები ჩემი შვილი არ მოკლა გადამირჩინე ხოლო მე რაც გინდა ის მიქენი!
ვამპირი შეკრთა.
-ამის სურვილი არ მაქვს, რატომ უნდა გადავარჩინო ადამიანი და თანაც....ამის გამო პრობლემები შემექმნება.
-გემუდარებით გევედრებით_ქალი ცხარე ცრემლებს ღვრიდა,ვამპირმა ყოყმანის შემდეგ ქალს ხელი გაუწოდა.
-ბავშვი მომიყვანეთ,გადავმალავ ჩემი ძმა მას არ დაინდობს.
ქალმა მის სახეზე პატიოსნება შენიშნა,შვილს შუბლზე აკოცა და მას გაუწოდა. გოგონამ თავიდან ტირილი მორთო, შემდგომ ვამპირის დანახვაზე გაეცინა, გასაკვირია და ვამპირსაც ჩაეღიმა. უცებ ზევიდან თავისი ძმის ხმა შემოესმა,რომელიც მას ეძახდა. ქალი შეკრთა და ამოილაპარაკა
-წადი და წაიყვანე ჩემი შვილი, მე აქ დამტოვე._ვამპირმა თავი დაუქნია იცოდა,რომ შეკამათებას აზრი არ ჰქონდა,დედა შვილის გამო თავს გასწირავდა.მან, ბავშვი კალათში ჩასვა და წამებში აორთქლდა ქალის თვალთა ხედვიდან.
-მისი სახელია სუმინი!_ქალმა ჰეშყვირა მას თუ არა ვამპირს ქალის ყვირილი მოესმა.
იმ დღის მერე,ვამპირს საკუთარი ძმა არ უნახავს.

DesireWhere stories live. Discover now