-თავი 10-

626 64 27
                                    

ყვირილის გაგონებაზე ჯონგინი სუმინს მოშოროდა და ნახევრად შიშველი მისღებ ოთახში გაჩნდა, წინ შავებში ჩაცმული კაცი დახვდა რომელიც არეუმს ყელში მაგრად უჭერდა.
-ოე! რამდენს ბედავ ჩემს სახლში? საერთოდ ვინ ხარ?!
-გამარჯობა ქაი, უხიცესებმა გამომგზავნეს შენთან წერილის გადმოსაცემად.
-წერილს ისე ვერ გადმომცემდი ჩემი მოსამსახურე რომ არ შეგეწირა?
-დიდ ბოდიშს გიხდით ბატონო, უბრალოდ ეს ქალი წინ გადამეღობა და სხვა გზა არ დამიტოვა.
-ახლავე გაუშვი ხელი._ კაცმა არეუმს ხელი გაუშვა და ისიც სწრაფად გაიქცა სამზარეულოში.
-კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, როგორც ჩანს საქმეს მოგაცდინეთ._
კაცს ჯონგინის ჩაცმულობაზე ულვაშებში ჩაეცინა, ჯიბიდან წერილი ამოიღო მაგიდაზე ნაზად დადო,ქუდი მოიხადა და ქედი მოიხარა მის მიმართ, კარებისკენ გაბრუნდა და წასვლა დააპირა.
-შეჩერდით._
ქაიმ წერილი მაგიდიდან აიღო, ბეჭედის დანახვაზე ჩაეცინა.
-რა გაცინებთ ბატონო?
-არაფერი....ფრანსუა.
-ჩემი სახელი საიდან იცით?
-რათქმაუნდა მეცოდინება თქვენი სახელი ბატონო ფრანსუა.
-ბატონს ნუ მეძახით, დიდი ხანია რაც ჩემი ტიტული დავკარგე.
-თქვენი დაცემის შესახებაც მსმენია._
ქაიმ წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო.

"კიმ ჯონგინ, სამშაბათს ახალ მთვარეზე, მთავარ სახლში გვეახლეთ"
-მთავარ სახლში არა..
-ბატონო, მთავარ სახლში დაგიბარეს?...
-საეჭვოდ მეჩვენება ჩემი იქ მისვლა, როგორ დავიჯერო რომ ყველაფერი სუმინშია.
-არა ბატონო, რათქმაუნდა არა უხუცესებს სხვა მიზანი ამოძრავდებთ.
-რა მიზანი ფრანსუა?
-მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ, მეტინფორმაციას ვერ მოგაწვდით._
სწრაფი ნაბიჯით სახლიდან გავიდა.
-რა მოხდა?_ უკნიდან სუმინის ხმა გაისმა.
-არაფერი არ მომხდარა, რატომ ჩამოხვედი?!_
მისკენ მიხედვისას ჯონგინს ენა ჩაუვარდა და ცოტა უხერხულად იგრძნო თავი რადგან სუმინს თხელი გამჭირვალე ხალათი ეცვა.
-როდემდე უნდ ამექცეოდე როგორც პატარა ბავშვს?
-მაპატიე... ჩვევაში გადამეზარდა.._ ქაიმ ხელი თავზე დაიდო და უხერხულად აიჩეჩა თმები.
-ოთახში ადი, მასე ნუ დადიხარ სახლში ბექიონიც აქ ცხოვრობს.
-როდემდე აპირებს აქ გაჩერებას? ჩემს ნება სურვილზე ვერ მივლია სახლში._
ხალათი უფრო ახლოს მიიკრა სხეულთან და გრძელი ლენტით წელზე მარად მოიჭირა რის გამოც მისი სხეულის ზედა ნაწილი გამოკვეთილად ჩანდა. ჯონგინს მისი სხეულისკენ თვალი გაექცა, როდესაც სუმინმა ჯონგინს გახედა, აწითლდა და სხვა მხარეს გაიხედა.
-რო იკითხოს კაცმა 200 წლის ხარ და იქცევი როგორც გამოუცდელი ბიჭი.
-სიყვარულში გამოუცდელი ვარ._სუმინს ლოყები აუწითლდა და ულვაშებში ჩაიღიმა.
-რა ხმაურია?_თმა გაწეწილი და შეშინებული სანა გამოვარდა ოთახიდან.
-უკვე აღარაფერი._ ჩაიცინა სუმინმა და სანას გახედა რომელსაც თავი ისე ჰქონდა აწეწილი გეგონებოდა ბალიში აუფეთქდა,ფეხებზე ეკალმა დააყარა მოკლე შორტების გამო, ტოპი ფაქტიურად ყელამდე ჰქონდა ასული.
სუმინი მასთან მივიდა და ზედა გაუსწორა.
-წადი დაწექი დაიძინე.
-კარგი ძილინებისათ._
ნამძინარევმა სანამ თვალები შეისრისა და ოთახში შებრუნდა,საბანი ასწია და თბილად მოკალათდა ლოგინში,იქვე მიითიშა და დაიძინა, სიზმარი ესიზმრებოდა.
სიზმარში, ვარდისფერ ქვეყანაში იყო სადაც ყველაფერი მშვიდად და წყნარად იყო სანამ ბოროტი ბექიონი არ დაესხა თავს იქაურობას, სახლებზე მაღალი იყო და ყველაფერს ანადგურებდა, სანა შიშისგან გაიქცა და იქ მდგომ ცხენს შეახტა და შორს გააჭენა.
წამიერად ქალაქისგან მოშორებით აღმოჩნდა, არემარე სულ მწვანედ იყო შეღებილი, შუაში პატარა ქოხი იდგა საიდანაც თეთრებში ჩაცმული ბიჭი გამოვიდა, ხელები გაშალა და სანაც მისკენ გაიქცა, მის მკლავებში მოიქცია თავი და დამშვიდდა. ჩახუტებას სინამდვილეშიც კი გრძნობა, იმდენად უცნაურად მოეჩვენა რომ გამოეღვიძა, თვალების გახელისას ბექიონის ტუჩები დახვდა. წელს ზემოთ შიშველ ბექიონს მთელი სხეულით ეკრობოდა და ეხუტებოდა,ცალი ფეხი ბექიონის თეძოზე ედო, ბექიონსაც ჰყავდა ჩახუტებული.
-ჯანდაბა, საერთოდ რამოხდა? როგორ ავდგე? რო გაიღვიძოს დამერხევა.
ხმადაბლა ჩაიჩურჩულა.
-დილამშვიდობისა პრინცესა.
ბექიონის აუტანელი ხმა ჩაესმა და სწრაფად მას ახედა, თვალები ჯერ კიდევ დახუჭული ჰქონდა მაგრამ ულვაშებში იცინოდა.
სანამ ფეხი მოაშორა და გაწევა სცადა მაგრამ ბექიონმა მისკენ მიიკრო და მაგრად დაიჭირა.
-სად გარბიხარ? შენთვითონ არ შემომიძვერი საწოლში?
-ნახევრად მეძინა არც კი მახსოვს აქ როგორ მოვედი გამიშვი ხელი!
-ბევრს ბურტყუნებ დილიდან.
ბექიონმა თვალები გაახილა, სანას ხელები გაუკავა და მის ტუჩებს ნაზად შეეხო თავისი ტუჩებით.
-გამიშვი!.
აცრემლიანებული თვალებით ამოიკნავლა სანამ.
-რა გატირებს?
-ნუ მეხები... გთხოვ..._
სანას სხეული უცახცახებდა.
-ჩემი გეშინია...
-არ მეშინია.
-ფაქტია რომ გეშინია, მოსტრად აღმიქვავ! არდა არ ვარ მონსტრი!
-ხარ!_
ბექიონმა თავი დახარა, ხმა არ ამოუღია, ერთადგილზე გაშეშდა, სანამ დრო იხელთა და ხელიდან დაუსხლტა, კარებისკენ გაიქცა მაგრამ ამაოდ.
კარებთან ბექიონი გაჩნდა, თავი ისევ დახრილი ჰქონდა.
კარები ჩაკეტა..
-მონსტრი ვარ არა? ახლა განახებ თუ რას ნიშნავს მონსტრად ყოფნა. თავი ასწია,გაუცინა და გოგონა გათიშა...

DesireWhere stories live. Discover now