თავი 16

109 16 2
                                    

გადავწყვიტე ბილეთები მეყიდა და ჩავსულიყავი კორეაში. რათქმაუნდა ანიც ჩემთან ერთად მოდიოდა.

ცოტახანში ანიმ ბილეთები იყიდა და ბარგიც ჩავალაგეთ. ორივეს მოგვენატრა კორეა და განსაკუთრებით ჯიმინი და ტაეჰიუნგი. ერთი სული მქონდა ჯიმინის როდის ვნახავდი.

აეროპორტში რომ მივედით საჭმელი ვიყიდეთ და დავჯექით სკამებზე. ველოდებოდით ჩვენ რიგს. თვითმფრინავშიც მალე  ჩავჯექით და მოვიკალათეთ ჩვენ ჩვენ ადგილებზე. რათქმაუნდა ანი ჩემს გვერდით დაჯდა.

დაახლოებით დღე ნახევარი მოვუნდით კორეაში ჩასვლას. დაქანცულები ჩვენ სახლში მივედით, კარის გასაღები ანის ჰქონდა. კარი რომ გააღო უცბად შევირბინე ჩემს ოთახში და საწოლზე დავაგდე ჩემი ბარგი. საკმაოდ მტვრიანი იყო მთელი სახლი. მოგვიწია მთლიანი სახლის გასუფთავება და ძალიან გადავიღალეთ. დიდი დრო მოვუნდით ამის დალაგებას. როცა მოვრჩით ყველაფერს დაღლილები დავწექით საწოლზე და დავიძინეთ.

              ~მეორე დღეს~
დილით ადრე ტელეფონმა დარეკა. ტაეჰიუნგი იყო. ანის ვთხოვე ხმამაღალზე ჩაერთო ხმა რომ მეც გამეგო რაზე  ილაპარაკებდნენ.

- როგორ ხარ? -თბილი ხმით კითხა ანის

-კარგად შენ? - უპასუხა ანიმ. ტაემ არ იცოდა რომ დავბრუნდით კორეაში და ანი ეხლა აპირებდა მისთვის ამის თქმას.

- ლისა როგორ არის? -იკითხა  ტაემ.

- კარგად. ცოტა თავი ტკივა. -უთხრა ანიმ. მე თავი საერთოდ არ მტკიოდა. მან უბრალოდ მოატყუა😂

-ტაე იცი ჩვენ დავბრუნდით. -გახარებული ხმით უთხრა ანიმ.

-რა? ვერ მივხვდი რას გულისხმობ -გაკვირვებულმა უთხრა

-ჩვენ კორეაში ვართ.... გუშინ ჩამოვედით.

-რაა?!! ამას მიმალავდიი?? ახლავე მივდუვარ თქვენთან -თქვა ტაემ და ტელეფონი გამითიშა.

-რატო გაუკვირდა ასე? -ვკითხე ანის

-არვიცი.... ალბათ არ მოელოდა

ნახევარსაათში ტაეც მოვიდა.

-როგორ გამიხარდა თქვენი ნახვაა -თქვა ტაემ და ჩაგვეხუტა ორივეს.

-ტაე ჯიმინი სადაა? -ვკითხე მე

-რაა? შენ რა ის გახსოვს?

- გაახსენდა ყველაფერი..... -უთხრა ანიმ

-ხო მარგრამ.....

-რამოხდა?? -ვკითხე მე

-არა არაფერი -თქვა და ჩაღუნდა თავი. ცოტახანში ანი და ტაე ცალკე ოთახში გავიდნენ.

მე ტელეფონი ავიღე და გავედი სახლიდან.

მივედი big hit-ის კომპანიაში ჯიმინის სანახავად. შიგნით რომ შევედი ყველამ გაშტერებული სახით შემომხედა. თანამშრომლები ისევ იგივეები იყვნენ. არ შეუცვლიათ. ყველა გამოექანა ჩემსკენ და ჩამეხუტა. ეტყობოდათ რომ ძალიან მოვენატრე.

-ლისაა როგორ ხარ? აქ საიდან? ხომ გამომრჯამთელდი?? -მეკითხებოდა ყველა ერთად

-კი კი კარგად ვარ და აქ დავრჩები დიდი ხანი.

-რა მაგარიაა❤ -მითხრეს და დაუბრუნდნენ თავიანთ საქმეებს.

მე კი საცეკვაო დარბაზში ავედი. ვიცოდი რომ იქ იქნებიდა ჯიმინი.

i fell for an idol// park jiminWhere stories live. Discover now