~5 თვის შემდეგ~
ვათვარიელებდი ჩემ ნივთებს, ჩემი ბავშვობის ფოტოებს, ალბომებს. ბევრი ყელსაბამი და სამაჯური მქონდა, რომლებიც ჩემთვის ძვირფასი იყო. ხელში ერთი ულამაზესი ყელსაბამი მომხვდა. რომელიც ოქროსფერი იყო. ადვილად თვალში მოსახვედრი იყო. ამ დროს ანი შემოვიდა ჩემს ოთახში.
- არ გაინტერესებს ეგ ყელსაბამი საიდანგაქ? - თბილი ღიმილოთ მითხრა მან
- კი
- ეგ ყელსაბამი ჯიმინიმ გაჩუქა ❤ თუ არ ვცდები პაემანზე.
-ააა... ლამაზია -ვუთხარი და ნაზად ჩავიღიმე
-მინდა იცოდე, რომ ჯიმინის ძალიან უყვარხარ და ენატრები უზომოდ. -მითხრა ანიმ
-საიდან იცი. -გაბრაზებული სახით ვუთხარი მე
-იგი ყოველდღე მირეკავს, მეკითხება თუ როგორ გრძნობ თავს, ჭამ თუ არა რაიმე საჭმელს, რამე ხო არ გჭირდება.
მან მითხრა რომ თუ რამე დაგაკლდება ვუთხრა მას და იგი გამოგიგზავნის მაგის ფულს. მაგრამ მე მრცხვენია მაგის თქმა თუ რა გაკლია და გჭირდება შენ. არ ვეუბნები ისეთ რამეს რაც მას გულს ატკენს, აი მაგალითად წინა კვირას შეუძლოდ რომ გახდი გული რომ წაგივიდა. ეს მისთვის არ მითქვამს. შემეშინდა რომ ძალიან ინერვიულებდა და შეიძლებოდა აქ ჩამოსულიყო შენს სანახავად და მას კარიერა გაფუჭებოდა. ლისაა გთხოვ..... შეეცადე მისი გახსენება...... - მითხრა ანიმ და თვალებზე ცრემლები მოადგა- მასზე ასე რატო ნერვიულობ -ვკითხე გაკვირვებულმა
-იმიტომ რომ ის მე ხმასავით მიყვარს. ბოლოსდაბოლოს ჩემი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულია. -მითხრა ანიმ
- იყო..... - ჩუმად ვუთხარი ანის მაგრამ მან მაინც გაიგო
-მას მალე გაიხსენებ და ინანებ რაც თქვი.... -მითხრა მან. იგი ოთახიდან გავიდა და კარი მიიჯახუნა.
-ვნახავთ -ვუთხარი და გავაგრძელე ნივთების თვალიერება
ცოტახანში ჩემი და ვითომ ჩემი შეყვარებულის ფოტოებიც ვნახე რომელიც ჩემზე გიჟდება😏
ფოტოებს ვათვარიელებდი და ვიღიმოდი......ლამაზი ფოტოები იყო. ისე მართლაც ძალიან სიმპატიური იყო ეს ჯიმინი. მოულოდნელად თვალები დამიბნელდა. ვერაფერს ვეღარ ვხედავდი. თავბრუ დამესხა. თითქოს რაღაცეები მახსენდებოდა. თავი ძალიან ამტკივდა...... გამახსენდა ჯიმინი როგორ გავიცანი....... გამახსენდა
მან როდის მაჩუქა ის ულამაზესი ყელსაბამი..... ისიც გამახსენდა როგორ გამოგვიჭირა ფანმა ერთად რომ ვიყავით...... თითქმის ყველაფერი გამახსენდა..... ეს საოცრება იყო. ის მართლაც მიყვარს....... და მენატრება😯 😔
ეს ღამე ტირილით გავატარე. თავი ვერ დავიმშვიდე. ყოველ წამს რაღაც მახსენდებოდა და მეტირებოდა, რადგან ის მართლაც ძალიან მიყვარს........