ოხ ეგ საზიზღარი მაღვიძარა. ხელში რაც მომხვდა უცებ ჩავიცვი და სახე დავიბანე, თმები დავივარცხე,ზემოთ ავიკარი. ჩანთაში რაღაც წიგნები ჩავყარე. კიბეებზე ჩავედი და ოხ ეს ლოთი დედაჩემი....
-ანა!-მისუსტებული ხმით მითხრა.
-რაა?-მობეზრებით ვკითხე.
-როგორ ხარ?
-ჰუჰ!-ნერვიულად გამეცინა- როგორც მხედავ ''დედიკო".
სახლიდან გამოვვარდი და სკოლაში წავედი.
-ვაა! ყოჩაღ! რა დიეტას იცავ 1 კვირაში რომ დაგეტყო?-ვიღაც გოგო მოვიდა ჩემთან მგონი ჩემი კლასელია.
რა ვუპასუხო? ვუთხრა, რომ 1 კვირაა რაც მხოლოდ წყალი დავლიე და 7 ცალი ვაშლი ვჭამე, რომ ინტერნეტში მოძიებული ვარჯიშებით თავს ვიკლავდი... არა, არ ვეტყვი.
-ხო რავი, დღეში რამდენჯერმე ვჭამდი ცოტ-ცოტას და ცოტას ვვარჯიშობდი.
-მეტი დაკლება აღარც გჭირდება.
-ჰო რავი.
რაებს ბოდიალობს?მე კიდევ 5 კილო უნდა დავიკლო ან მეტი...
ეს გაკვეთილები უკვე ნერვებს მიშლის. აქ 6 საათი მეკარგება. წესით ამ დროს უნდა ვვარჯიშობდე.
ვიღაც ბიჭი მიახლოვდება...
-ამმ... გამარჯობა, ანა ხო?
-კი-მობეზრებულად და უხეშად ვუთხარი.
ცოტა ხანი ერთმანეთს სახეში ვუყურებთ.
-რა გინდა?-ძირს დავიხედე
-იცი...შენ.. მე..ამმ
-ლაპარაკი არ იცი თუ ენა ბლურა ხარ?- ხმამაღლა და უხეშად შევეკითხე.
-წინათ ავტობუსში შეგხვდი...
-აჰაა,გამახსენდა და მერე?
-კარგი არაფერი დავიწყე-იმაზე უხეშად მითხრა ვიდრე მე ველაპარაკებოდი და მომშორდა.
ჩანთა მოვიკიდე და გარეთ გავედი.სახლში მივედი და...
ეს ქალი მემგონი უფრო და უფრო გიჟდება.ეხლა რაღამ წამოუფრინა თავში?
-ანა სადილი დაგახვედრე.-გამიღიმა.მე კი წარბიც არ შემიხრია.
-არ მშია.
-რამე ჭამე სკოლაში?
-უბრალოდ არ მშია. რამე გაუგებარს ვამბობ?
-კარგი კარგი-და ისევ გამიღიმა.
ჩემ ოთახში ავედი და დავიძინე.კარებზე ვიღაც აკაკუნებს.ჯანდაბა.
-ანა! -დედაჩემი მეძახდა ისეთი ტკბილი ხმით როგორითაც მამაჩემის წასვლამდე მომმართავდა.
-რააა?
-შენი მეგობარია მოსული.
რაა? მე მეგობრები არ მყავს. მითუმეტეს ისეთები როგორებიც სახლში მომაკითხავენ და ღამე sleepover გვექნება.
-ვინ ჯანდაბაა?
-არ ვიცი.მაღალი შავთმიანი ბიჭია.
ბიჭია?კარგი ჩავალ.ალბათ ვიღაცას შეეშალა.თმები დაშლილი მქონდა და მათი გასწორებით თავი არ შემიწუხებია.კიბეები ჩავირბინე კარები გავაღე და.... ამას აქ რა ჯამნდაბა უნდა?
-რამე მოხდა? რა გინდა, ეხლა 7 საათია.
-ჯერ 6:30ია და მე უბრალოდ შენთან სალაპარაკოდ მოვედი, ნუთუ ასეთი გამაღიზიანებელი პიროვნება ვარ?მითხარი, რამე არასწორად გავაკეთე?ასე რატომ მეუხეშები?-შებრუნდა და წასვლას აპირებდა.მივხვდი რომ ის მართლა კარგი ადამიანია.
-მოიცადე-გავეკიდე და ხელი ხელზე მოვკიდე.
შემობრუნდა, მხოლოდ ეხლა გავაცნობიერე რომ ძალიან ლამაზი და მეტყველი თვალები ჰქონდა.აბა რას ფიქრობთ???? რა მოხდება მათ შორის?