the way he looks at me

783 59 13
                                    

  ძალიან დაღლილი სახლში მოვედი... გუშინდელი ამბები გამახსენდა და მიხაროდა რომ გვერდით მყავდა ადამიანი ვისთვისაც შემეძლო რაღაც მეთქვა და ის ამაზე უცნაურად არ შეიშმუშნებოდა,შემდეგ კი არ გაიცინებდა...
  სასწორზე დავდექიი და მხოლოდ ორი კილოთი ვარ მოკლებული ბოლო აწონვის შემდეგ. ისევ pŕo anaს მივმართავ მის ვებსაიტს ვხსნი და tips and  tricks-ს ვაწვები... დალიე ბევრი წყალი,ივარჯიშე, ნაკლები ჭამე და ა.შ. ბოლოს კომენტარებამდე ჩავედი სადაც ეწერა "this is the best way to die,, ვერ მივხვდი აქ რას გულისხმობდა და შევეშვი.
  თორნიკე ძალიან მენატრებოდა,იმასაც ვაცნობიერებდი რომ ნელ-ნელა ის მიყვარდებოდა, თუმცა.... რა მოხდებოდა როცა გაიგებდა რომ მე ასეთი ვიყავი? როცა გააცნობიერებდა რომ ჩემ ცხოვრებაში კალორების კონტროლს ყველაზე დიდი როლი ეკავა. ის ჩემგან შორს ცხოვრობდა ამიტომ ყოველდღე ვერ ვნახავდი 😑😕 ძალიან მინდოდა სულ მასთან ერთად ვყოფილიყავი... დავურეკე.
-თოკოოო!-ძალიან აღიზიანებდა როცა ასე ვეძახდი და მეც სპეციალურად ამ სახელით მივმართავდი ხოლმე.
-ანი გცემ იცოდე! ნუ მეძახი ესე 😑
-მმმ კარქი. ლოდის ცამეხუტები?
-აი სულ მალე ვიქნები შენთან და ნახავ როგორ დაგახრჩობ 😊
-მიყვარხარ!-წამომცდა და ახლა ხელები მიკანკალებდა ისე ველოდებოდი მის პასუხს.
-ანი....😕
-გასაგებია კარგი😦 ბოდიში უნდა გავტიშო დედაჩემი მეძახის.-სინამდვილეში არავინ მეძახოდა მაგრამ ლაპარაკი აღარ შემეძლო. მეგონა ვიპოვე ადამიანი რომელსაც ყველაფერს ვეტყოდი მაგრამ შევცდი... ახლა აღარაფერი მინდა,ჯობს დავიძინო, არაფრის ძალა აღარ მაქვს....
  დილის ხუთი საათი იყო რომ გამეღვიძა და არაფრის მთქმელი გამომეტყველებით ვიყურებოდი. ცოტა ხანს ლოგინში ვიწრიალე, მერე ტელეფოი შევამოწმე. თორნიკეს ესემესი იყო,არაფერი განდაკუთრებული უბრალოდ ,,ანი ხომ კარგად ხარ?" ეწერა. პასუხი არ გამიცია,ტელეფონი გამოვრთე და ავდექი. მაღაზიაში წასვლა გადავწყვიტე, როგორც იქნა მივაღწიე სადღეღამისომდე და სიგარეტი ვთხოვე..
-პასპორტი თუ შეიძლება-სიცილიტ მითხრა გამყიდველმა.
-დედაჩემს იცნობთ მგონი, თქვენი მეგობარი უნდა იყოს. აი იმ კორპუსში ვცხოვრობ!-და ხელი მაღლა გავიშვირე..
-ჰო ახლა გამახსენდა. დედაშენი კარგი ქალია ძალიან.
-ჰო მადლობა...-მან სიგარეტი მომაწოდა და სახლისკენ წავედი.
  სახლში მივედი უშაქრო ყავა გავიკეთე,აივანზე გავედი და სიგარეტს წავუკიდე. ეს ორი ისეთ კონტრასტს ქმნიდა ერთმანეთში, რომ ვერცერთი საჭმლის გემო შეედრებოდა. შემცივდა და შიგნით შევედი, ფინჯანიც შევიტანე. მერე ლოგინზე დავწექი და უმისამართოდ სადღაც შორს ვიყურებოდი... აღარაფრის ინტერესი აღარ მქონდა, არც არაფერი არ მინდოდა.


ჰო დიდი ბოდიში ყველას ასე რომ დავიგვიანე ❤ მგონი ახლა უფრო განნვითარდი და უფრო მოგეწონებათ (ალბათ). ახლა ზუსტად ისეთ ხასიათზე ვარ როგორც ამ ფიკში ავღწერე. გადავწყვიტე უფრო ავტობიოგრაფიული ყოფილიყო.
მადლობა ყველას ასეთი დადებითი კომენტარებისთვის. ❤💛

BONES (ქართულად)Where stories live. Discover now