მან ხელები წელზე დამაწყო. ჰაჰ! მე მისი ღირსი არ ვარ.მე ერთი სულელი გოგო ვარ რომელსაც თავში მხოლოდ ის უტრიალებს თუ როგორ დაიკლოს წონაში სწრაფად. ვშორდები და თავს გვერდზე ვწევ...
-ეს არასწორია.-ვამბობ და სახეზე დაბნეულობა ესახება.
-ჰო მართალი ხარ.-ფეხზე დგება და ჩემკენ ტრიალდება-მე წავალ.
-კარგი და ხვალ მნახავ?-უცებ წამომცდა
-ჰო რათქმაუნდა.-თმება იჩეჩს და ოთახიდან გადის.გავიგე როგორ ჩაირბინა კიბეები და გარეთ გავიდა.
ლოგინზე დავწექი.ძალიან ცუდად ვარ. თავბრუ მეხვევა და ძლივს დავდივარ.ძალიან მშია. კუჭი მტკივა და უცნაური გრძნობა მაქვს.აღარ შემიძლია.დიეტის დაწყებიდან 1 კვირა და 4 დღე გავიდა. ამ დღეებში სულ 3000 კალორია არ მაქვს ნაჭამი. ალბათ ამის ბრალია რომ ასე ცუდად ვარ. მაგრამ ჭამა არ შემიძლია. თითქოს ჩემ თავში მონსტრები არიან და მეუბნებიან რომ არ უნდა ვჭამო. ქვედა სართულიდან კარებზე ზარის ხმა ისმის.მისი შეწუხებით თავს არ ვიწუხებ. ვიღაცამ კარი გააღო ალბათ დედაჩემმა. ნაბიჯების ხმა გავიგე რაც მაუწყებელია იმისა რომ მისაღებში ვიღაც ფეხს ითრევს.
-ანნნაააააა!- დედაჩემის გამაყრუებელი წიკვინა ხმა ისმის.
-wtf?-ვიძახი და მახსენდება რომ დედაჩემმა ინგლისური არ იცის-რა გინდა?
-ჩამოდი..ნახე ვინ მოვიდა.-ოჰ გამოსულა "პახმელიიდან,,.ქვევით ჩავდივარ და ჩემ ბიძაშვილს გიორგის ვხედავ რომელიც გაღიმებული მელოდებოდა. მაგრამ როცა დაინახა რომ კიბეებზე ძლივს ჩავდიოდი ღიმილი სახიდან სულ მთლად გაუქრა.
-ანა?!-მის სახეზე უამრავი ემოციააა.მაგრამ გაკვირვება ჭარბობს.
-რა მოხდა?რა სახე გაქვს?-მივედი და ჩავეხუტე.მანაც ხელები მჭიდროდ მომხვია მაგრამ მალევე მომშორდა და თვალოერება დამიწყო.
-რა გჭირს,ავად ხარ?
-ჰმმ... არაააა.... ავად არ ვარ.-ვუღიმი.
-თუ ასეაა მაშინ...კარგი არაფერი... დაივიწყე.
-დღეს ჩვენთან რჩები არა?-პატარა ბავშვივით ვუცინი და ისეთ სახეს ვიღებ როგორსაც ბავშვები შოკოლადის მოლოდინში იღებენ.
-კი.შენი ხათრით დავრჩები.
-მართლაა?-ძალიან გამიხარდა და ხტუნვა დავიწყე.
-ბავშვებო მე ვახშამს მოვამზადებ. -თქვა დედაჩემმა და წელში მოხრილი სამზარეულოსკენ გაემართა.ჰმმ...ნეტავ თუ ახსოვს საჭმლის გაკეთება.
მე და გიორგი მისაღებში დივანზე დავჯექით.
-გინდა ფილმი ჩავრთოთ?
-კი ჩავრთოთ.ოღონდ საშინელება. -წარბაწეულმა შემომხედა და მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი.მაშინვე დავიწყე ფილმის მოძებნა და ასტრალი ჩავრთე.
-მოდი ჭამეთ და ფილმი დააპაუზეთ.-დედაჩემმა დაიძახა.
- კარგი.-უპასუხა გიორგიმ. სამზარეულოდან საჭმლის სული მოდიოდა რაც შიმშილის გრძნობას მიღვივებდა.
-წამოდი ვჭამოთ.-მითხრა.
-იცი..მე...არ მშია..
-რატომ?
-სანამ მოხვიდოდი მანამდე ვჭამე.
-კარგი.-წავიდა.მე კი ფილმის ყურება გავაგრძელე.
-ანა-დედაჩემი იძახის.
-რაა?
-შეგიძლია მოხვიდე? რაღაც გვაინტერესებს!
-კარგი მოვდივარ.
დივნიდან წამოვდექი, სამზარეულოში შევედი, თავბრუ დამეხვა და.....თვალებს ვახელ და ვიღაცის ბოხი ხმა ისმის.
-გოგონა ძალიან სუსტად გამოიყურება.როგორც ჩანს ცუდად იკვებება.იმუნიტეტი დაქვეითებული აქვს და მისი სიფერმკრთალით თუ ვიმსჯელებთ სისხლში წითელი უჯრედების რაოდენობა მცირეა ანუ ანემია აქვს.
-კარგი და რა უნდა გავაკეთოთ?-პასუხობს გიორგი.
-პირველ რიგში კვებას მიაქციეთ ყურადღება და რამოდენიმე სახლში თუ იქნება კარგი იქნება. ასევე ვიტამინებსაც დავუნიშნავ რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღოს.
-რა მოხდა?-სუსტად ვამბობ.
-არ ვიცი.სამზარეულოში უგონოდ დაეცი და ექიმი გამოვიძახეთ. ყველაფერი კარგადაა.
-ჰო მეც ვიცი რომ კარგადაა.- ცივად ვამბობ და თვალებს ვატრიალებ.
-კარგი ექიმო ნახვამდის.-ეუბნება გიორგი ექიმს და აცილებს.ცოტა ხანში ოთახში ბრუნდება.
-საჭმელს არ ჭამ?-დაბნეული მოყურებს.
-რა სისულელეა..როცა მშია მაშინ ვჭამ. როცა დედა საჭმელს აღარ მიმზადებდა.იშვიათად ვჭამდი. ბოლოს კი გადავეჩვიე.-ამ წინადადრბაში სიმართლე მხოლოდ ისაა რომ დედაჩემი საჭმელს აღარ მიმზადებდა.
-კარგი გასაგებია. 2-3 დღე სახლში დარჩები და გამომჯობინებდი. იცოდე დღეში 2-ჯერ წვნიანს და თევზს შეჭამ.-რაა?მეღადავება ხო?
-ძიძა არ მჭირდება.თავს მივხედავ.
-ძიძას არც არავინ გინიშნავს. უბრალოდ კარგად იკვებე კარგი? ჩემი სამსახურის გამო წასასვლელი რომ არ ვიყო შენთან დავრჩებოდი.
-არაუშავს.გპირდები რომ თავს მივხედავ.
-კარგი ეხლა ჩემი წასვლის დროა.
-რომელი საათია?
-2:30
-ამ დრომდე უგონოდ ვეგდე?
-ხოო.-შუბლზე მაკოცა-კარგად.
-კარგად.
დედაჩემი არც კი შემოსულა ალბათ ისევ დათვრა და სძინავს. მეც მეძინება და ვიძინებ.მგონი დიდი თავია.თუ იაქტიურებთ ხვალ საღამოს დავდებ ახალ თავს.. 😚😚😚