night changes
პროლოგი:
" - ჩემო ერთადერთო, ჩემო შუდარებელო, მაპატიე, რომ სიტყვა ვერ შეგინახე, ჩემო ძვირფასო ჰანა, ჩემო სიყვარულო, ისევ ერთმანეთის წინ ვართ, ვერ შევასრულე სიტყვა, რომელიც დასაწყისში მოგეცი, შენს გვერდით ვერ დავრჩები, მაგრამ ვიცი, რომ მაპატიებ, რადგან ძვირფას ადამიანებზე გაბრაზება არ შეგიძლია. მე შენ ყველაფერზე მეტად მიყვარხარ. გახსოვს, როგორი ვიყავი ადრე, შენ შემცვალე.. მასწავლე ლოდინი, მასწავლე სიყვარული.. ჰანა, შენ მე თავიდან შემქმენი.. ყველაფერზე მეტად მიყვარხარ, სიცოცხლეზე მეტად მიყავრხარ, მაგრამ მე ვერ დავრჩები შენთან ერთად, ჩემო ერთადერთო. არ მყოფნის ძალა, რომ დაგიცვა, ჩემგან რომ დაგიცვა. არ ვიცი, ბედნიერება რა არის, ჰანა. შიში კი გავიგე, როცა ის შენს თვალებში დავინახე. თავს ფუტკრად ვგრძნობ, რომელსაც თავისი ყვავილი უყვარს და მისი მტვრით იკვებება. შორს მივდივარ, ჩემო ერთადერთო, იქ, სადაც ჩემი სიყვარული ტკივილს არ მოგაყენებს, იქ, სადაც ისე მეყვარები რომ ტკივილს არ მოგაყენებ და არ გაწყენინებ. შენი წყალობით, გრძელი სიყვარულის ცხოვრება გავიარე, მივდივარ და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, რომ შენც ბედნიერი იყო და კიდევ მაპატიე, თუ ახლა არა, ოდესმე მაინც მაპატიე... იმდენჯერ გკოცნი, რამდენჯერაც ვერც კი დაითვლი, იმდენჯერ გკოცნი, რამდენი ვარსკვლავიცაა ცაზე."-ნიკოლაი
თავი 1
სახელი:ჰანა
გვარი:მალიკი
დედა: ტიფანი მალიკი/მარიამ არაბული
მამა:ჯოზეფ მალიკი/ლევან არაბული
ძმები: ზეინ მალიკი/დავით არაბული
მეგობრები:ლილიან პერფორდი,ნინა ჰეილსი
გამარჯობა მე ჰანა ვარ 21 წლის. მაღალი, გრძელი შავი თმით და ყავისფერი თვალებით. ჩემი ისტორია საკმაოდ ჩახლართული გახლავთ. მყავს როგორც ბიოლოგიური ისე არაბიოლოგიური მშობლებიც. ახლავე გიამბობთ თუ რატომ:
როცადავიბადე ექთანს შეეშალა და ჩემს მშობლებს (მალიკებს) სხვა მკვდარი ბავშვი მიუყვანა მე კი ობოლთა თავშესაფარში მოვხვდი სადაც ქართველმა წყვილმა მიშვილა,მათ ყავდათ ბიჭი დათო და ძალიან უნდოდათ გოგო თუმცა გაიგეს რომ მეტი შვილი აღარ ეყოლებოდათ, სწორედ ამიტომ მიშვილეს მე.
როცა 5 წლის გავხდი ჩემმა ბიოლოგიურმა მშობლებმა მიპოვეს და როგორ დღემდე არ ვიცი... 1 თვე მათთან ვცხოვრობდი თუმცა სახლი მენატრებოდა და ჩემიმშობლები მორიგდნენ რომ მე ვიცხოვრებდი არაბიოლოგიურ მშობლებთან მაგრამ ვიქნებოდი მალიკი და მოვინახულებდი ჩემ ოჯახს.
ახლა ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ რადგან მყავს ორი უსაყვარლესი ძმა დათო (28 წლის) და ზეინი (25 წლის) ისინი ჩემი ცხპვრების განუყოფელი ნაწილები არიან. მე და ჩემიდაქალები ლილიანი(22 წლის) მაღალი შავთმიანი და ნინა(22 წლის ) ქერა ცისფერთვალება გოგონები ვართ საიდუმლო აგენტები, უფრო სწორად კი კილერები...
დათო პირველი კლასის სნაიპერი და ჩვენი ორგანიზაციის უფროსია . ჩვენ ვკლავთ გამტაცებლებს და მონებით მოვაჭრეებს რის გამოც ბევრს ვუყვარვართ და პატივს გვცემენ. ამ საქმესი 16 წლიდან ვარ და ეს საქმე მომწონს კიდეც...
ეს ჩვენ ვართ სამი ანგელოზი და ესაა ჩვენი ისტორიის დასაწყისი..ავტორი: აბა როგორიააა ? წინ ისეთები გელოდებათ როოო...
დაავოუთეთ და დამაფოლოვეთ
YOU ARE READING
Night Changes (დასრულებული ✔)
Fanfictionუცნაური ამბავი ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული და-ძმის რომელთაც ხელმეორედ შეიცნეს სიყვარული.მათი ისტორია არის სევდიანი,მხიარული,სიხარულითა და სევდით სავსე