ჰარიმ მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანა და იზაბელას გაფართული თვალების დანახვისთანავე გაშეშდა, ადგილზე მიიყინა, გულიც იმაზე სწრაფად აუჩქარდა ვიდრე აქამდე უცემდა, შიშისაგან სხეული აკუანკალდა.
იზაბელა ჰარის გაოგნებული სახით უყურებდა, ბიჭს შუბლთან ხელის გულის საპირისპიროდ მიეტანა და გაშეშებული უყურებდა იზაბელას. გოგონამ დაინახა კიდევ ერთი ტატუ ჰარის ხელზე, წარწერა "Things I Can't" და მაშინ მიხვდა, რომ ღუზის ნახახატი მის ხელზე რეალური იყო. ჰარიმ სწრაფად ჩამოიღო ხელი და უკან გასწია.
ვერც ერთი იღებდა ხმას. ჰარის თითქოს ეშინოდა და თან ნერვიულობდა, იზაბელა კი გაოგნებული იდგა და ცდილობდა გაეზარებინა, რომ ნერდ ბიჭს, რომელსაც ყველაფერზე მეტად სწავლა-განათლება აინტერესებდა, ტატუ ჰქონდა გაკეთებული. იზაბელამ გაკვირვებული სახით ჰარის ახედა. ბიჭი ხმას ვერ იღებდა, გოგონამ კი არ იცოდა რა უნდა ეთქვა.
-ვაუ... -ეს იყო, რაც იმ წამს თავისით აღმოხდა იზაბელას და დაბლა დაიხედა. ჰარი ვერ ინძრეოდა. -ტატუ გაქვს... -უცნაურად ჩაიცინა. -ანუ ის ღუზაც ნამდვილი ტატუა? -ბიჭს შეხედა, ჰარის კი თალები გაუფართოვდა.
-რა? -ჰარის ხმაზე ცვლილება დაეტყო.
-ღუზა, შენს მარცხენა ხელის მაჯაზე. -იზაბელამ ნერწვი შეუმჩნევლად გადაყლაპა. ჰარის თითქოს გულ-მუცელი უტრიალებდა ისე ღელავდა.
-მე... ღუზა... არ ვიცი, რაზე ლაპარაკობ. -თქვა და უკუსვლით, ჩქარა შევიდა ოთახში. რამდენიმე წამით იზაბელა გაუნძრევლად იდგა, შემდეგ კი კოპები შეკრა, აინტერესებდა კიდევ რას მალავდა ჰარი. წინ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა და ბიჭს კარები სწრაფად შეუღო.
-ჰარი, მე... -საუბარი დაიწყო, მაგრამ სიტყვა გაუწყდა და ადგილზე გაშეშდა, პირი დააღო და თვალები გაუფართოვდა. ჰარი მის წინ მაისურის გარეშე იდგა, ჰარიც ადგილზე მიიყინა, იზაბელას ისიც თვალებგაფართოებული უმზერდა. ბელა ჰარის ტანზე დახატულ ნახატებს მისჩერებოდა. მკერდზე ორი ჩიტი, რომელიც თითქოს ერთმანეთისკენ მიფრინავდნენ, დაბლა პეპელა, მარხენა ხელზე წარწერები და ნახატები და აი ღუზაც, რომელზეც იზაბელა ლაპარაკობდა. ჰარიმ სწარაფ გადაიცვა მაისური ტანზე, იზაბელამ კი მზერა მისკენ გადაიტანა.
YOU ARE READING
Nerd
Fanficიზაბელა პადალეკი, 17 წლის მე-11 კლასელი მოსწავლეა, მდიდარ ოჯახში ცხოვრობს, სკოლაში კი ყველაზე პოპულარული გოგონაა. შესახედათ საცრებაა, მბზინავი მუქი ყავისფერი თმა, ულამაზესი სახე და შესაშური ფორმები აქვს. გოგოების უმეტესობა მას შურით უყურებს, ზოგიც მ...