თავი 11

615 58 5
                                    

იზაბელა ჰარის შარვლის ზემოდან აჯდება, წინ იხრება და ბაგეებზე ნაზად აცხრება, ჰარი არაფერს აკეთებს, უბრალოდ გაქვავებული წევს და სხეული უთრთის, რაც გოგონას ნელ-ნელა აღიზიანებს.

-მაკოცე. -იზაბელას ბაგეებიდან ამოთქმულ სიტყვაზე, ჰარი თითქოს მექანიკურად აღებს პირს და იზაბელას კოცნაში ყვება, რაზეც გოგონა კმაყოფილი იღმის. ენას პირში უსრიალებს და ჰარიც მას ჰყვება მოძრაობაში. ბიჭს თვალები ეხუჭება და უბრალოდ იზაბელას ენდობა. გოგონა ხელებს მაღლა აცურებს და თითებს ჯერ კისერზე ატარებს, შემდეგ კი თმაში უცურებს და ოდნავ ქაჩავს, რის გამოც ბიჭის ხმადაბალი გმინვა ისმის, რაც გოგონას გაღიმებას იწვევს. ხელებს ნელა აცურებს დაბლა, ისე რომ კოცნას არ წყვეტს. მოყავისფრო, შარვალში ჩატანიებულ ჯემპრს ზემოთ უწევს და ხელებს შიგნით უცურებს, შემდეგ კი ხელის გულებს მუცელზე ადებს, გრძნობს როგორ აყრის ტაო ჰარის, გოგონას შეხებისთანავე და იზაბელას ამაზე ღიმილი კიდევ უფრო უფართოვდება. ხელებს უფრო მაღლა აცურებს და მკერდზე აწყობს. გრძნობს, თუ როგორ ჩქარა უცემს ჰარის გული, ისე თითქოს ლამისაა საგულედან ამოუვარდება. იზაბელა კოცნას წყვეტს და ჰარის ზემოდან დაჰყურებს, რომელსაც თვალები ჯერ კიდევ დახუჭული აქვს, ისე თითქოს გახელა არც უნდა, მაგრამ სულ რამდენიმე წამში, წამწამები მოძრავდება და ბიჭი მწვანე, უცნაურად მოკაშკაშე თვალებს აჩენს. იზაბელას ჰარიში ყველაზე მეტად თვალები მოსწონს, როდესაც უყურებს თითქოს მათში იძირება, ჭაობივით მწვანე თვალები ითრევს და უკან ამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

ჰარი ტუჩებს ენით ისველებს, რაზეც იზაბელას თავისთვის ეღიმება. ხელი ჰარის სახესთან მიაქვს და თითოეული დეტალის შესწავლას იწყებს. ჰარი არაფერს ამბობს, უბრალოდ იზაბელას მისჩერებია და მისით ტკბება. გოგონა თითებს ჯერ ლოყაზე ატარებს, შემდეგ ყბის გამოკვეთილ ხაზზე და ნერწყვს შეუმჩნევლად ყლაპავს. თითებს ნიკაპზე ანაცვლებს და ცერა და საჩვენებელი თითებით უჭერს, შემდეგ ჰარის პირდაპირ თვალებში უყურებს. ერთმანეთს უმზერდნენ. იზაბელას ერთ წამს შერცხვა კიდევაც მისი, ასე უმოწყალოდ რომ ატყუებს, მაგრამ წამშივე გადაავიწყდა ეს გრძნობა, როცა ჰარი წინ წამოიწია და მას ტუჩებზე ნაზად ეამბორა. წამიც არ დასჭირდა, ისე მოიქცია გოგონა მის ქვემოთ და იზაბელამაც ხმამაღლა გაიცინა.

NerdWhere stories live. Discover now