თავი 14

657 63 6
                                    


იზაბელა და ჰარი, მანქანაში ისხდნენ. გოგონა საჭესთან იჯდა, ბიჭი კი მიმართულებებს უჩვენებდა და მიასწავლიდა გზას, სადაც იზაბელას წაყვანა სურდა. ჰარი ამასთან ერთად, სხვადასხვა თემებზე ესაუბრებოდა იზაბელას, ძალიან კარგ ხასიათზე იყო. აი იზაბელაზე კი იგივეს ვერ ვიტყოდით. ძალიან დარცხვენილი და შეწუხებული იყო, ამის შიგნით, ღრმად დამალვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, მიზეზს კი თვითნაც ვერ ხვდებოდა. გარეგნულად მშვიდი ჩანდა და ჰარიც დიდად ვერაფერს ამჩნევდა, მაგრამ გოგონას შიგნით დიდი არეულობა იყო.

მგზავრობაც დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ იზაბელას ეჩვენებოდა, რომ საუკუნე იყო განვლილი, რაც გზაში იყვნენ. მანქანიდან გადასვლის შემდეგ წყნარ ადგილას აღმოჩნდნენ. ბიჭი ადგილზე ცქმუტავდა, ნერვიულად აკვირდებოდა ხან იზაბელას და ხანაც გარემოს.

-წამოდი, აქეთ. -ჰარიმ გოგონას ხელი ჩაჰკიდა და წინ გაუძღვა. იზაბელამ ვერც კი გაიაზრა რა მოხდა, ან სად იყვნენ, ისე მოხვდნენ უამრავი ხით ამწვანებულ ადგილას. გოგონამ პირველი რაც დაინახა, დიდი სახლი და მწვანე ტბა იყო. გაკვირვებისგან ემოციების გამოხატვაც უჭირდა. გარშემო გამეფებული სიწყნარე კი გოგონას ამშვიდებდა. ჰარის შეხედა, რომელიც გოგონას აღელვებული უყურებდა, წამდაუწუმ ტუჩს კბენდა და მის რეაქციას ელოდა.

-ჰარი, ეს რა ადგილია? -კვლავ გარშემო მოათვალიერა, ბოლოს კი ყურადღება მთლიანად დიდ ხისა და აგურის სახლზე გადაიტანა. -აქ შენ ცხოვრობ? -გაოგნებისგან გოგონას პირი დაეღო.

 -აქ შენ ცხოვრობ? -გაოგნებისგან გოგონას პირი დაეღო

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
NerdWhere stories live. Discover now