იზაბელას უჩვეული სიცივე აფხიზლებს და იძულებულს ხდის გაიღვიძოს. წარბებს ჭმუხნის და მცირე მოძრაობის შემდეგ გრძნობს, რომ მის გვერდით ვიღაც წევს. თვალებს ნელა ახელს და თავს ოდნავ უკან წევს, მხოლოდ მაშინ აცნობიერებს, რომ ხელები ჰარის წელზე აქვს შემოხვეული და მთელი სხეულით მასზეა აკრული. თვითნაც ვერ ხვდება, ისე ედება სახეზე ალმური, შემდეგ კი ხელებს ნელა სწევს უკან, რომ ჰარის ძილი არ დაუფრთხოს. ბიჭი ტუჩებდაბუშტული თვლემს, თმა კი შუბლზე საყვარლად ჩამოჰყრია. იზაბელა მას მზერას წყვეტს და ოთახში იხედება. ფანჯარა ღიაა, ეს არის იმის მიზეზი, რის გამოც გამოეღვიძა. საწოლიდან ნელა გადმოდის და ფეხისწვერებით, ჩუმად მიდის ფანჯარასთან, შემდეგ კი ნელა ხურავს. კვლავ ჰარისკენ იხედება და უყურებს, თუ როგორ ფშვინავს იგი ჩუმად. უყურებს მის ხელებს, ჰარის პიჟამადან ტატუები მოსჩანს და იზაბელასაც მაშინვე უჩქარდება გულის ცემა. ინტერესი კლავს. უნდა გაიგოს, რათ უნდა მისნაირ პიროვნებას ამდენი ტატუ, თუმცა არ უნდა, ჰარის ამის თქმა დააძალოს. უყურებს ჰარის შუბლზე ჩამოყრილ თმებს, შემდეგ კი მისი სახის ნაკვთებს აკვირდება, ამჩნევს, რომ განსხვავებული და ზედმეტად მომხიბლავია. თვალებს სწრაფად ახამხამებს, როცა ჰარი გვერდს იცვლის, შემდეგ კი ზურგზე წვება. გოგონა ღმად ოხრვს. გრძნობს, რომ მის შიგნით რაღაც ხდება, საკუთარი თავის მიმართ სირცხვილის გრძნობა უჩნდება და სურვილი იმის, რომ ჰარისთან თამაში შეწყვიტოს, მაგრამ მის სიამაყეს ვერ სცდება, უნდა, რომ ნიძლავი მოიგოს, რათა რებეკას დაუმტკიცოს, რომ მასზე უკეთესია.
იზაბელა ხვნეშის, შემდეგ კი ნელა მიდის კარისკენ, საბოლოოდ კი ოთახიდანაც გადის. კარის დახურვის შემდეგ, კიბეებისკენ იძვრის და სწრაფად ჩადის პირველ სარუთლზე, შემდეგ კი სამზარეულოში შედის და მაშინვე იწყებს თვალების აქეთ-იქეთ ცეცებას. ულამაზესი დიზაინით მოწყობილ სამზარეულოში იდგა, თითქმის ყველაფერი ხისგან იყო გაკეთებული. სამზარეულოს შუაში, გრძელი ხის მაგიდა იდგა თავისი ნიჟარით, რომელზეც მხოლოდ წყალში ჩადებული, იზაბელასთვის უცხო მცენარე და ხის პატარა კალათა იდო, მის წინ ხის კარადები, ნაცრისფერი გაზქურა და პატარა მაცივარი იდგა, მოშორებით კი ჩვეულებრივი, ხის თხელი მაგიდა, გარშემო სკამებით. გოგონას გაეღიმა, ძალიან მოსწონდა ჰარის სახლი, მყუდრო, სადა და კომფორტული იყო.
YOU ARE READING
Nerd
Fanficიზაბელა პადალეკი, 17 წლის მე-11 კლასელი მოსწავლეა, მდიდარ ოჯახში ცხოვრობს, სკოლაში კი ყველაზე პოპულარული გოგონაა. შესახედათ საცრებაა, მბზინავი მუქი ყავისფერი თმა, ულამაზესი სახე და შესაშური ფორმები აქვს. გოგოების უმეტესობა მას შურით უყურებს, ზოგიც მ...