თავი 23

430 56 18
                                    

-დააკვირდი რას წერ, შენს გამო ქულის დაკლებას არ ვაპირებ. -გაღიზიანებული ტონი ისმის თითქმის მთლიანად დაცარიელებულ ბიბლიოთეკაში და გოგონა ოხრავს.

-თუ დამეხმარები უკეთესად გამომივა. -ამჯერად იზაბელას ბუტბუტი ისმის და ბიჭიც თვალებს ატრიალებს.

-თუ თვითონაც გამოიყენებ ტვინს, სხვისი ნათქვამის შესრულება აღარ დაგჭირდება. -ბიჭი კოპებს კრავს და წიგნს აშტერდება. გოგონას მზერა ბიჭზე გადააქვს, კარგად ხვდება ეს სიტყვები სრულიად არ ეხება პროექტს, რომელზეც ერთად მუშაობენ.

-ჰარი, ვიცი რაც დავაშავე და ისიც ვიცი რომ ყველაფერს ცუდს ვიმსახურებ ამის გამო, მაგრამ რაც ბოლოს, ჩვენს შორის მოხდა, ყალბი არ ყოფილა. -ბიჭი კვლავ ჩუმად იყო. -ყველა ჩვენი საუბარი, ჩემთვის რეალური იყო, თუნდაც როცა ტბის სახლში წავედით, მაშინ შენთან ყველაზე რეალური ვიყავი. -კვლავ დუმილი. -იმის მიუხედავად, რომ ვტყუოდი, შენთან მაინც ჩემი ყველაზე ღია და რეალური თავი ვიყავი... -გოგონას თვალებმა ნელ-ნელა დანამვა დაიწყეს, რა დროსაც ჰარი ხმაურიანად წამოდგა ფეხზე, ფანჯრისკენ მიმართული მზერით, რომლიდანაც ჩანდა წვიმის წვეთები, რომელიც ნელ-ნელა იზრდებოდა.

-დღეისთვის საკმარისია. -ხმადაბლა თქვა და თავისი წიგნების ჩანთაში ჩალაგება დაიწყო.

-ჰარი... -გოგონაც წამოდგა და ბიჭს დააკვირდა, თუმცა მას არაფერი უპასუხია, ჩანთის ელვა სწრაფად შეკრა და როცა წასასვლელად დაიძრა, იზაბელამ ხელი სწრაფად ჩაკიდა მაჯაზე. -არაფრის თქმას აპირებ? -გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა, რომ ცრემლები შეეკავებინა. -თუ გინდა მეჩხუბე, მიყვირე, რამე მაინც მიპასუხე...

-მე უკვე გასაგებად გითხარი, რომ შენთვის არაფერი მაქვს სათქმელი და ისიც დავამატე, რომ შენს ნათქვამს ჩემთვის აზრი არ აქვს, ამიტომ რატომ არ შეწყვეტ ჩემს კუდში დევნას და შენს საქმეებს რატომ არ მიხედავ? -გოგონას ხელი სწრაფად მოიშორა და უკან მიხედვის გარეშე დატოვა ბიბლოთეკა.

NerdWhere stories live. Discover now