ის ფიქრობდა იქნებოდა კი ოდესმე თავისუფალი?! სურვილი კლავდა რომ ამ წყვდიადის გარდა რამე სხვაც დაენახა. ამ უბადრუკი ადამიანების შეუჩერებელი და უსარგებლო ლაყბობის მოსმენა აღარ შეეძლო. ყველას, აბსოლუტურად ყველას მის არსებობაში ეჭვი შეჰქონდა. უკვე 1000 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ქვაში გამოამწყვდიეს და ის თავის მდგომარეობას ვერაფრით შველოდა. ერთადერთი რისი გაკეთებაც შეეძლო უმოძრაოდ ყოფნა და ხალხის მოსმენა იყო, რაც უკვე ყელში ჰქონდა ამოსული.
----------
სოკჯინს ნახევრად ეძინა, ხელი ნიკაპის ქვეშ ჰქონდა ამოდებული და ასე ცდილობდა თავის დაჭერას. ეს ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ მთელი სამუშაო ბოლო დღემდე მოიტოვა, უგრძესი ესეს წერას მთელი ღამე მოანდომა. თავი მაგიდაზე ჩამოდო.
„მგონი რომ წავუძინო არაფერი დაშავდება, არა მგონია ლექტორმა რამე მნიშვნელოვანი ახსენოს, თანაც მომაბეზრებელი ზარი მაინც გამაღვიძებს." – გაიფიქრა თავისთვის, თვალები დახუჭა და ძილს მიეცა. უცნაურ სიზმარს ხედავდა: საშიშს, თუმცა ამავე დროს საინტერესოს. ირგვლივ ყველაფერი წყვდიადსა და სამარისებურ სიჩუმეს მოეცვა. სიჩუმე შემაძრწუნებელი იყო. მხოლოდ მარმარილოს იატაკი ჩანდა, რომელზეც სხვადასხვა ამოუცნობი ფიგურები იყო გამოსახული. უეცრად ქარმა დაუბერა და თან კვამლი, რომელსაც სასიამოვნოდ ვანილის მსუბუქი სურნელი დაჰკრავდა, და ლილიების ფურცლები მოიტანა. მათ ერთგვარი ბილიკი შექმნეს. სოკჯინი ნელ–ნელა ამ ბილიკს მიუყვებოდა და უკვირდა, რაც უფრო წინ მიიწევდა, ყვავილთა ფურცლები ნელ–ნელა ჭკნებოდნენ. წინ თეთრი შუქი ნახა და დაუფიქრებლად მისკენ წავიდა. როცა მიუახლოვდა, დაინახა ჩამუხლული ადამიანი, რომლის ირგვლივ უკვე სრულიად დამპალი, მკვდარი ლილიის ფურცლები ეყარა. იგი იყო მიბმული მძიმე ჯაჭვებით. ეს ადამიანი სოკჯინისკენ ზურგით იმყოფებოდა. ზურგზე წყვილი ჭრილობა უჩანდა. ბიჭმა დაუფიქრებლად იკითხა:
YOU ARE READING
დაცემული
Fanfictionმითები გამოგონილი ამბებია ნივთებზე, ადამიანებზე, გმირებზე, ღმერთებზე, ანგელოზებსა და დემონებზე. ეს ამბებია მათი თავგადასავლების, ტრიუმფებისა თუ დამარცხების, ტრაგედიების, ღირსებისა თუ შურისძიების შესახებ. მაგრამ ხომ შეიძლება ზოგიერთი მითი რეალობას ეფ...