~4~

200 78 0
                                    

კიმ სოკჯინი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ისეთვე, როგორც სხვები. ის არც ძალიან ჭკვიანი და არც ყველაზე უტვინო იყო, ჩვეულებრივ საშუალო ადამიანს წარმოადგენდა. სამაგალითო ბავშვად ზრდიდნენ. დედამისი მკაცრი ქალი იყო, ამიტომ ბიჭს სკოლაში კარგი ნიშნები ჰქონდა. შემდეგ იგი სეულში გადავიდა, უნივერსიტეტში ჩააბარა და სამუშაო დაიწყო. რაღაც გარკვეული დროის შემდგომ მან საკმარისი თანხა მოაგროვა და დედისგან, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მკაცრი გახდა, გადავიდა ცალკე საცხოვრებლად. თუმცა მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. სამსახური რთულდებოდა, ხოლო ხელფასს მომატებისა არაფერი უჩანდა. ჯინმაც ვერ გაუძლო და წამოვიდა. ოღონდ იმაზე არ უფიქრია, რომ სამსახურის გარეშე ბინისა და უნივერსიტეტის გადასახადებს ვერ გადაიხდიდა. იგი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. დედას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში თუ მიმართავდა.

სოკჯინმა იცოდა, რომ არ უნდა ეწუწუნა, რადგანაც მისი ახლობლები და ნათესავები, მართალია შორს, მაგრამ ჯანმრთელად იყვნენ. იმიტომ, რომ თვითონაც ჯანმრთელი იყო, ჰქონდა თბილი სახლი და რაღაც საჭმელი. ხომ შეიძლებოდა ყველაფერი ბევრად უარესი ყოფილიყო. საკუთარი თავიც ძალიან უყვარდა, მაგრამ თავისი ცხოვრება - არა.

***

იმ ღამეს, როცა მუზეუმიდან გამორბოდა, ვიწრო ქუჩაში ვიღაცას შეეჯახა.

- ჰეი, სიგარეტი ხომ არ გექნება? - იკითხა ორი დაკუნთულიდან ერთ-ერთმა.

ჯინმა თავი გააქნია.

- და ფული? - იკითხა მეორემ.

ამ კითხვების შემდგომ ორივე სოკჯინის მიმართულებით დაიძრა.

"ხომ ვიცოდი, რომ რაღაც აუცილებლად უნდა გადამხდენოდა თავს; რა ჯანდაბა მინდოდა იმ მუზეუმში. რომ მცოდნოდა სადღაც ჩიხში გამიგდებდნენ ხომ ვეგდებოდი სახლში. იქნებ ასეც აჯობებს."

ჯინი მათ წინააღმდეგობას არ უწევდა. ვერ უწევდა. სხეულს ტკივილისგან ვერ ამოძრავებდა. ცხვირიდან სისხლი, თვალებიდან ცრემლები. დარტყმისგან შიგნით რაღაც ტყდებოდა. თავში იმის სურვილი უტრიალებდა, რომ ყველაფერი მალე დამთავრებულიყო. უკვე ცხოვრება მობეზრებოდა.

"მომბეზრდა. ყველაფერი მომბეზრდა. დროზე დამთავრდეს ყველაფერი."

შემდეგ კი ყველაფერი ჩაბნელდა. გონება დაკარგა. ამ პროცესში მხოლოდ რაღაცის დამტვრევის, ფშვნისა და სხვისი ყვირილის ხმა გაიგონა.

როცა თვალების გახელა მოახერხა, მის წინ ჩამუხლული ახალგაზრდა დაინახა. ბიჭი ძალიან ლამაზი იყო, ასევე ფეხშშველი და მისი ტანსაცმელი - თხელ ხალათზე მოცმული გაცრეცილი პალტო - უკეთესის სურვილს ტოვებდა. ჯინი კინაღამ დაბრმავდა, წინ მჯდომი ანათებდა. მხრებზე დადებული თოვლიც არ იყო მისი ნათებასავით ქათქათა. ჯინს ეგონა რომ მოკვდა, რადგანაც ასეთი ლამაზი არსებები დედამიწაზე არ არსებობდნენ. და რომც არსებობდნენ, ასე გამოწყობილნი ნამდვილად არ ივლიდნენ. სოკჯინის მზერა უცნობის თვალებს მოხვდა. მისი თვალები ღია ცისფერი იყო, შიგნით თეთრი მწველი ალით.

- შენ... ვინ ხარ?

ჯინს საკუთარი ჩახლეჩილი ხმა არ გაუკვირდა, რადგანაც თავი მკვდარი ეგონა. თუმცა, როცა სხეულს ნელ-ნელა მგრძნობელობა დაუბრუნდა, ის მიხვდა რომ რადგანაც ტკივილს გრძნობდა - ესე იგი ცოცხალი იყო.

"მაგრამ თუ ცოცხალი ვარ, ასეთი მშვენება რატომ მოვიდა ჩემთან?"

სოკჯინი ხელებს დაეყრდნო. ნელა წამოჯდა და უცნობს შეხედა, ის კი იღიმოდა.

- შენი მფარველი ანგელოზი.

დაბალი, ხავერდოვანი ხმის მოსმენა ძალიან ესიამოვნა ჯინს. მან მოგვიანებით გააანალიზა სხვისი სიტყვები და დაჭყეტილი თვალებით ადგილზე გაშეშდა.

"ამას რა, ტვინი გაეყინა? მაგრამ მისი ტვინი თუ ნორმალური მდგომარეობაშია, ესე იგი მე გავგიჟდი?! ჯერ კიდევ ვხედავ ამ ნათებას და მის თვალებშიც თეთრ ალს." - ჯინი ფიქრებში გაიჭრა.

ამასობაში უცნობი წამოიმართა, წელში გასწორდა, მოქნილი მოძრაობითა და თავისი გრძელი, თლილი თითებით თვალებიდან თმა გადაიწია. მის კანს ყინვის არანაირი კვალი არ ეტყობოდა. მან სოკჯინს ხელი გაუწოდა, ჯინმაც დაუფიქრებლად ჩაჰკიდა თავისი გაყინული და დაზიანებული ხელი. უცნობის ხელი წარმოუდგენლად თბილი აღმოჩნდა.

დაცემულიWhere stories live. Discover now