იმ დაუვიწყარი შეხვედრის შემდეგ ტეჰიონი ისევ გალიაში აღმოჩნდა. მისი ფრთები კვლავ განადგურდა, ოღონდ ამჯერად კიმ სოკჯინის, მისი ადამიანის ხელით. მეხსიერებაც არ წაუშლიათ, ტეს ყველაფერი ახსოვდა რაც აქამდე გადახდა. თავიდან რამდენიმე ათეული წელი ამ გალიიდან ისეთი ხმები გამოდიოდა, რომელთაგან სხვა ანგელოზებს ბუმბულები ყალყზე უდგებოდათ - დარტყმის, რკინაზე ფრჩხილების ჩამოსმის ხმები, ხმამაღალი ბილწი სიტყვები.
- ისევ პატარა ბავშვივით ხმაურობ, - თქვა უკმაყოფილოდ ხმამ და მაშნვე სიჩუმე ჩამოწვა, თუმცა ცოტა ხნით.
- სხვათა შორის, ძალიან მტკივა. შეხედე ჩემს ზურგს! ჯერაც ბოლომდე არ მოშუშებულა და ეს ჟონვადი ოქროსფერი სითხე მწვავს! საერთოდ თავს რატომ ვიმართლებ? შენ ამომგლიჯე ფრთები, ერთხელ აფრენაც კი ვერ მოვასწარი, ახლა კიდევ მაჩუმებ!
გალიაში სიჩუმემ დაისადგურა. ტე კუთხეში იჯდა და თავის მპყრობელს ცისფერი თვალებით ბურღავდა. სოკჯინს სხვა არაფერი შეეძლო გარდა ტკბილად გაღიმებისა.
- მომიტევეთ, თქვენი უდიდებულესობა, - ბიჭი ტეს დაეჭყანა. - ფრთები ამოგლეჯეს თურმე... შენ გულ-მკერდი ხელით შემიმტვრიე და სული ამომაცალე. მეც მეტკინა, რომ იცოდე.
- ეგ წამიერი ტკივილი იყო! მაშინვე მოკვდი! - ანგელოზი ცდილობდა თავი ემართლა, მჯდომარე მდგომარეობიდან ფეხზეც კი წამოფრინდა.
- წამიერი? მე შენ გიცდიდი, რომ ყველაფერი ამეხსნა, რომ მეთქვა რა ძლიერ შემიყვარდი, თუმცაღა გვიან გავაცობიერე. შენ კი მომვარდი, შემაშნე, ბავრი საწყენი რამ მითხარი, ლაფი გადმომასხი, მიწასთან გაასწორე ჩვენი კავშირი - შენს სიძულვილში დაახრჩვე. შემდეგ კი სული ამომგლიჯე და მომკალი. მაგრამ დამიჯერე, სულის დაკარგვის ტკივილი ნამდვილად ვერ შეედრება იმ ტკივილს, რომელიც შენ მიერ მიერ ნათქვამმა სიტყვამ - "მძულხარ" მომაყენა. - ჩამოაყალიბა სოკჯინმა და კედელში გავიდა, გაუჩუნარდა.
YOU ARE READING
დაცემული
Fanfictionმითები გამოგონილი ამბებია ნივთებზე, ადამიანებზე, გმირებზე, ღმერთებზე, ანგელოზებსა და დემონებზე. ეს ამბებია მათი თავგადასავლების, ტრიუმფებისა თუ დამარცხების, ტრაგედიების, ღირსებისა თუ შურისძიების შესახებ. მაგრამ ხომ შეიძლება ზოგიერთი მითი რეალობას ეფ...