~3~

238 80 9
                                    

სოკჯინი ლექციის შემდეგ სამსახურში წავიდა, იმ დღეს მისი ცვლა იყო. დაქანცული სახლში გვიან მივიდა და მაშინვე დაიძინა. ესიზმრებოდა – ისევ დღევანდელი მუზეუმის დარბაზი და იგივე ნახატი, ლამაზი ნახატი, ყოველშემთხვევაში, მისთვის იყო ლამაზი. სხვას შეიძლება შემზარავი, საშიში მოსჩვენებოდა. ჯინს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ეს ნახატი გვერდითა დარბაზში მდგარი ქანდაკების ისტორიას აღწერდა: დასაწყისი – სამოთხე, ცდუნება, დაცემა. იგი შედევრს თვალმოურიდებლად უყურებდა. მაგრამ ერთი დახამხამებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჯინი ქანდაკების პირდაპირ გაჩენილიყო. ბიჭის თავში მხოლოდ ერთი სიტყვა ტრიალებდა – „დასასრული". ირგვლივ სიჩუმე იდგა, მას მხოლოდ ვიღაცის ჩურჩული არღვევდა.

„წინ, უფრო ახლოს მოიწიე".

ჯინიც თავისდაგასაკვირად ემორჩილებოდა. რამდენიმე ნაბიჯში მისი სახე ქანდაკების დაუპირისპირდა. უზადოდ გამოიყურებოდა. სოკჯინმა ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ ნახა. ისევ ქანდაკებისკენ მიტრიალდა და მისი დარდიანი გამომეტყველება მოეწონა, იმდენად, რომ კოცნის სურვილი გაუჩნდა.

აქოშინებულს გამოეღვიძა.

--------

ნახევარი საათის შემდეგ ჯინი მუზეუმისკენ მიმავალ გზას ედგა. ეს სიზმარი არ ასვენებდა და ცნობისმოყვარეობამ სძლია.

დიდი ფიქრის და წვალების შემდეგ როგორც იქნა მუზეუმში შეიპარა. ჩაუარა გამოფენილ ნახატებს, მათ შორის ბრეიგელის მიერ შესრულებულ ფერწერასაც და საბოლოოდ მისთვის ნაცნობ ქანდაკებას მიადგა.

ცალი ხელი ლოყაზე დაადო, მოეფერა, ქვა მისდაგასაკვირად ძალიან თბილი იყო. სოკჯინს თვალები დაეხუჭა და სახე ახლოს მიეწია. წამიც და თავისი ტუჩები ქვას შეახო, სიცივის ნაცვლად სითბო და სირბილე იგრძნო, ლოყაზე კი სისველე. კოცნა ეგრევე გაწყვიტა და თვალები გაახილა. მის წინ სხვისი ღიმილიანი ტუჩები დაინახა.

დაცემულიWhere stories live. Discover now