V ბინაში შევიდა. სოკჯინის სახლი არც თუ ისე დიდ ერთოთახიან ბინას წარმოადგენდა. პატარა სამზარეულო, განცალკევებული საპირფარეშო და სააბაზანო, მყუდრო სასტუმრო ოთახი. ავეჯიც და თვითონ ბინაც მოძველებულად გამოიყურებოდა, თუმცა ყველგან სისუფთავე იყო დაცული. ინტერიერი ბნელი იყო, რაც ისედაც პატარა ცივრცეს კიდევ უფრო მცირეს აჩენდა. ანგელოზს ეს სივრცე ზღუდავდა, თავი ისევ იმ 'გალიაში' ეგონა, რომლისგანაც ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა. ფრთების გაშლა იქიდან გაქცევა უნდოდა, მაგრამ სად იყო ფრთები? ამას ჯინის დახმარებით სულ მალე გამოასწორებდა.
მანამ სანამ სოკჯინი მაღაზიისკენ გაემართებოდა, გასაღები მას მისცა და უთხრა რომ შხაპი მიეღო. V ვერ ხვდებოდა რაში სჭირდებოდა დაჯღარკული რკინის ნაჭერი, ის ხომ დროსა და სივრცეში ისედაც თავისუფლად გადაადგილდებოდა. ვერც შხაპის საჭიროებას მიხვდა, ის ყოველთვის სუფთა იყო. თუმცა თოვლისგან სველი ტანსაცმელი და შიშველი ტალახიანი ფეხები სხვა რამეზე მეტყველებდნენ. ეს პრობლემაც თავისებურად მოაგვარა - ზუსტად ისე, როგორც ნაცემ სოკჯინს აღუდგინა თავდაპირველი ფუნქციონირება. ის თავის ფიქრებში იყო გართული და კარებზე ბრახუნი არც გაუგია, მაგრამ სხვისმა ფიქრებმა გამოარკვიეს.
"ჯანდაბა, და მე დავიჯერე? რეალობაში ანგელოზი როგორ იარსებებს! ალბათ გამძარცვა და გასაღებიანად მოტყდა." - ესმოდა ჯინის აზრები.
- ჯერ ერთი, მართლა ვარსებობ. და მერე მეორე - არ გამიძარცვიხარ, ეგ არაფერში მჭირდება. - პასუხობს V და კარის მეორე მხრიდან წამით არაფერი ისმოდა.
- კარებს არ გამიღებ? - მოისმა გარედან შეკითხვა და V კარის სახელურს ეჯაჯგურებოდა.
- ეგ როგორ გავაკეთო?
- ზუსტად ისე, როგორც შენ შეხვედი, გასაღებით. ან დამიბრუნე და თვითონ გავაღებ.
- მე უბრალოდ შემოვედი. - უპასუხა მან, რაზეც ჯინმა მძიმედ ამოიოხრა.
YOU ARE READING
დაცემული
Fanfictionმითები გამოგონილი ამბებია ნივთებზე, ადამიანებზე, გმირებზე, ღმერთებზე, ანგელოზებსა და დემონებზე. ეს ამბებია მათი თავგადასავლების, ტრიუმფებისა თუ დამარცხების, ტრაგედიების, ღირსებისა თუ შურისძიების შესახებ. მაგრამ ხომ შეიძლება ზოგიერთი მითი რეალობას ეფ...