- აღარ გეყო? ასე როდემდე უნდა მიყურო? - წუწუნებდა სოკჯინი.
- ადრე ხომ მოგწონდა...
- ახლა აღარ მომწონს.
- სამაგიეროდ მე მომწონს.
- ასე რატომ იქცევი?
- და შენ რატომ იქცევი ასე?!
ჯინმა მძიმედ ამოიოხრა და მზერა ტეჰიონზე გადაიტანა.
- სული კიდევ რომ დაგალევინო, შემეშვები?
- არა.
V თვითკმაყოფილად იღიმოდა. მსგავსი კამათები ძალიან ართობადა. ყოვევლ ჯერზე ბოლო სიტყვა ტეჰონს რჩებოდა. დავაში პირველი ადგილის დაკავება და ჯინის გაბუტული სახის ყურება სახალისოდ ეჩვენებოდა.
გასული კვირის განმავლობაში მან მხოლოდ ორჯერ მიიღო სული. რატომღაც არ ცდილობდა მის დალევას ყოველდღე და არ ჩქარობდა დაწყებული საქმის მალე დამთავრებას. ჯინთან მეტი დროის გატარება დაიწყო. ბიჭი კი, პარკში მომხდარის მერე, ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა ანგელოზისთვის, აშკარად ეშინოდა, ისე იქცეოდა თითქოს ბინაში მის გარდა სხვა არავინ ყოფილიყო. ტეჰიონს ეს, რა თქმა უნდა, აღიზიანებდა და ერთხელაც ვეღარ გაუძლო:
- თავს რატომ მარიდებ? - პირდაპირ ბიჭის სააბაზანოში დატელეპორტირდა.
ანგელოზი ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ჯინს ასეთი კივილი შეეძლო. კატასავით დაიწივლა, რომელსაც კუდზე დააბიჯეს. შემდეგ კი ტეს მომართულებით გამოფრინდა შამპუნის ბოთლი, საპონი, დაკუჭული პირსახოცი და ა.შ. ტემ იფიქრა რომ შეშინებული ჯინი ახლა ნამდვილად არ დაელაპარაკებოდა და სააბაზანოდან გაქრა. ტახტზე კომფორტულად მოთავსდა. სოკჯინი დაახლოებით 15 წუთში გამოვიდა.
- რატომ შემომივარდი სააბაზანოში და შემაშინე? - იკითხა აღშფოთებულმა.
- და შენ რატომ აღარ მელაპარაკები? - იმავე აღშფოთებული ტონით კითხვა შეუბრუნა ტეჰიონმა.
YOU ARE READING
დაცემული
Fanfictionმითები გამოგონილი ამბებია ნივთებზე, ადამიანებზე, გმირებზე, ღმერთებზე, ანგელოზებსა და დემონებზე. ეს ამბებია მათი თავგადასავლების, ტრიუმფებისა თუ დამარცხების, ტრაგედიების, ღირსებისა თუ შურისძიების შესახებ. მაგრამ ხომ შეიძლება ზოგიერთი მითი რეალობას ეფ...