7./ღამე მეოთხე 01:28

520 108 20
                                    

"შეწყვიტე!"

ყვირის ნამჯუნი, როცა ჯინი ტერფებში ხელს ავლებს და წყალში აგდებს.

ფეხების დახმარებით სწრაფად დგება და იცინის.

"სწრაფად სწავლობ."

"ვიცი."

ჯინი თმას აქნევს.

ნამჯუნი დასცინის.

"მასე ნუ აკეთებ, სულელს ჰგავხარ."

"ნუ სულელობ, კარგად გამოვიყურები, რადგან ისედაც ყველაზე ლამაზი ვარ."

ამბობს ჯინი და იცინის.

ჯუნი გვერდით იხედება, ცდილობს ღრმად ისუნთქოს.

ბევრი რამ გააკეთეს.

ძალიან ბევრი.

იცურავეს, ითამაშეს, ყველაფერი ქნეს რაც შეეძლოთ.

ამდენი თვის შემდეგ, ჯუნი როგორც იქნა თავს ცოცხალ ადამიანად გრძნობს.

თუ წლების შემდეგ?

ხვნეშის.

ჯინი სიცილის წყვეტს, როცა ხვდება, რომ ნამჯუნი გვერდით იხედება.

"ჰეი." კითხულობს ჯინი. "კარგად ხარ?"

"ჰო, ჰო კარგად ვარ."

"მითხარი რა დაგემართა. აშკარაა, არ ხარ კარგად."

ჯუნი იღიმის. "საკმაოდ კარგად მიცნობ."

"რა თქმა უნდა." ამბობს ჯინი და წყალქვეშ მეგობარს უახლოვდება. "ახლა კი მითხარი, რა დაგემართა."

ნამჯუნი თვალებს ხუჭავს, სიკვდილზე ფიქრობს.

"შენ თავი ისევ ცოცხლად მაგრძნობონე." ამბობს და ყველაფერ ამაზე ღრმად ფიქრობს. "და ვიცი ძალიან გტკენს ის ფაქტი, რომ მალე აღარ ვიქნები."

ჯინი გრძნობს, რაღაც შიგნიდან გულს როგორ უჭამს.

მტკივნეულია.

არ მოსწონს ეს გძნობა.

ჩუმად არის.

არაფერს ამბობს.

ვერაფერს ამბობს.

"ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლი. ზოგჯერ არ მინდა, საშინლად არ მინდა დაგტოვო."

ჯინი ხვნეშის, მეგობარს თვალებში უყურებს.

ნამჯუნს თვალები აქვს დახუჭული, ვერ ხედავს როგორი ტკივილნარევი თვალებით მიშტერებია მას უფროსი.

"მაგრამ, თუ ღმერთს ასე უნდა, დაე ასე იყოს. მომიწევს დაგტოვო. მინდა ყველაფერი მორჩეს. მინდა, რომ დავისვენო და გავფრინდე ძალიან შორს, რადგან ყველაფერი მეზიზღება. მეზიზღება, რომ გამუდმებით საავადმყოფოში მიწევს ყოფნა. დროც კი არ მქონია იმისთვის, რომ მყვარებოდა. არ ვიცი ეს როგორი გრძნობაა. მეგობრები არ მყოლია. სკოლაშიც კი არ მივლია, რადგან არ შემეძლო. არ შემეძლო ნორმალური თინეიჯერივით მეცხოვრა. არ შემეძლო სიგიჟეები მეკეთებინა მეგობრებთან ერთად. ეს ყველაფერი მეზიზღება. მოსიარულე მკვდარს ვგავარ. ვსუნთქავ, თუმცა არ ვცხოვრობ. საშინელებაა. საშინელებაა და მინდა ეს ყველაფერი დამთავრდეს."

ჯინს დანახვა უჭირს.

მეგობრის სიტყვები გულს ტკენს.

რადგან იცის, რომ მართალია.

"შემდეგ შენ ჩნდები." ამატებს ჯუნი. მის ლამაზ სახეს ღიმილი ეფინება. "ყველაფერს მავიწყებ. მავიწყებ პრობლემებს, ჩემს მოსაწყენ ცხოვრებას. თავს ცოცხლად მაგრძნობინებ. ხედავ რამდენი რამ გაგიკეთებია ჩემთვის? ასე ვთქვათ, გამიტაცე იმ წყეული საავადმყოფოდან. სკოლაშიც არ დადიოდი, იმის გამო, რომ ჩემთან ყოფილიყავი. არასდროს მიგიტოვებივარ. მთელი ცხოვრება ჩემთან იყავი. მაშინ, როცა არავინ მყავდა, შენ იყავი და ზრუნავდი ჩემზე, ჯინ და არ მინდა უბრალოდ წავიდე. უფრო სწორად მინდა, მაგრამ არ მსურს დაგტოვო."

ჯუნი თვალებს ახელს, ცრემლები მაშინვე უსველებს სახეს.

ცდილობს არ იტიროს.

მაგრამ ტკივა.

"უბრალოდ.. უბრალოდ მინდა დამპირდე."

ამბობს ნამჯუნი და მეგობარს პირსაპირ თვალებში უყურებს.

თითქოს დრო იყინება.

ვარსკვლავები ეჭვიანობენ.

მათ ხომ ასეთი სიყვარული არასოდეს უნახავთ.

"არ დაივიწყო ეს ყველაფერი, როცა მოვკვდები."

"ნამჯუნ, არ გინდა-..."

"დამპირდი." ტირის. გრძნობს, გული ნაწილებად ემსხვრევა.

ჯინი ხვნეშის, გვერდით იხედება.

"კა-კარგი.. გპირდები."

ნამჯუნი იღიმის. კვლავ ტირის.

"მადლობა."

STARSWhere stories live. Discover now