24./ ღამე მერვე 03:07

412 82 39
                                    

"გამარჯობა, მე ჯინი ვარ, ეს კი ჩემი უსაყვარლესი მოგობარი, ნამჯუნია."

ამბობს ჯინი, კამერას უყურებს და იღიმის.

"მასზე კარგად გამოვიყურები, მე ხომ ჯინი ვარ, ის კი - ჯუნია."

"რა?! არა!"

იცინის ნამჯუნი და სოკჯინს უყურებს.

მუცელი იმ პეპლებით აქვს სავსე, ჩვენ რომ ვიცით.

ყოველ ჯერზე როცა ჯინი იღიმის, თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

ნამჯუნისთვის მისი ხმა ისეთია, როგორიც ანგელოზის.

"სწორედ ასეა, მე ზედმეტად სექსუალი ვარ, ის კი- მახინჯი."

"სულაც არა. მე მეტად მამაკაცური ვარ და შესაბამისად სექსუალური."

"ოჰ! კარგი ერთი, მართლა?"

კითხულობს ჯუნი და ოღიმის.

"დიახ, კარგი უკანალი მაქვს."

"ამის თქმა აუცილებელი იყო?"

"კი, იმიტომ რომ სიმართლეა."

ამბობს ჯინი და ისევ კამერას უყურებს.

ნამჯუნი ხითხითებს, თავს ჯინის მხარზე ასვენებს.

საწოლზე წვანან.

მათთვის ოდნავ პატარაა, მაგრამ..

ნამჯუნს უყვარს, როცა ჯინი მასთან ახლოს არის.

"მახინჯია, მაგრამ მიყვარს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ."

ნამჯუნს სხეული უხურდება.

ყოველი წუთის შემდეგ გრძნობს, როგორ უახლოვდებათ მათი სხეულები.

ნამჯუნი ძლივს წარმოთქვამს.

"ყველაფერს?"

ჯინი სწრაფად უყურებს მას.

თვალებში.

ღრმად.

"ჰო." ჩურჩულებს.

ნამჯუნი ტუჩებს ილოკავს, რაც ჯინს აიძულებს მის ტუჩებზე კონცენტრირდეს.

"ყველაფერს."

სიჩუმე.

სიჩუმე.

STARSWhere stories live. Discover now