11./ღამე მეექვსე

444 97 4
                                    

10:51

ჯინი თავის საწოლზე ზის.

თავი ხელებში აქვს ჩარგული.

ცდილობამს მოიფიქროს, როგორ გააღწიოს ამ წყეული სახლიდან და საავადმყოფოსი წავიდეს.

გასულ საღამოს სცადა კიდეც, მაგრამ დედამისმა არ გაუშვა.

პირდაპირ ჩაკეტა მთავარი კარი და გასაღები დამალა.

რადგან ნამჯუნის მშობლების დაჟინებული მოთხოვნით, მათი შვილის ნახვა აეკრძალა.

უსამართლობაა.

ჯინი ხვნეშის.

ნამჯუნს ვჭირდები.

ამბობს.

ვჭირდები, სწორედ ახლა.

საწოლიდან დგება.

წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს.

მხოლოდ მის მეგობარზე ფიქრობს.

რომელიც ალბათ მოწყენილია.

ძალიან მოწყენილი.

ჯინს გული ტკივა.

სასწრაფოდ აღებს კარადას.

სწრაფად იხდის მაისურს, სადღაც იქვე აქდებს.

შავ ზედაც არჩევს და იცვამს.

ხელები უკანკალებს.

ყველაფერს ძალიან სწრაფად აკეთებს. წარმოდგენა არ აქვს რა ხდება.

ალბათ გიჟია.

ალბათ შეცდომას უშვებს.

მაგრამ,

თუ ასეა, ეს ყველაზე ლამაზი და სწორი შეცდომა იქნება ცხოვრებაში.

ფიქრობს და ეღიმება.

თმას ისწორებს.

"შენ ეს შეგიძლია, ჯინ."

ამხნევებს საკუთარ თავს და ღრმად სუნთქავს.

მობილურს იღებს და ოთახს ტოვებს.

"დედა!"

ყვირის და გრძელ მისაღებში გადის.

"სამზარეულოში ვარ!"

პასუხობა დედამისი.

STARSWhere stories live. Discover now