29./ ღამე მეათე 05:21

367 73 33
                                    


" ამ ღამით ძალიან გამაბედნიერე."

იღიმის ჯინი და მის ხელს იჭერს.

„მართლა?"

„ჰო."

ნამჯუნი მათ ახლართულ თითებს უყურებს და თავ მეტად ბედნიერად გრძნობს.

ძალიან ბედნიერია მის მეგობართან ერთად.

უყვარს მისი ყურება, როცა ბამბის ნაყინს ჭამს.

უყვარს, როცა ჯინი ცდილობს მას გაადაუღოს.

და მოსწონს, როცა ერთმანეთს კოცნიან.

ჯინის სითბმო ნამჯუნს ამშვიდებს.

და ეს ღამე არაჩვეულებივია.

ვარსკვლავები კიდევ უფრო ახლოს არიან ნამჯუნთან.

ცა მეტად მუქია.

და ნამჯუნი...

მეტად ანათებს.

ამ ღამით რაღაც განსხვავებული ხდება.

ნამჯუნი ღრმად სუნთქავს

„დღეს ვარსკვლავები ძალიან ლამაზები არიან..."

ჩურჩულებს. ის და ჯინი სეირნობენ, ძალიან ნელა.

„ეს იმიტომ, რომ შენ ხარ ბედნიერი."

ნამჯუნი წითლდება.

ჯინის ასეთი ქცევა მას მუდამ ამ დღეში აგდებს.

ჯინი ყოველთბის ანთავისუფლებს მის სულს.

ყოველთვის ცოცხლად აგრძნობინებს თავს.

„შენი მოტანილი წიგნის წაკითხვა ვერ მოვახერხე."

ამბობ ნამჯუნი ნერვიულად და უფროსს ხელს უჭერს.

ჯინი იცინის.

„არაფერია. შენს დღიურში წერა ყოველთვის შეგიძლია."

„მართალია."

----------------------------------------------------

„ჩშშ... მამას სძინავს."

ამბობს ჯინი და მის უკან კარს ხურავს.

ნამჯუნი ნელა უქნევს თანს და საწოლზე ძვრება.

STARSWhere stories live. Discover now