ნისლიანი დილა იყო. მზე ჯერ კიდევ ღრუბლებს ეფარებოდა და ნიუ იორკის ქუჩები, ქარს მიჰქონდა. ყველა სახლში იყო და ცხელ კაკაოს სვამდა, თუმცა იყო ერთი პატარა ქოხი, სადაც ერთი ღარიბი ოჯახი ცხოვრობდა. ქოხი იმდენად პატარა და მოუხერხეველი იყო, თანაც ისეთი ძველი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებიდა ჩამონგრეულიყო. ასეთ ამინდში,კი ალბათ ყუთში ცხოვრება უფრო უსაფრთხო იქნებოდა, ვიდრე იმ ქოხში. ოჯახში სამი ადამიანი ცხოვრობდა.
დევიდ სტოუნი, ჯეინ სტოუნი და მათი ქალიშვილი, სარა სტოუნი. ისინი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ენი, მკერავი იყო და ოჯახს თავისი სამუშაოთი არჩენდა. დევიდი, კი მისი ცოლის შრომას კაზინოებში ფლანგავდა. მისი ასეთი ჩვევის გამო, ოჯახმა სახლი დაკარგა და ახლა აი იმ ქოხში ცხოვრობენ.
სწორედ ამ ნისლიან დილას, სტოუნების ქოხში, რაღაც მოხდა. დევიდმა, ძალიან დიდი თანხა ისესხა ისეთი ხალხისგან, ვისთანაც საქმის დაჭერა, ეშმაკისთვის სულის მიყიდვის ტოლფასია. დევიდმა რაღაც დროში ვერ მოახერხა ვალის გასტუმრება. სწორედ ამიტომ, ამ სუსხიან დილას, ეს ხალხი, ვალის დაბრუნების მოლოდინში, მივიდა სტოუნებთან.
კარზე შემზარავი ბრახუნი გაისმა. ასეთ ხმას, სახურავიდან რამდენიმე ფიცის ჩამოვარდნაც კი მოჰყვა. დევიდმა, სარა და ენი გააფრთხილა, კარი არ გაეღო, თუმცა მალე ბრახუნი უფრო იმატებდა და იმატებდა... ბოლოს კი კარი შეანგრიეს.
_დევიდ, ჩვენი ფული მოგვეცი და ჩვენი ლამაზი სახეების დანახვა აღარ მოგიწევს!
_მაგრამ... არ მაქვს ჯერ. -კანკალით უპასუხა დევიდმა.
_არ მაინტერესებს! ფული მომეცი!
_არ მაქვს!
და... მერე ალბათ თქვენითაც მიხვდებით რა მოხდა. იქაურობა, ტყვიების ზუზუნმა აიტანა. იქაურმა ხალხმა, წამით სიცოცხლე შეწყვიტა,ხოლო სტოუნების ოჯახმა... სამუდამოდ...
YOU ARE READING
Morning Flower
Adventureამბავი ეხება პატარა ბავშვს, სარას, რომელიც ცხოვრობს ამერიკის ქუჩებში. არ ყავს მშობლები, მეგობრები, ნათესავები, სახლი. არის ღარიბი და ხანდახან კვირეების განმავლობაში არ აქვს საჭმელი. დანარჩენს უშუალოდ ტექსტში იხილავთ😁