იმ დღეს საშინლად წვიმდა, წვეთები, მიწაზე ხმაურით ეცემოდნენ და თითქოს ნაზი წვიმა, ახლა მშიერი დემონივით ხმამაღლა და ძლიერად ეხეთქებოდა სახლის მაღალ და განიერ სახურავებს.
_სარა, როგორ ხარ ჩემო კარგო?
-ჰკითხა მისის სტილმანმა მოსიყვარულე და ოდნავ შეშფოთებული ხმით სარას.
_დიახ,კარგად ვარ. -უპასუხა სარამ ძალიან შემაშინებელი სიმშვიდით.
_ძვირფასო, დღეიდან, ჩემთან იცხოვრებ! სულ ერთად ვიქნებით როგორც დედა და შვილი. -მისის სტილმანი ისე საუბრობდა, თითქოს მთელი ცხოვრება გეგმავდა ამ ყველაფერს.
სარა ხმას არ იღებდა. მისის სტილმანი წამით შეჩერდა და კვლავ განაგრძო:
_იცი, სარა, ვინაიდან შენი ,,დედა" გავხდი, უკეთესი იქნება, თუ გვარად სტილმანი გახდები.
რაც შეეხება სახელს...
_არ მინდა!
-მტკიცედ განაცხადა სარამ.
მინდა აღვნიშნო, რომ მისის ლაურა სტილმანი, კარგი ადამიანი იყო, თუმცა მასაც, ისევე როგორც სხვა გასათხოვარ მოხუცებს (მკაცრად რომ ვთქვათ) ჰქონდა თავისი კაპრიზები.
_არა, ძვირფასო, ალბათ არ გინდა იმ დროის გახსენება. არც მე მინდა, რომ წარსულმა გონება დაგიბინდოს, ასე, რომ mon cher tu es Eva Stillman!
(ძვირფასო, შენ ხარ ევა სტილმანი! ფრანგ.)
დღესვე წავალ შენი საბუთებისათვის.
-სარას, თითქოს შეწინააღმდეგება უნდოდა, თუმცა ამას არც აზრი ექნებოდა და თან შედეგიც არც თუ ისე სახარბიელო მოჰყვებოდა.
ამიტომ, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ სარა,იმ დღეს, მის მშობლებთან ერთად მოკვდა, ხოლო ევა, მის ახალ ცხოვრებასთან ერთად დაიბადა.Question:
რომელი სახელი ჯობს...
სარა vs ევა
🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔🤔
YOU ARE READING
Morning Flower
Adventureამბავი ეხება პატარა ბავშვს, სარას, რომელიც ცხოვრობს ამერიკის ქუჩებში. არ ყავს მშობლები, მეგობრები, ნათესავები, სახლი. არის ღარიბი და ხანდახან კვირეების განმავლობაში არ აქვს საჭმელი. დანარჩენს უშუალოდ ტექსტში იხილავთ😁