VI

50 7 2
                                    

4 წლის შემდეგ
ერთი ცივი და თოვლიანი დღე იყო. ხეები  თოვლს ვეღარ უძლებდნენ და უკიდურესად, ძირს იხრებოდნენ. მისის სტილმენის სახლის სახურავზე, დრო და დრო დიდი, თოვლის გროვები ეცემოდა და საშინელ ხმას გამოსცემნენ.
თითოეულ ასეთ ხმაზე, ევას ის საშინელი დღე ახსენდებოდა. მოგეხსენებათ, სხვენში ეს ხმა უკეთ ისმოდა.
ევა თავის პატარა დანგრეულ საწოლზე მუცლით იწვა, თვალები ეხუჭა, სახე, მის პატარა დათუნიაზე ედო და ცრემლები სდიოდა.
_ევა! -ევამ სწრაფად მოიშორა თვალებიდან ცრემლები.
_მოვდივარ, დედა.
_ძვირფასო, სახურავი, სულ თოვლით გაივსო. იქნებ, ახვიდე და თოვლი გადმოხვეტო.
_ კი მაგრამ, ჩვენი მეზობელი, მისტერ ანდერსონი, ამას ჩემზე უკეთ გააკეთებს. ეს ხომ მისი პროფესიაა?!
_არა, საყვარელო! ის ამას მხოლოდ ზამთარში აკეთებს თანაც ხუთ დოლარად. თუ გინდა, რომ ჯიბის ფული მოგაკლდეს...
_ჩემი ჯიბის ფული, თვეში ერთი დოლარია.
_ჭკვიანი გოგო ხარ... მალე აირბინე და თოვლი გადმოხვეტე! მე ჯეინთან, ნორასთან და ლილისთან კარტი უნდა ვითამაშო.
კარგად!
- ევამ ძლიერად ამოისუნთქა და თავისთვის წაიბურტყუნა:
,,_ევა, დამშვიდდი, უარესიც შეიძლებოდა... ამ ქალის მადლიერი უნდა იყო, მან შეგიფარა!"

***
_ევა! -გაისმა ვიღაცის განწირული კივილი.
_რამე მოხდა, დეიდა ჯეინ?
_მალე მოდი!
-ევა სწრაფად დაეშვა სახურავიდან და ჯეინთან მივიდა.
_გულის შეტევა ჰქონდა... ექიმები რომ მოვიდნენ უკვე გვიან იყო...
_გაიმეორეთ!
-ევას თვალები გადმოეკარკლა. გაოგნებული მისჩერებოდა ჯეინს. ვერც იჯერებდა და არც უნდოდა.
მისის სტილმანი ისედაც უკვე მოხუცი იყო, თუმცა ევა, ახლა უდედოდ დარჩა...

Morning FlowerWhere stories live. Discover now