VII

79 6 3
                                    

მისის სტილმანის სიკვდილის შემდეგ, დაახლოებით სამოცი დღე გავიდა.
ევა, ბავშვთა სახლში წაიყვანეს და ახლა იქ ცხოვრობდა, რადგან მისის სტილმანის ძმის შვილს, რომელსაც სხვათა შორის, მთილანი ქონება ერგო, არ სურდა ევას აღზრდა და მაშინვე ბავშვთა სახლში გაამწესა.

_გამარჯობა, მე ევა მქვია.
_ანაბელი.
_ მიხარია შენი გაცნობა.
_ მეც! ერთადერთი ადამიანი ხარ აქ, ვინც გამიღიმა.
_მეც იგივეს ვიტყოდი.-გოგონებმა გაიცინეს და შემდეგ ისევ საუბარი განაგრძეს.
_ბავშვთა სახლში რას აკეთებთ ხოლმე?-იკითხა ევამ.
_სკოლაში დავდივართ როგორც ყველა, მერე ისევ აქ მოვდივართ, ვმეცადიბეობთ და ვმუშაობთ.
_მუშაობაში რას გულისხმობ?
_არ იცი?
_არა... რა უნდა ვიცოდე?
_როგორც წესი, აქ ჩაბარებამდე ყველას მეურვეს ეუბნებიან, რომ ჩვენ, ჩვენზე პატარების მოვლა მოგვიწევს თუ გაგვიმართლა.
_და... თუ არა?
_მაშინ გარეთმოგვიწევს ყუთზე გაწოლა და მათხოვრობა.
_ როგორ თუ მათხოვრობა?
_ასეა!  სამწუხაროდ...
_როგორ გავიგებ მე რა უნდა ვაკეთო?
_ დღეს რაღაც ყუთიდან ამოგვაღებინებენ ქაღალდს რაც ზედ ეწერება, იმის კეთება მოგიწევს.

***
_რიგ-რიგობით ამოიღეთ ყველამ!
-განაცხადა, მსუქანმა, წარბებშეკრულმა, წითურმა ქალმა, რომელსაც ტუჩსაცხი რამის თვალებამდე ესვა.
_მე ჭურჭლის გარეცხვა შემხვდა!-სიხარულით აღნიშნა ანაბელმა.
_მერე რა გიხარია?-ირონიულად ჰკითხა მის მერედითმა და თვალებამდე შეღებილი ტუჩები მოკუმა.
_ მთელი საცხოვრებლის ჭურჭლის დარეცხვა მოგიწევს. ამ ბავშვთა სახლში, კი 780 ბავშვი და 12 აღმზრდელია. ყველას ჭურჭლის გარეცხვა მოგიწევს, თანაც ყოველ დღე.
-საუბრისას, თვალები ეშმაკურად უელავდა.
_უი სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ გათბობა არ მუშაობს. მის ანაბელ, თქვენ ყინულივით ცივ წყალში მოგიწევთ რეცხვა.
-გადაიხარხარა საშინელ ხმაზე მის მერედითმა.

_შემდეგი!-დაიღრიალა მან. შემდეგი, ევა იყო. მივიდა, ღრმად ჩაისუნთქა და ქაღალდი ამოიღო.
ამოიღო და წამით შეშფოთებული დააშტერდა.
_რა შეგხვდა?
_რა?
_რა შეგხვდა მეთქი!
_ პატარებს უნდა მოვუარო.
-თქვა და ქაღალდი გაუწოდა. მის მერედითმა წაიკითხა და უკმაყოფილო ხმით უთხრა:
_არაუშავს, ეგეც ცუდია. 140ჩვილს უნდა მოუარო!
_140ს?
_ნუ ღელავ მარტო არა. ორნი იქნებით.-ისევ გადაიკისკისა ქალმა.
_შემდეგი!
_შემდეგი, კოჭლი,საცოდავი ბიჭუნა იყო. დაახლოებით ექვსი წლის თუ იქნებოდა.
_რა შეგხვდა?
_მე... მე... მა...მათხოვარი უნდა ვიყო.
_აი ეს მესმის!
-თვალები აენთო მის მერედითს.
_ეს კი მართლაც სახალისოა!
თან რომელი თვეა? თებერვალი! ოო ნამდვილად კარგია.
_რა?
_ჩემო კარგო, შენ, აი ამ თოვლიან ამინდში, უნდა ჩაიცვა უკიდურესად დაგლეჯილი ტანსაცმელი და იმათხოვრო.
-ვერ იკავებდა სიცილს მის მერედითი.
_კი მაგრამ, ახლა ძალიან ცივა და შეიძლება გაიყინოს!
-გამოესარჩლა ევა.
_შენ ასე რატომ ღელავ?
_იმიტომ, რომ სატანებივით იქცევით!
_თუ ასეა, შენ იყავი ამ ბუნების შეცდომის მფარველი ანგელოზი და შენ იმათხოვრე მის ნაცვლად.
-მიუთითა ქალმა პატარა, საცოდავ ბიჭზე და ევა, თავის ოთახში შეკეტა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Oct 14, 2018 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Morning FlowerWhere stories live. Discover now