ენი და დევიდი, იმ პატარა ქოხში დაიხოცნენ. საშინელება იყო... ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებოდათ, თითქოს ქარს, მათი სულები მიჰყავდა.
ყველაზე საშინელება, მკვდარი ენის ყურება იქნებიდა... როგორ ჰყავდა ჩახუტებული მისი შვილი, როგორ ცდილობდა მის დაფარვას და გადარჩენას... მის სახეზე,მოსიყვარულე და მტკიცე ხასიათი იკითხებოდა.
რამდენიმე საათით,პატარა სარა, დედის ცხედარს მიხუტებული იჯდა და თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთხელაც არ გაუხელია, თვალები, შეიძლება ფიქრობდა რომ თუ თვალდახუჭული იჯდებოდა, ვერ დაინახავდა იმ, იმ... საშინელ სურათს. ან შესაძლოა, ეშინოდა ახალი ცხოვრებისა, რომელიც ახლა ენის გარეშე უნდა განევლო... ვინ იცის?!...***
_^^^ - გაისმა, ქოხის პაწაწინა კარზე. თავიდან, გეგონებოდათ, ქარი ანგრევს კარსო, თუმცა ბრახუნს სიტყვებიც მოჰყვა:
_ენ! დევიდ! სარა!- მონაცვლეიბით იძახდა ვიღაც მათ სახელებს, თუმცა არავინ პასუხობდა. ეს რამდენჯერმე განმეორდა, საბოლოოდ, კი ისედაც უკვე ჟანგიანი და ჩამოშლილი საკეტი ჩამოშალეს და ქოხში შევიდნენ.
ერთ_ერთ მოხუც ქალს, კარების გაღებისთანავე, საშინელი ხმა აღმოხდა. თითქოს, იქ გაბატონებულ ქარებს მათ ენაზე საყვედურობდა.
_სარა, შვილო, კარგად ხარ?
ჰკითხა ქალმა, როდესაც გააანალიზა რომ მისი ხმით სარა საშინლად შეაშინა.
_ არა, წადით!
უპასუხა სარამ ,,საუკუნის" შემდეგ.
_სარა, ძვირფასო, უნდა წავიდეთ...
_მისის სტილმან, წადით!-ასეთი დიალოგი, კიდევ დიდხანს გაგრძელდა,შემდეგ კი ძალით მოუხდათ სარას იქაურობიდან გაცლა. სარა არ ჩერდებოდა, ხელ-ფეხს იქნევდა და ტიროდა.
_დედა! მამა! -ყვიროდა სასოწარკვეთილი ბავშვი სასოწარკვეთილ ხმაზე.
_დედა, დედა, გთხოვთ! დედა...
მისი ხმა...მისი ხმა ქვასაც კი აატირებდა... ყველაზე ასაკოვან, მყარ, ქვასაც კი...
YOU ARE READING
Morning Flower
Adventureამბავი ეხება პატარა ბავშვს, სარას, რომელიც ცხოვრობს ამერიკის ქუჩებში. არ ყავს მშობლები, მეგობრები, ნათესავები, სახლი. არის ღარიბი და ხანდახან კვირეების განმავლობაში არ აქვს საჭმელი. დანარჩენს უშუალოდ ტექსტში იხილავთ😁