მეორე დღე

318 36 250
                                    

ის ვინც უკან დაჭრილი დაბრუნდა იყო შიუმინი, მას მარჯვენა ხელზე მიყენებული ჰქონდა სერიოზული ჭრილობა.

- მინსეოკ, რა გჭირს? - ჩენი მივარდა მასთან და მისი ხელის თვალიერება დაიწყო - დახმარებას დაუძახეთ!

- აქ არავინ დაგეხმარება - თქვა სუჰომ და ოთახი დატოვა.

ყველა გავიდა შეჯიბრის ოთახიდან, კრისი ერთადერთი იყო ვინც მინსეოკთან და ჩენთან დარჩა.

- წავალ დაცვას დავუძახებ - კრისი სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან და დაახლოებით ხუთ წუთში დაცვასთან და მედდასთან ერთად დაბრუნდა უკან.

- წადით ოთახებში, ამას თავად მივხედავთ - თქვა დაცვის თანამშრომელმა.

ბიჭები "ოთახებში" განაწილდნენ, მინსეოკი კი ლაბორატორიაში წაიყვანეს.

პოვ მინსეოკი

- სად მიმათრევთ?! - წინააღმდეგობის გაწევას ვცდილობდი, მაგრამ ყოველი მკვეთრი მოძრაობა გონების დაკარგვამდე  მტკენდა ხელს.

ლაბორატორიაში შეთრევისას, კართან შევამჩნიე ის ზანგი კახპა.
ველერი უკან გამოგვყვა და ჩემს პირდაპირ დადგა.

- ის აღარ გვჭირდება, მიხედეთ მას - უთხრა დაცვას და საბუთებში "ჩაძვრა".

- გასაგებია - გავიგე დაცვის ხმა და კარამდე თრევით გამიყვანეს.

- გამიშვით, სად მიმათრევთ ნაძირლებო?! - ჩემს ყვირილს ყველა აიგნორებდა.

კისრის არეში ჩხვლეტა ვიგრძენი და სიზმრების სამყაროში ჩავიძირე.

პოვ ჩანიოლი

"მანიაკების საბჭოს" სხდომაზე ვიჯექი და ვცდილობდი ყურადღება გამემახვილებინა ახალი ტერორისტული აქტის გეგმაზე, მაგრამ ფიქრებით გაურკვეველ სამყაროში დავფრინავდი.

- აიშშ... უბრალოდ მოკეტეთ! - ვიყვირე და საბუთები იატაკზე დავყარე - ყელში ამომივიდა - დარბაზი დავტოვე, ცოტახანში კი შენობაც და ჩემი პირადი თვითმფრინავით "სახლში" წავედი.

Suicide Squad [დასრულებული]Where stories live. Discover now