Happy End

253 35 54
                                    

ბიჭები კარგად მოეწყვნენ ჩანიოლის უზარმაზარ სახლში რომელიც ამერიკის ერთ ლამაზ სოფელში იდგა, იმის შემდეგ რაც მთავრობამ დიდი გადატრიალების შესახებ გაიგო ყველა მონაწილე დაღუპულად, ომი კი ფრედ გამოაცხადა და სამხრეთ კორეა ისევ განაგრძობდა ახალი ომისთვის მზადებას, მაგრამ ბიჭებს ეს არ ანაღვლებდათ ისინი ჩანიოლის დახმარებით ცხოვრებას თავიდან იწყებდნენ ახლა მათ მეორე ნახევრები ყავდათ და მათთან ყოფნის სიამოვნებას არაფერში გაცვლიდნენ.

ერთი კვირის შემდეგ
20:00 საათი
ჩანბექი

ჩანიოლი და ბექჰიონი უზარმაზარ საწოლში იყვნენ წამოწოლილები და ერთმანეთით ნებივრობდნენ ერთმანეთის სხეულებს ეფერებოდნენ და შიგადაშიგ ნაზ კოცნებს აპარებდნენ, ჩანიოლი რადიკალურად შეიცვალა, ის მიხვდა რომ ამ ქვეყანაზედ მხოლოდ ერთი სიყვარული ჰყავდა რომელსაც ვერავინ შეუცვლია.

- მიყვარხარ ბექჰიონ... - ცხვირზე აკოცა ლოყებ აწითლებულს - გიჟივით...

- მოდი დავქორწინდეთ! - მხიარულად შესძახა და ჩანიოლს ზემოდან მოექცა.

- გიყვარვარ? - ჯოკერმა სახე დაასერიოზულა.

- კი, უზომოდ მიყვარხარ! - დაიხარა და ნაზად აკოცა ჩანიოლის ტუჩებს - მაგრამ მაგ ტატუებით, მწვანე თმებით და ვერცხლის კბილებით ბავშვს შეაშინებ!

- კარგი პატარავ შენს და მის გამო შევიცვლები - ბექჰიონს წელზე ხელები ჩასჭიდა - დავქორწინტეთ - ყურებამდე გაიღიმა და ბექჰიონის შიშველი სხეული ჩაიხუტა.

ამ წამს ჩანიოლი უზომოდ ბედნიერი იყო, ის მზად იყო მართლად ამოეტრიალებინა მთელი მისი ცხოვრება, მაგრამ ბექჰიონმა უკვე დაასწრო და ეს მის მაგივრად გააკეთა...

ქაისუ

ჯონგინი და კიონგსუ პლედებში გახვეულები, სახლის სახურავზე ისხდნენ და ვარსკვლავებზე საუბრობდნენ.

- აი ის შენ ხარ! - ჯონგინმა მის მკერდზე მიყრდნობილ დიოს ყველაზე დიდი ვარსკვლავისკენ ანიშნა.

Suicide Squad [დასრულებული]Место, где живут истории. Откройте их для себя