მესამე დღე

334 42 117
                                    

პოვ მინსეოკი

თვალები რომ გავახილე ირგვლივ სიბნელის გარდა არაფერი იყო. ჭრილობები, გაკერილი და გადახვეული მქონდა, დაახლოებით ნახევარი საათი სიბნელეში გავატარე მანამ, სანამ კარი არ გაიღო.
კარში ნაცნობი სილუეტი გამოჩნდა.

ეს იყო პარკ ჩანიოლი, ყველასათვის ცნობილი როგორც ჯოკერი.

- კარგად ხარ? - იკითხა მან და საწოლის თავთან დადგა.

- კი მადლობა. ამმ... შენ გადამარჩინე? - ვუთხარი ღიმილით.
- კი. სამწუხაროდ... - თვალები აატრიალა.

- დაიცადე, რას ნიშნავს სამწუხაროდ?

- იმას რომ მე ქუინის გადარჩენა მინდოდა და არა ყინულის დედოფლის - ოთახი დატოვა.

- დეგენერატი - ჩუმად გავილანძღე.

- მეეესმიის! - შემომყვირა კარის მეორე მხრიდან ჩანიოლმა.

პოვ ავტორი

ჩენმა ყელში ჩამაგრებულ ჩიპს ხელი სტაცა და მოიგლიჯა, რის შემდეგაც მიკრო ბომბი დაცვას ააკრო და გისოსებს გაერიდა.

დაცვა და გისოსების ნახევარი მტვრად იქცა აფეთქების გამო. ჯონგდემ მთელი ძალა მოიკრიბა და გასასვლელისკენ გაიქცა, თავისი ელვის ძალით კამერები და დაბლოკილი კარი გადაწვა და გასასვლელის ძებნა დაიწყო.

უცბად გარშემო შეიარაღებული დაცვის უზარმაზარი ჯაჭვი გამოჩნდა, მაგრამ ჩენი არც ამან შეაშინა "მაპატიეთ" ჩაიჩურჩულა და 50კაცი ხელის ერთი მოსმით გათიშა.

უამრავი კარის გატეხვა მოუწია, უამრავი ადამიანის მოკვლა მოუწია, მაგრამ ის არა და არ ჩერდებოდა. თითქოს მასში რაღაც უცნობმა ძალამ გაიღვიძა, მისი გონება მხოლოდ ერთს ამბობდა "გააღწიე აქიდან და იპოვე მინსეოკი"

ჯონგდე დარწმუნებული იყო რომ მინსეოკს შენობაში არ გააჩერებდნენ, ამიტომ უმნიშვნელო ჩალურჯებებით და ნაკაწრებით გააღწია შენობიდან. ჩენი ცხოვრებაში პირველად იყო იმის მადლობელი, რომ ელვის ძალა გააჩნდა. დიდიხნის დამღლელი სირბილის შემდეგ მიადგა დანგრეულ შენობას რომელიც პირდაპირ გადაჰყურებდა ქალაქს და მასში შევიდა.

Suicide Squad [დასრულებული]Where stories live. Discover now