დიდი გადატრიალება

201 23 40
                                    

ამ თავს სასტიკად უხდება ეს სიმღერა!!! ☝☝☝

- წინ დიდი გადატრიალება გველის... - თქვა ველერმა და თავის მარჯვენახელს მინისტრთა სხდომის გადატანა აუწყა.

- ქალბატონო, ჩრდილოეთ კორეის პრეზიდენტი კიმ ჩენინია ხაზზე - გენერალმა მობილური ველერს მიაწოდა.

- გისმენთ ბატონო ბრეზიდენტო.

- ჩემი ჯარი უკვე მზადყოფნაშია, ჩვენ უკვე თქვენს საზღვრებს ვადგავართ, ამიტომ ომს დაწყებულად ვაცხადებ! - მკაცრად განაცხადა და ზარი გათიშა.

- ჯანდაბა, ალქაჯი და ჯარი... იზრუნეთ იმაზე რომ სანამ ჯარი ამ ტყემდე ამოაღწევს, ქალაქში გადატრიალება არ მოხდეს!

- მაგრამ ეს შეუძლებელია! - აღშფოთდა გენერალი.

- ამიტომ შეუძლებელი უნდა შეძლო, თუ არ გინდა რომ შენ მათი პირველი მსხვერპლი გახდე! - გველურად გაიღიმა და მინდორზე ძალით დაჩოქილ ბიჭებს მიუახლოვდა - გაანთავისუფლეთ ისინი და შესაფერისი იარაღით აღჭურვეთ!

- დიახ ქალბატონო! - დაიყვირეს მცველებმა და ბიჭები ფურგონთან მიიყვანეს - აქ ყველა საჭირო ნივთითა, სასწრაფოდ გაემზადეთ!

- ჯანდაბა, ეს როგორ გამომრჩა?! - წამოიყვირა სუჰომ.

- რა მოხდა? - ჰკითხა გვერდით მდგარმა კრისმა.

- დღეს ომია - ჩაიჩურჩულა და ბიჭს მიუახლოვდა - დღეს ჩემი გამოთვლებით 10 დეკემბერია...

- მომავალი ომის თარიღი... - გაფართოებული თვალებით ჩაიჩურჩულა შიუმინმა.

- დიახ და ეს იმას ნიშნავს რომ ომში გვიშვებენ, ესეიგი...

- ისინი თავიდანვე ომისთვის გვამზადებდნენ?! - ახლა ლუჰანმა აუწია ხმას - ჩრდილოეთ კორეის ჯარი ალბათ უკვე გზაშია, უნდა ვილოცოთ მათ მოსვლამდე რომ არ დაგვბომბონ!

- დარწმუნებული ვარ ისინი მარტოებს არ გაგვიშვენებ! - ახლა სეჰუნი ჩაერთო საუბარში.

Suicide Squad [დასრულებული]Where stories live. Discover now