6 თავი

274 16 4
                                    

იმწამსვე ბელასთან მივვარდი და გამოფხიზლებაა დავიწყე ,როცა მივუახლოვდი თანდათან დამშვიდდა,
თვალები გაახილა და როცა დამინახა
ერთი შეკრთა მერე კიდევ , ვიგრძენი თუ როგორ გაეღიმა... მერე ისევ ლოგინში ჩავაწვინე საბანი დავახურე და დასაძინებლად წავედი. ოთახში შევედი თუ არაა ლოგინზე ზურგით დავეშვი ,უაზროდ დავუწყე ჭერს ყურება დაისევ ფიქრებში ჩავიძირე ...ნუთუ ბელასაც ვუყუვარვარ... ამიტომ მარიდებს თავს,მაგრამ რისი ეშინია,ნუთუ გონია რომ ალექსი რამეს დამიშავებს.არაა ამ საქმეს ასე არ დავტოვებ... ბელას გამოვტეხავ ამაში კი ბიჭები დამეხმარებიან.
●flashback●ის დასასრული
                               * * *
ბელას pov:
დღეს ორშაბათია1 კვირაში ჩემი დაბადების დღეა ეს რათქმაუნდა არავინ არ იცის,ისედაც არ მიყვარს,ჩემი დაბადების დღე, რათქმაუნდა ჩემს სიტუაციაში მყოფს არცერთ ადამიან არ ეყვარებოდა ის დღე როდესაც გაჩნდა და მისი დაბადება ყველას ეწყინა... გავიძე თუ არაა რატომღაც ჩემდა გასაკვირად დღეს კარგ ხასიათზე ვიყავი ,ალბათ იმიტომ რომ ვგრძნობდი ,სუთბოს ისეთი ადამიანებისგან,რომლებსაც ვუყვარდი და მეც იგივე გრძნობით ვპასუხობდი.. ლავდექი და სააბაზანოში შევედი... წყლის წვეთებმა ჩემს სხეულზე ,არეულად და ნაზად დაიწყეს ცურვა,რაც ძალიან მსიამოვნებდა ... თან ფიქრის საშუალებაც მქონდა მაგრამ, დღეს ისეთ მ ხასიათზე ვიყავი we dont talk anymore მომაგონდა იმ წამს და დავიწყე სიმღერა...(ამის თქმა დამავიწყდა ცეკვა და სიმღერა ძალიან მიყვარდა ცეკვა ჩემით ვისწავლე სკოლაში(რათქმაუნდა ქალბატონი ლისა იმისდამიუხედავად ,რომ მდიდრები ვიყავით ჩემთვის 1 თეთრსაც არ გადააგდებდა ტყუილად და ამასთან არც კი იფიქრებდა რომ ცეკვაში ან სიმღერის კლუბში მივეყვანე), სიმღერა კი როცა მარტო ვიყავი სულ ვმღეროდი ,არ ვიცი მგონი ეს ნიჭი დედაჩემისგან გამომყვა...)რაც კარგად გამომდიოდა.ღიღინით გამოვედი სააბაზანოდან ... ჩემი წაბლისფერი თმები გავიშრე და დავივარცხნე,სკოლის ფორმა ჩავიცვი. რატომღაც პირველად ამ ხნის მანძილზე დავაკვირდი თუ რა ლამაზი ხედი იშლებოდა ჩემი ფანჯრიდან... ჩვენი სახლის გვერდით ერთი პატარა სახლი იდგა რომელსაც ცისფერი ფერი დაკრავდა, მას კი ძალიან პატარა ბაღი ჰქონდა სადაც( ჩემი სუსტი წერტილი) ძალიან ლამაზი ,ყვავილები იყო სხვადასხვა ფერის,მეც ამის დანახვაზე ისევ სიმღერა დავიწყე ამჯერად i need you ს ვმღეროდი როდესაც ...ვასრულებდი კარებში შევნიშნე 7 ბიჭის გაოგნებული სახე რომლებიც,ჯერ პირდაღებული მიყურებდნენ,მერე კიდევ ტაშის დაკვრა დაიწყეს,ზოგი ტაშს უკრავდა ზოგიც კიდევ უსტვენდა და
-ბრავო ბელა
-ყოჩაღ ბელა
ასეთი შეძახილრბით მამხნევებდნენ.
ამის დანახვაზე ალბათ ჭარხალივით ავწითლდწბოდი და თავი ჩავხარე,
-კარგით რა ბიჭებო თქვენი ღადავის თავი არ მაქვს-ძვლივს ამოვღერღე...
-რა ჩვენ არ ვღადაობთ...საოცრად მღერი ბელა ჩვენ ეს აქამდე რატომ არ ვიცოდით-თქვა ნამჯუნმა და დანარჩენებმაც თავის ქნევით დაემოწმნენ.
-მმმ ... მადლობა ბიჭებო ...აარ ვიციი...-ძვლივს ამოვილაპარაკე.
-წამოდი ქვემოთ ჩავიდეთ ვჭამოთ და-თქვა ჯინმა ჩაიცინა ბიჭებს თვალი მოავლო და ჩაღიმებით დასძინა-გთხოვ ბელა კიდევ ერთხელ იმღერე რა...
-აუუ ხოო გვიმღერებ ბელაა-კატის საწყალი თვალებით შემომხედა ქუქმა.
-მმმ ... კარგიი გიმღერებთ ... -დავიმორცხვე.
-უჰუ მაგარიაა-ერთდროულად წამოიყვირეს ,ჯიმინმა,შუგამ და ტაემ.
ქვემოთ,ჩავედით ჯერ ვისადილეთ,მერე კიდევ ვუმღერე ,ბევრი ქებაც მივიღე... ყველამ მანქანაში ჩავჯექით და წყეული სკოლისკენ წავედით.
იცი დღეს არ ვიცი რატომ,მილიონჯერ გავიმეორე ალბათ მაგრამ ძალიან მაგარ ხასიათზე , ვიყავი და ამ წყეულმა სკოლამაც კი ვერ შემიცვალა ხასიათი.რატომღაც დღეს ბიჭები ძალიან დიდ ყურადღებას არ მაქცევდნენ,ეს ვერც კი შევამჩნიე იქამდე სანამ,ვიღაცამ მაჯაზს მაგრად მომიჭირა ხელი, კლასში შემათრია სადაც 10მდე ადამიანი იქნებიდა,ვიტყვი არც გამკვირვებია იქ რომ ... ე.წ ჩემი და ძმა და მათი ბანდები დავინახე,პირდაპირ იატაკს ამაკრო ეს ,რათქმაუნდა ალექსი იყო,ამაზე სიცილი ატეხეს ,მეც ბუტბუტით წამოვდექი ,კაბის სწორებით კარებისკენ წავედი მაგრამ,ვინ გაგიშვებდა,ჩემს წინ ალექსი და მისი ძმაკაცი ჩანი იდგა უკან სვლა დავიწყე უკან კი ვიღაცას ავეკარი,ეს ვიღაც კი რათქმაუნდა ნიკი და ჯონგინი იყვნენ,ეს კი საბოლოოდ შიშს გვრიდა ჩემში მაგრამ ... დღეს ჩემი ხასიათის მიხედვით
-რა გინდა ,,ძამიკო" -წინ სვლა დავიწყე და ჩვენ სახეებს შორის მანძილი შევამცირე-მგონი უკვე ზედმეტია ამდენი დამცირების ატანა არაა,თუ რამე გინდა ვთქვა ძამიკო,შენს შესახებ ,მგონი ლისასთან ჩემი ერთი სიტყვა დაა ცუდად გაქვს საქმე ხო იცი...
ამ სიტყვების გაგონებაზე ალექსის გაოგნებული სახე დავინახე რაზეც ჩამეღიმაა...მაგრამ ეს ღიმილი მწარედ შემახმა სახეზე როცა ისევ იატაკის გემო ვიგრძენი და იატაკს ავეკარი,
-როგორ ბედავ შე კა*პა-ეს თქვა თუ არაა შევნიშნე მისი დაჭიმული ,რომელიც თითქოსს გასკდომას აპირებდა.
ამ მომენტში ალისიას სიცილი გავიგონე.
-რას ბოდავს ეს ძმაო-სიცილით იკითხა.
მე კიდევ სიცილი ამიტყდა...ფეხზე ძნელად მაგრამ მაინც წამოვდექი და ისევ მივუახლოვდი ალექსს ... რაც ყველას გაუკვირდა.
-ძამიკო,რატომ არ ეუბნები შენს დაიკოს,მმმ ხოო ვიცი ვიციი... გეშინია შენს დედიკოს არ უთხრას ხო... აუუ ხოო ბიჭებო თქვენც აქ ხართ?!გოგოებიც აქ ყოფილან!-თვალის ცეცება დავიწყე იქით აქეთ-ისე მთელი სკოლის გასაგონად ხო არ ვიყვირო,ეს ხომ სკოლასაც და ამავდროულად ჩემს საყვარელ ოჯახს ეხება!!!მმმ-ვითომ ჩავფიქრდი,მეც მიკვირდა თუ საიდან ამდენი გამბედაობა არ ვიცი-რატომ ხარ ჩუმად ?!აუუ ხოო დუმილი თანხმობის ნიშანია თუ ენა ჩაგივარდა...
-რაზე ლაოარაკობს ეს ალქაჯი ძმაო-გაოგნებული ეკითხებოდა ალისია .
ალექსი კი გაოგნებული,თან კიდევ გაბრაზებული მიყურებდა...
-უცებ ყველაფერი დატრიალდა...ვიგრძენი თუ,როგორ მიმახეთქეს კედელს...მერე კიდევ სახეში ორი დარტყმა ვიგემე...მერე ყელში მწვდა და უკვე სუნთქვა მეკვროდა როცა ვიღაცამ ალექსი მერხზე დაახეთქა(აუ ამ სიტყვაზს შეყვარებული ვარ😂)...მე ისევ და ისევ დღეს უკვე რამდენჯერმე იატაკის გემო გავიღე,იატაკი ძალიან ცივი იყო რამაც ცოტა მომაფხიზლა...თვალები გავახილე და დავინახე ალექსი რომელსაც ,ვიღაც ძალიან მაგრად ურტყავდა ეს ვიღაც კი ქუქი იყო მერე ადამიანების სილუეტები ნელ-ნელა ქრობას იწყობდა და ცოტახანში ყველაფერი გაშავდა და გადავეშვი უსასრულო შავ-ბნელ სამყაროში...
ტაეს pov:
●flashback●
ტაეს pov:
უკვე ძალიან დაღლილი ვიყავი მაგრამ,ბელას საბუთების საქმე მე მომანდეს და გადავწვიტე ბელას საქმის საბუთების,მოგვარება. ყველა საბუთი მზად მქონდა გარდა ბელას IDსა...ბევრი ძებნის შემდეგ ვიპოვე სახე ღიმილმა მოიცვა...როცა ბელას დაბადების დღე ვნახე როდის აპირებდა ნეტა ან აპირებდა საერთოდ ამის თქმას ბელა... ამ ფიქრებში ვიყავი როცა შუგამ,ჯიმინმა და ნამჯუნმა შემოაღეს ოთახის კარი ხმაურით ,მალე უკან ჯინი და ჰობიც მოყვნენ...
-აბა ტაე რა ხდება-თქვა ნამჯუნმა.
-რანაირი სახით უყურებ...რა არის მაგ ეგეთი-თქვა შუგამ და ID ხელიდან გამომგლიჯა.
-რააააააა.... -იღრიალა შუგამ.
-რა ჯანდაბა გაღრიალებს-ერთ დროულად დაუყვირეს,ნამჯუნმა და ჯინმა .
-აი ნახეთ- და აიდი გაუწოდა შუგამ.
-ეეე ამას არც არასდროს გვეტყოდა ბელა ხომ ასეაა -თქვა ჯინმა და ჰობიც დაეთანხმა.
-რა ხდებაა მეც მითხარით-წამოიყვირა ჯიმინმა და მიიპყრო 5 ადამიანის გაბრაზებული სახე.
-1 კვირაში ბელას დაბადების დღეა-ხუთმა ადამიანმა ერთდროულად წამოიყვირა.
-რა გაყვირებთ გავიგე-თქვა და იმწამსვე წამოიყვირა-რააა მართლა ეე მოვემზადოთ დღესვე დავიწყოთ მომზადება,ვერ მოვასწრებთ-სულ მოუთქმელად მიაყარა ჯიმინმა.
-მშვიდად ჯიმინ ამოისუნთქე-სიცილით უთხრა ტაემ და მხარზე ხელი გაკრა.
რაზეც ყველამ სიცილი მორთო.ამ დროს ოთახში ქუქი და ბელა შემოვიდნენ.
-რა ხდება ბიჭებო რაზე იცინით უჩვრნოთ-თქვა ქუქმა დაა ბიჭებისკენ წავიდა უკან ნელი ნაბიჯებით ბელა მოყვებოდა.
ბელას დანახვაზე ჯინმა ID სწრაფად დამალა.
-არაფერიი ჯიმინის სისულელეები ხომ იცით რა ისევ რაღაც სისულელე წამოროშა-თქვა შუგამ და ნაძალადევად გაიღიმა ისეთი სახე ჰქონდა ყველამ ოთახში ვინც იყო ხმამაღლა სიცილი აგვიტყდა და ძირში გორვა დაიწყეს მე და შუგას გარდა ყველა ძირში გორავდა ჩვენ კიდევ ლოგინჯე ვიგორთ. არავინ იცოდა რაზე ვიცინოდით.ყველას ერთმანეთის ,სახეებზე გვეცინებოდა.ბელა კიდევ ისეთი მხიარული იყო ბოლო,ხმაზე კისკისებდა,მისი ბედნიერი სახის დანახვამ მეც გამაბედნიერა ამ დროს უცებ,ქუქის სახისკენ გამექცა მზერა ისე უყურებდა ბელას ,ჯერ მოწყენილი თვალებით,შემდეგ კი ბედნიერების ღიმილმა დაგაურბინა სახეზე,ბელაც ზოგჯერ აპარებდა ქუქისკენ მზერას.
მერე ძვლივს დავმშვიდდით, ვივახშმეთ,ფილმს ვუყურეთ,ბელა კი ისეთი დაღლილი იყო ალბათ მხოლოდ ფილმის დაწყებას უყურა.მერე ქუქმს აიყვანა ზემოთ.
-ბიჭებო რაღაც უნდა გითხრათ-ვთქვიდა დაველოდესანამ ყველა მომაქცევდა ქურადღებას.
-გისმენთ-ყველამ ერთხმად შემონძახა.
-მმმ...ჩემი აზრით,ქუქსაც და ბელასაც ერთმანეთი მოსწონთ,დღეს ამაში საბოლოოდდავრწმუნდი..
ისეთი თვალებით უყურებდნენ ერთმანეთს,რომარ ვიცი...-ვთქვი და ბიჭების რეაქციას დაველოდე.
-მეც ვხვდები მაგას ძმაო და მეც დარწმუნებული ვარ...-თქვა ჯინმა და თან დასძინა-და არცერთ არ უნდა აღიარება ,როგორც ვატყობ.
-მეც მაგას ვფიქრობ ჯინ-თქვა ჯიმინმა.
მესამე პირი:
ამ დროს კიბეებზე ქუქი ჩამოვიდა ნელი ნაბიჯრბით და მდივანში დაესვენა.
-ბიჭებო...რაღაც უნდა მოვიმოქმედო და ამას მარტო ვერ მოვახერხებ...დამეხმარბით...-თქვა ქუქმა და სევდიანი სახე ბიჭებს მიაპყრო.
-რათქმაუნდა დაგეხმარებით ძმაო-თქვეს ბიჭებმა.
ქუქმა მათ ყველაფერი მოუყვა რაც,ბელასგან მოისმინა.ამაზე კიდევ ბიჭებმაც ყველაფერი მოუყვნენ,ბოლოს ტაემ წამოიყვირა
-აბა ძმაო თუ იცი ვისი დაბადების დღე არის 1 კვირაში-თქვა ნამჯუნმა და მხიარული მზერა ქუქს მიპაყრო.
-არ ვიცი აპრილში ხომ ჩვენ არცერთს არ გვაქვს დაბადების დღე... მაშინ ვის...-სიხარულით თვალები გაუბრწყინდა-ბელას დაბადების დღეა ხო.
-ხო ძმაო და ჩვენ რაღაც მოვიფიქრეთ-თქვა შუგამ და დაიწყო ბიჭებზეგეგმის გაცნობა.
ოთახში სიჩუმე დაისადგურებდა,მხოლოდ რამდენიმე წამით ...ხშირად ზოგიერთი ჩუმი შეძახილი გაიჟღერებდა ოთახში
-ხო ეგეც შეიძლება.
-არის.
-ხო მართალი ხარ.
●Flashback●-ის დასასრულუ
* * *
ქუქის pov:
ბელას დიდ ყურადღებას ვერ ვაქცევდით,ჩვენი გეგმის ასრულებას შევუდექით...სკოლაში შევედით თუ არა ყველა ცალკ ცალკე წავედით,კლასებისკენ.
ბელასთან ერთად გვქონდა მე ტაეს,შუაგას და ჯიმინს მათემატიკა,ბელა ყოველთვის ,როგორც კი სკოლაში მივდიოდით კლასისკენ მიდიოდა მაგრამ დღეს არ შემოვიდა კლასში ფაც გაგვიკვირდა,კლასს რომ თვალი მოვავლეთ არც ალექსის და არც ალისიას ბანდა არ იყო კლასში ...
იმწამსვე ბიჭებს ვუთხარი...სახეზე ფერი დაკარგეს და იმწამსვე ბელას ძებნა დავიწყეთ ...მასწავლებელს. არც ვუსმენდით,როგორ გვიყვირიდა უკნა დავბრუნებულიყავით,მე კიდევ ჯიმინს ვუთხარი,რომ ნამჯუნზე,ჯინზედა ჰობიზე დაეძახა.
მალე ბიჭებიც მოვიდნენ და დავიწყეთ ,ბელას ძებნა.უკვე ძალიან ვნერვიულობდი ,მე და ნამჯუნი ცარიელი კლასის შესამოწმებლად მივდიოდით ,როცა ოთახიდან ყვირილის ხმა შემომესმა.
-ეს ალექსის ხმაა მგ...-ნამჯუნის დანარჩენი სიტყვები არ გამიგონია ისე შევვარდი კლასში და რას ვხედავ.ალექს ბელას ყელში ხელს უჭერს ბელა,ვეღარ გავუძელი და რაც ძალა მქონდა ალექსს მოვკიდე ხელი და მერხზე დავახეთქე(ეს სიტყვა მაგრად მევასება 😂😂)ძალას ვერ ვთოკავდი ალბათ მოვკლავდი,ბელას სისხლიანი სახე,რომ არ დამენახა და მისი უსულოდ დაგდებული სხეული რაზეც ყველაფერმა მოძრაობა შეწყვიტა...ბელას მივვარდი და ვეხვეწებოდი გაეღვიძა...
მალე ბიჭები შემოვარდნენ ოთახში და იქ მყოფებს საშინელი დღე დააყარეს ბელას ასეთ სიტუაციაში დანახვაზე.
მესამე პირი :
ქუქიმ ბელა ხელში აიტაცა დაა სწრაფად მანქანისკენ გაიქცა უკან ბიჭებიც გაყვნენ...
-ტაე მიაჭირე მაგ დედააფეთქებულ გაზს ფეხი სწრაფად-ყვირის ბოლო ხმაზე ქუქი და ბელას გაღვიძებას ცდილობდა.
საავადმყოფოში მიიყვანეს თუ არა ბელას პატარა სხეული საკაცეზე დაასვენა ქუქს ხელის გაშვება არ უნდოდა პალატამდე სირბილით მიყვებოდა,როგორც ქუქი ასევე ბიჭებიც... ექიმებმა შიგნით არ შეუშვეს.ვერ გეტყვით ქუქი ან ბიჭები იმ მომენტში რას გრძნობდნენ მაგრამ გარეგნულად,ყველა განადგურებული იყო,ყველას უყვარდა ბელა როგორც და მხოლოდ ერთის გულში ცხოვრობდა ბელა ,როგორც საყვარელი ქალი ეს გული კი ქუქის სხეულში , ფეთქავდა. ყველას თვალებში შიში და სიბრაზე,იკითხებოდა ,არავინ ხმას არ იღებდა,ხანდახან აქა იქ ისმოდა ლაპარაკი,მაგრამ არა ბიჭების,ბიჭები ხმას ვერ იღებდნენ,სუნთქვა შეკრული ელოდებოდნენ ექიმს.
ალბათ 1 საათი იქნებოდა,რაც ბიჭები ხმას არ იღებდნენ , არცერთი სიტყვა არ უთქვამთ ერთმანეთისთვის.სუნთქვა შეკრულები,ზოგი იატაკზე იჯდა ზოგი კიდევ იქვე სკამზე.მალე ექიმი გამოვიდა პალატიდან და 7 წყვილი მრავლის მეტყველი თვალები უყურებდა ექიმს...
*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*-*
Aba rogoria 😁( albat cota uazro tavi iyo)win bevri ram moxdeba 🤞😊

 ოცნება რომელიც ამიხდა! (დასრულებული)Where stories live. Discover now