16 თავი

228 15 7
                                    

ავტორის pov:
-ტაეეეეეე-კივილით მივარდა ჯენი ტაესთან.ხელის ტკივილი სულ აღარ ახსოვდა...ის ხომ მისთვის ძვირფას ადამიანს კარგავდა...
მალე სასწრაფოს და პოლიციელების მანქნები გამაყრუებელი ხმებით მოვარდნენ.
-სწრაფად აქეთ ადამიანია დაჭრილი სწრაფად-ყვირის ჯინი.
მალე ტაესთან ექთანი მივარდა.
-დაჭრილია მუცლის ღრუს არეში, ბევრი სისხლი აქვს დაკარგული, საკაცე მოიტანეთ სწრაფად-იყვირა ქალმა-ხომარ იცით რომელი ჯგუფის სისხლი აქვს?-ეკითხებოდა გაშეშებულ ბიჭებს.
-კ ი კი ვიცი პირველი უარყოფითი აქვს-ხმის კანკალით უთხრა ჰობიმ.
-მერეე ვინმეს გაქვთ ამ ჯგუფის ან მეოთხე უარყოფითი ჯგუფის სისხლი.
-კი მე მაქვს პირველი უარყოფითი -თქვა ბელამ.
-ჩვენც გვაქვს -ჯენიმ და სანდრამ ერთდროულად წამოიყვირეს.
ამდროს საკაცეც მოიტანეს და ტაე დააწვინეს.
-თქვენ დაჭრილი ხართ თქვენი სისხლი თქვენვე გჭირდებათ-ექთანმა უთხრა ჯენის-თქვენ კი გოგოებო საავადმყოფოში შეგამოწმებთ.
-კარგიი-სამივემ ერთდროულად.
მალე ტაე სასწრაფო მანქანაში ჩასვეს ჯენიმ კი წამსვე მის გვერდით დაიკავა ადგილი ექთანა ხელი არც კი წააკარებინა.
მალე ყველა რეანიმაციის კართან იყვნენ.
ძალიან რთულია იმ სიტუაციის აღწერა რა სიტუაციაშიც იყვნენ ბელას ცუდად ყოფნის დროს...აქ ხომ 6 ბიჭი საუკეთესო მეგობარს ძმას კარგავდა...2 გოგო კი მხიარულ ერთგულ მეგობარს...ერთი კი...იმ ერთის მდგომარეობაში ვერავინ შევა... ვერავინ სრულიად...მას სიგიჟემდე უყვარსს...ის ერთი კი მეორე ნახევარს,სულის ნაწილს,ადამიანს რომლისთვისაც ჯერაც კი არ უთქვამს რომ სიგიჟემდე შეუყვარდა... ამ პატარა დროში...უბრალოდ კარგავს... სიტყვებით ახსნა უბრალოდ შეუძლებელია ამის აღწერა ნათელია რომ ყველად 9 ვე ადამიანს გულში ცეცხლი ეკიდა...რომელიც შინაგანად ანადგურებდა ყველას...
მე ავტორს კი ძალიან გამიჭირდება მათი გრძნობების სრულად აღწერა ამიტომ მხოლოდ მათ აფიზიკურ მხარეს დავახასიათებ...შინაგანად კი თქვენთვის მომინდია რადგან არ შემიძლია ავღწერო ამ ადამიანების ასეთი მწვავე ტკივილი...
მოდი დავუბრუნდეთ პალატასთან შეკრებილებს...
ჯენის ხელი იქვე შეუხვიეს ტირილისგან კი თვალები დასივებული ქონდა...არავის იკარებდა უსიცოცხლო სხეულივით იჯდა სკამზე ტუჩები კი უცახცახებდა დასისხლიანებული ტუჩები რომელსაც ხშირად თითქოს მოჭმას უპირებდა...სანდრას კი შუგას მხარზე თავი დაედო შუგას კი სანდრას ხელი ეჭირა და მასაც სანდრას თავზე ედო თავი...სანდრას თვალები დახუჭული ქონდა შუგას კიდევ ჩასისხლიანებული და აცრემლებული თვალები ჯენისკენ მიეპყრო...ჯიმინს ნამჯუნს და ჰობის კი იქვე სკამზე ჩამომჯდარებს ფერი სულ წასვლოდათ სახიდან... ჯიმინი კედელს მისჩერებოდა... ხანდახან ნერვიულად შეიცურებდა თმაში ხელს და ისევ უბრუნდებოდა ჩვეულ მდგომარეობას ისევ კედელს აშტერდებოდა ჩასისხლიანებული თვალებით... აი ჯინის სიტუაცია სრულიად სხვა იყო...ფეხს ნერვიულად ათამაშებდა...კანკალებდა ხანხადან მუშტს კრავდა და ისევ ადუნებდა ხელს... ნამჯუნი კი სრულიად განადგურებული ჩასისხლიანებული თვალებს იქით აქეთ აცეცებდა ჯენისკენ გააპარებდა მზერას წამში სანდრას და შუგასკენ გადაჰქონდა ეს მზერა... მერე კიდევ ადგებოდა გაიარ გამოიარდაა ნერვიულად და ისევ საკუთარ ადგილს უბრუნდებოდა...ქუქის კიდევ ბელა ჰყავდა გულში ჩაკრული...თვალებიდან ცრემლები დასრიალებდა...ბელა კიდევ ქუქის ისე ეკვროდა რომ მისი მოწყვეტა შეუძლებელი გახდებოდა საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო...
ამ საშინელ სიმყუდროვეს ხანდახან ბელას ჩურჩული დაარღვევდა...
-ტაე ჩემს გამო კვდება...ის ჩემსგამო კვდება-ჯერ ჩურჩულით თქვა შემდეგ კი ხმამაღლა ტირილით... ფეხზე წამოდგა
-ბიჭებო... მაპატიეთ...ჯენი მაპატიე გთხოვ ჩემი ბრალიაა... მე რომ არ გამოვჩენილიყავი ქუქ თქვენს ცხოვრებაში უბრალოდ ის ისევ ბედნიერი იქნებოდა არაფერი დაემართებოდა...
-არაფერია აქ შენი ბრალი დამშვიდდი ბელა გთხოვ-უთხრა გაფითრებულმა ჰობიმ და ბელაზე ხელის შეხება დააპირა მაგრამ ამაზე ბელა შეხტა და დაუყვირა...
-არ მომეკარო შენც გავნებბ...ჩემი ბრალია მაპატიეთ-ბოლო სიტყვები იყვირა და ჩანთას ხელი დაავლო...-უნდა წავიდე თქვენც გავნებთ- მის ამ ყვირილზე სანდრამ გაიღვიძა და შეშინებულმა შუგას მიეკრო...
წასვლას აპირებდო როცა
-თვალები მეწვის-წამოიყვირა თვალებიდან ბოლო ცრემლი მოწყდა და მანაც ცრემს მიყვა...უგონოდ ძირში დაცემას აპირებდა როცა იქვე მდგარმა ჰობიმ წამოხტა და დაიჭირა...ბელას უსულო სხეული კი უკვე ჰობის ხელებში იყო...რაზეც ჯენიმ შეკივლა...
-ექიმი სწრაფად გთხოვთ...უშველეთ ჩემს დას...
-ბელა გთხოვ გამოფხიზლდი გთხოვ-ქუქიმ ბელა მის ხელებში მოიქცია და მაგრად ჩაეხუტა.
მალე ბელა პალატაში აღმოჩნდა.ექიმმა გასინჯა და დანანებით თავის ქნევით გამოვიდა გარეთ.
-ექიმო ბელა როგორაა-წამში ექიმის წინ აესვეტა ქუქი.
-თქვენ ვინ ხართ გოგონასი.
-მე მე...შეყვარებული ვარ მისი.
-კარგით ... აქამდე თავბრუსხვევები ან თავისტკივილები ხო არ ქონია ქალბატონ ბელას ან რამე სანერვიულო ხო არ ქონდა-დაინტერესებული თვალები მიაპყრო.
-იცით კი დღეს ჩვენი მეგობარი დაჭრეს და ამიტომ ინერვიულა.
-გასაგებია რატომაცაა ასეთ ცუდ მდგომარეობაში... რთულია მაგრამ უნდა ეცადოთ რომ აღარ ანერვიულოთ ეს დაუშვებელია, კიდევ ერთ ნერვიულობას შეიძლება მძიმე შედეგები,მოყვეს ... შეიძლება კომაშიც კი ჩავარდეს,ერთი და ორი თვით კი არაა შეიძლება ერთი ორი წლითაც კი...ან სამუდამოდ...კომის გარდა საფრთხეებიც არსებობს-ამაზე ექიმმა პატარა ცხვირზე წამოკოსებული სათვალე მოიხსნა და ნერვიულად გაწმინდა ხალათის ყურით.
-რა რა...რას ამბობთ ამას არასდროს არ დავუშვებ... გამორიცხულია...ბელას ეს არ დაემართება...კიდევ რა საფრთხეა?-უკვე ტირილით უთხრა ქუქიმ.
-დამშვიდდით ბატონო ყველაფერი კარგად იქნება...ნერვული სისტემის ძლიერი დაზიანების შემთხვევაში შეიძლება მხედველობაც კი დაკარგოს-მხარზე მეგობრულად დაადო ხელი და წავიდა.ამაზე ქუქიმ ზარდაცემულივით წამოიყვირა.
-ჯანდაბა...რატომ ბელა ჯანდაბა-თავში ხელისრტყმით და თავის ქანებით ტიროდა ქუქი თან ბელას პალატასთან ჩაიკეცა და მწარედ აქვითინდა-ამას სხვებს ვეღარ ვეტყვი ვეღარ დავუმატებ სანერვიულოს ბელა ჩვენ ამას ერთად გადავიტანთ.
თეჰიონის ოპერაცია უკვე 3 საათია უკეთბდნენ ამ დროის მანძილზე... ქუქი კი ბელას არ შორდებოდა გვერდიდან არც არავისთვის უთქვავს ბელას ამბავი.ბელასთან ქუქი იყო მალმალე ბიჭებიც შემოხედავდნენ ხოლმე.მალე ბელამ გაიღვიძა:
ბელას pov:
თვალები ძვლივს გავახილე წამლების სუნმა გამომაფხიზლა. თვალწბს კიდევ ვერ ვახელდი ხელის აწევა დავაპირე როცა ხელზე თბილი და მძიმე ხელი ვიგრძენი ეს ქუქის ხელი იყო სხვა ვისი უნდა ყოფილიყო.ამას ვგრძნობდი.თვალების გახელა ისევ მიჭირდა.
-ქუუქ ...ქუუქ...გაიღვიძე გთხოვ-ამოვილაპარაკე ძვლივს და ქუქის ხელი შევარხიე.
-რა ხდება ბელა კარგად ხარ-შეშინებული ხმით მკითხა.
-ქუქ ოთახში ასე ცუდი სინათლეა თუ ისევ მძინავს თვალები მეწვის და ვერაფერს ვხედავ-ამაზე ტირილი დავიწყე რამაც თვალები უფრო ამატკინა-მიშველე ქუუუქ მგონი დავბრმავდი -ვიყვირე ბოლო ხმაზე.
ქუქის pov:
-მიშველე ქუუქ მგონი დავბრმავდი.
ქუქის pov:
-მიშველე ქუუქ მგონი დავბრმავდი-ამ სიტყვების გაგონებაზე ელდა მეცა და ბელას მივვარდი.
-დამშვიდდი ბელა ექიმი ახლავე მოვა.
წამში პალატიდან გიჟივით გავვარდი და ექიმის დახმარება ვითხოვე რაზეც იქვე დერეფნის ბოლოში მყოფი ჯენი სანდრა და ბიჭები შეშინებული მიყურებდნენ .
ექიმიც და დანარჩენებიც ერთდროულად მოვიდნენ...
-ექიმო ის ის...ვეღარ ხედავს-ამაზე ყველა გაოცებული მიყურებდა მე კიდევ იქვე ჩავიკეცე.სუნთქვა მეკვროდა,მეგონა სამუდამოდ ვკარგავდი...
-ჯანდაბაა უკვე-ჩაილაპარაკა ექიმმა და შიგნით შევარდა.
-ქუქ რა ჯანდაბა ხდება ამიხსნის ვინმე? რას ქვია ვეღარ ხედავს? -კბილებიდან გამოცრა შუგამ და შემანჟღრია.
-ამოღერღე ქუქ რაჯანდაბახდება-ახლა ჯენიმ დაიწყო.
-ჯანფაბაა ქუქ თქვიი-ანერვიულებულმა ჯიმინმა ჩემს გვერდით ჩაიკეცა.
-რას ნიშნავს და ბელა დაბრმავდა ნერვიულობის გამო გესმით ის თეჰიონის მდგომარეობას მის დანაშაულად თვლის... ეს სულ არაფერიაა პირველი საფეხურიაა...მომავალში კი ჯანდაბაა შეიძლება სამუდამოდაც კი ჩავარდეს კომაში-წამოვიყვირე და მუხლებში თავი ჩავრგე.
ავტორის pov:
ქუქის სიტყვებმა ყველა შოკში ჩააგდო ვერავინ ხმას ვერ იღებდა.
-არაა ეს სიმართლე ვერ იქნება ჩემი და კარგადაა ის ისევ დაინახავს ტყუი ტყუიი-აქვითინდა სანდრა და ჯენის ჩაეხუტა რომელიც ხმას ვერ იღებდა.
-ჯანდაბაა მოვკლავ იმ ნა*ოზარ ლისას ყველაფერი მისი ბრალიაა ჯანდაბააა-იღრიალა შუგამ და იქვე მდგარ წყლის აპარატს ფეხი მიკრა.კარებისკენ სირბილით წავიდა გაბრაზებულმა ისიც კი არ იცოდა სად უნდა მოეძებნა ლისა.მას უკან სანდრა აედევნა და პარკის გზაზე დაეწია.
-შუგა ...შუგააა.
-რა გინდა სანდრა-ბოხი და მკაცრი ხმით უთხრა.
-სად აპირებ ლისას მოძებნას.
-არ ვიცი მაგრამ ვიპოვი...იმ ბო*ს არ შევარჩენ არც თეჰიონის და არც ბელას ასეთ მდგომარეობას მწარედ ვაზღვევინებ-ბოლო სიტყვები კბილებიდან ბრაზით გამოცრა მუშტი შეკრა და წასვლას აპირებდა როცა სანდრამ დაიწყო
-რა გგონია იპოვი?მითხარი იცი სად უნდა იპოვოო? არ ვაპირებ შენს არსად გაშვებას გესმის... არ მინდა შენც რამე დაგმართოს იმ არაადამიანმა შენ აქ გვჭირდები გესმის ბელასაც თეჰიონსაც დანარჩენებსაც და მეც გესმის მეც მჭირდებიი... მან რომ რამე დაგიშავოს ჭკუიდან გადავალ...არ ვაპირებ შენს გაშვებას- ცრემლები ხელის უკანა მხარით მოიწმინდა და წამში შუგას სხეულს აეკრო.შუგა ჯერ გაკვირვებული უყურებდა სანდრას ამ ქცევას შემდეგ კი იგივეთი უოასუხა და თავის დიდ მკლავებში სანდრას პატარა სხეული ჩამალა.
-მაპატიე...არსად აღარ მივდივარ...რადგან აქ გჭირდებით... თქვენ მჭირდებით...შენ კი მე მჭირდები...-ამაზე სანდრამ უფრო მაგრად მოუჭირა და თავი შუგას მკერდზე მიაჭდო.
-იცი ამის დრო არაა მაგრამ...რომ არ გითხრა გავგიჟდები-ყურთან ნაზად ჩასჩურჩულა შუგამ მერე მხრებზე ხელები მოკიდა მის სხეულს მოწყვიტა წამში მისი სახე ხელებში მოიქცია მერეე თავი ნაზად მის ზომაზე დახარა ისე რომ მათ სახეებს შორის მანძილი 5 მილიმეტრიღა იყო დარჩენილი...ორივეს გული ძლიერად უცემდათ
-მიყვარხარ სანდრა სიგიჟემდე მიყვარხარ-უთხრა თუ არა შუგამ იმწამსვე მანძილი უფრო შეამცირა მალე მათი ტუჩები შეართა...სანდრაც აყვა კოცნაში. კოცნა ხანმოკლე იყო... შუგამ ისევ გაზარდა მანძილი მათ შორის სანდრამ კი ვეღარ მოითმინა...
-მეც მიყვარხარ-ახლა კი სანდრამ შეაერთა ტუჩები ისევ დააგემოვნა შუგამ მარწყვივით ტკბილი ტუჩები... ეს კოცნა კი არ იყო ხანმოკლე უფრო გრძნობით სავსე იყო... ხალხი ქუჩაში აკვირდებოდნენნ ისინი კი ქუჩაში მშვენიერ სიყვარულით სავსე წყვილს ხედავდნენ.ეს მათ ამ შესანიშნავ წყვილს სჭირდებოდათ აუცილებლად ... ცოტა პარკში ისეირნეს მალე ისევ გაახსენდათ რამდენი წამისწინ ბელას ამბავი რაზეც შუგამ სანდრას დამშვიდება დაიწყო.
-სანდრა მომისმინე-ხელებში მოიქცია ჯენის სახე ისევ მის ზომაზე დაიხარა და სიყვარულით სავსეთვალები მიაპყრო-მესმის რასაც გრძნობ... ბელა კარგად იქნებაა ის ისევ დაინახავს რათქმაუნდაა ... ის ძლიერია და გადაიტანს აუცილებლად გადაიტანს ამას... ძლიერი რომ არ ყოფილიყო იმ დღესვე დაუფიქრებლად უარს ეტყოდა ქუქს ხა არ წამოყვებოდა ჩვენთან... იცი ბელას შრამებზე და ჭრილობებზე ექიმი როცა ლაპარაკობდა შოკში ვიყავი ხმას ვერ ვიღებდი...მიკვირდა ასეთ პატარა გოგოს მტრები რატომ უნდა ყავდეს იმ დღესვე დად მივიღე მე ის იმ დღიდან მისი დაცვის სურვილი მჭამდა და ასეც ვიქცეოდი-ხმა გაუტყდა მაგრამ მაინც აგრძელებდა- მხოლოდ მე როდიი ყველაა...ქუქი კი უბრალოდ ბელამ ისეშეცვალა რომ ბელას ჩვენთან ძალიან ახლო სიახლოვე მას გულს ტკენდა-ცოტა ჩაიცინა- იცი მას სიგიჟემდე უყვარს ის როგორც ბელას ქუქი,სხვა რომც არაფერი ქუქის სამუდამო და ასევე ჩვენი მისდამი გრძნობებით ის გამოკეთდება ,როცა ადამიანი სიახლოვეს გრძნობს სხვებიდან და ხვდება რო სხვებსაც აინტერესებს ის...უკვე მისი შავთეთრი სამყარო ფერადდება უამრავი ფერით ეს ფერები კი ჩვენ ვართ ვისაც უყვარს ბელა...ის კარგად იქნება დამიჯერეე ის არ დაგვტოვებს ძლიერია-ამ სიტყვებით დაასრულა და სანდრას ცრემლები მოწმინდა,გულში ჩაიკრა და თმაზე ფერება დაუწყო.
-ის ძლიერია ის ისევ დაინახავს
თეჰიონიც კარგად იქნება და ისევ ერთად გავერთობით ჩვე-ამოილაპარაკა სანდრამ შუგას კისერში და შუგას მოხვია ხელები.

 ოცნება რომელიც ამიხდა! (დასრულებული)Where stories live. Discover now