გვიანი შემოდგომის ცივი სუსხი ძრწოდა ქალაქის ბნელ ქუჩებში.მოახლოებული ზამთრის სუნთქვით გახუნებული ნოემბერი ცახცახით ეგებებოდა პირველი თოვლის თავხედურ ალერსს და სამუდამოდ ემშვიდობებოდა ალაგ-ალაგ შერჩენილ სიყვითლეებს,რომლებსაც ყოველი წამის განმავლობაში მთელი რუდუნებით აგროვებდა და რომლებიც წუთი-წუთზე შთაინთქმებოდნენ სულისგამყინავ,მარადიულ სითეთრეში...და ეს იყო ენისაღუწერლად მშვენიერი განშორება...განშორება,რომელიც,მიუხედავად თავისი მომხიბლელობისა,არაფერს იქადდა, გარდა ტკივილის და საზარელი სიკვდილისა...
მდუმარებითა და სიბნელით გაჟღენთილი ოთახის მყუდროება შეუმჩნევლად გაეპო ბუხარში მოკიაფე სინათლეებს,ხარბად დაწაფოდა ჰაერში მიმოფანტულ სიცივის ნამცეცებს და თავის ირგვლივ არსებულ ყოველ წერტილს სასიამოვნო სითბოში ძირავდა.
აღმოსავლეთის კედლის მკრთალი სიყვითლე თითქმის მთლიანად შთაენთქა უკუნ სიშავეს, რომლის კონტურებიც ერთმანეთში ჰარმონიულად მონაცვლეობდანენ და ქმნიდნენ სრულყოფილებას, ყველაზე თვალწარმტაც,ყველაზე მისტიკურ სანახაობას,რომლის უბრალოდ თვალის შევლებასაც კი შეიძლება, უდიდესი ტკივილი მოეყენებინა...და მაინც, როგორაა შესაძლებელი, ადამიანის მხოლოდ ჩრდილიც კი ასეთი სევდიანი ჩანდეს?!
გაუნძრევლად იჯდა ბუხრის წინ...კანზე შემაწუხებლად ელამუნებოდა ცეცხლის სიმხურვალე,მთელი სხეული ეწვოდა,(ან იქნებ სული), მაგრამ მაინც ძვარბილში ატანდა სიცივე.თავიდან ბოლომდე აუტანელ კანკალს შეეპყრო,სულ მთლად გადათეთრებოდა ისედაც ფერმკრთალი სახე, შუბლი კი ყინულივით ცივი,მლაშე სითხის წვეთებით დაცვაროდა,რომლებიც სათითაოდ ირეკლავდნენ ბუხარში მოკიაფე სინათლეს და მის სახეს ზეციურ ბრწყინვალებას ანიჭებდნენ. თხემიდან წამოსული გიშრისფერი მდინარეები დაკლაკნილიყვნენ,ერთმანეთში ახლართულიყვნენ და უსიცოცხლოდ დაფენოდნენ ფერმკრთალ სიგლუვეს. ფართე მხრები უსიცოცხლოდ ჩამოეყარა,თითქოს ყველანაირი ენერგია ამოაგლიჯეს ორგანიზმიდანო,თუმცა კი მაინც , მათი უხეში კონტურები სხვა არაფერზე მეტყველებდნენ,თუ არა მფლობელის სიმტკიცესა და სიძლიერეზე. ცალი ხელი უღონოდ მიესვენებინა მუხლზე, თვალს მოგჭრიდათ გრძელი თითების სინატიფისა და სიუხეშის ჰარმონიული შერწყმა.უეჭველად გაიფიქრებდით,რომ სწორედ ესაა ის,რასაც შეიძლება ხელვნების შედევრი ეწოდოს.მეორე ხელით კი ძლიერად ჩაებღუჯა სიძველეშეპარული,ნოემბრის დღეებივით გახუნებულ ფურცელთა ჯგუფი. ისე ძლიერად ჩაბღაუჭებოდა,გეგონებოდათ,საკუთარი სიცოცხლე უჭირავს და ეშინია,მათი გაშვებით თითონაც არ გაქრესო....
მისთვის რომ შეგეხედათ იფიქრბდით,რაიმე ვერაგი სენი შეეყარა,მთლიანად მის მარწუხებში გაეხვია,ბოლომდე დანებდა და არც კი ცდილობს თავის დაღწევასო... არადა მცირედი ცვლილებასაც ვერ აღმოაჩენდით მის ჯანმრთელობაში. იქნებ გეფიქრათ, გაგიჟდა და ჰალუცინაციებით იტანჯებაო. ცხოვრებაში პირველად იყო ამ დღეს მარტო.მისი შემყურე აზრადაც კი არ გაგიელვებდათ ,რომ შეიძლებოდა, დაბადების დღე ჰქონოდა, მაგრამ ეს ნამდვილად რომ ასე იყო. უამრავი მეგობარი ჰყავდა,უამრავი განსხვავებული ტიპის სანაცნობო წრე, შეეძლო,დაუვიწყარი დრო გაეტარებინა მათთან ერთად...მაგრამ ის მაინც სულ მარტო იყო... ცარიელი... დაკარგული... მივიწყებული...
ბიჭს მზერა ერთ წერტილზე მიეყინა...მთელი არსებით ჩაძირულიყო დაკვირვების ობიექტში,მის თვალებში რომ ჩაგეხედათ ჯერ შიში შეგიპყრობდათ,შემდეგ ცნობისმოყვარეობა,ბოლოს კი სიბრალული.ყველაფრისმთქმელი იყო მისი გამოხედვა,ამასთანავე კი- არაფრის.ქუთუთოებით მწუხარების წრე შეეკრა, თაფლისფერი წრეების ირგვლივ სითეთრე წითლად დახეთქვოდა და მლაშე სისველით ავსებოდა. ათასი ფიქრი ,ათასი განცდა ერეოდა გონებაში და გრძნობათა სრულ ქაოსში ახვევდა. მის მზერას თვალს თუ გააყოლებდით, აღმოჩნდებოდით ყველაზე ლამაზ ზღაპარში ,რომელიც ბუხრის ზემოთ,გაყინულ კედელზე ჩამოკიდებული ტილოდან იმზირებოდა,და ნაცვლად სიხარულისა და სიმშვიდისა ,თავის ერთადერთ მაცქერალს ტკივილით ავსებდა...
-"ეს ერთადერთია,რაც შენგან დამრჩა... მაპატიე..." შეუმჩნევლად გააპეს ტუჩთა ნაპრალები ამ სიტყვებმა, ფრთხილად ამოძვრნენ,თან ამოიყოლეს ცრემლთა ნაკადულები,ბაგეთა კუთხეებთან გაერთიანდნენ, ერთი-ორი ჰაერში გაინავარდეს და ბოლოს უკვალოდ ჩაინთქნენ ცივ სიცარიელეში...."-მაპატიე"...-ერთხელ კიდევ გაისმა მოგუდული,სველი ბგერები და ისინიც სამუდამოდ შეერივნენ მდუმარებას.
ნოემბერივით გახუნებული ფურცლებიდან კი მხოლოდ რამდენიმე სატყვას დაეღწია თავი... გრძელი,თლილი მარწუხებიდან გამომძვრალიყვნენ და შეშინებულნი იცქირებოდნენ უსასრულობაში :
''-შენ გამიშვი და აი, მეც მივდივარ...გტოვებ ყველაზე ლამაზი განშორებით... მე გაპატიებ, იქნებ შენც შეძლო..მშვიდობით ჩანიი...
შენი (ან, იქნებ,უკვე აღარ) ბაეკი.''
ESTÁS LEYENDO
Beautifull GoodbyE(დასრულებული)
Fanfic"...ისე დიდი ხანია,გელი,რომ მოკვდა მოლოდინი... რომელიღაც უნდა მომკვდარიყო ჩვენს შორის...მე გადამარჩინა შენმა სიყვარულმა..."