ისტორიაში გამოყენებული ყველა ადგილმდებარეობა და პერსონაჟი გამოგონილია.
ბედნიერება.
ამ სიტყვაზე ოლივია მარტესს არაერთხელ უფიქრია, მაგრამ არა იმიტომ რომ თავს უბედურად გრძნობდა. პირიქით ის იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთათვის ბედნიერება ცხოვრების მთავარი მეგზური იყო.
ერთი შეხედვით უბრალო გოგოს ოქროსფერი თმითა და საფირისფერი თვალის ფერით იდეალურთან მიახლოებული, ბედნიერი ცხოვრება უკვე ოცდაოთხი წელია ჰქონდა.
იღბლიანი იყო. არასდროს განეცადა ვინმეს დაკარგვის ან თუნდაც მატერიალური პრობლემებისგან გამოწვეული სიმძიმე.
ის ერთი მოკაშკაშე ვარსკვლავი იყო, რომელიც მუდამ ოჯახსა და მეგობრებთან გატარებული დღეებით კმაყოფილდებოდა.
იღბლიანი იყო და ამაზე იმ წუთსაც კი ფიქრობდა, როდესაც მორიგი დაუვიწყარი მოგონებების შესაქმნელად მეგობრებთან ერთად იმ თვითმფრინავში ჯდებოდა, რომელიც მის ბედნიერ ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა.
***
-საყვარელო უნდა მოდუნდე. ყველაფერი რიგზეა._მაშინვე გადასჩურჩულა ქერა ლამაზმანმა გვერდით მჯომ აღელვებულ ხორბლისფერ თმიან ბიჭს და აღელვებულ ლუკს ხელი დასამშვიდებლად ძლიერად ჩასჭიდა.
-აქამდე მეგონა გამოტეხვის გარეშე მოვერეოდი ყველაფერს, მაგრამ არ გამომივიდა._ანერვიულებულმა ხვეულ თმიანმა ჩუმად ჩაიბუტბუტა, სავარძელს თავი მიაყრდნო და აღიარების წინ ამოიოხრა.
-სიმაღლის შიში მაქვს.-სწრაფად წარმოთქვა ლუკმა და ოლივს დარცხვენილმა შეხედა.
ბიჭის სახეზე აღბეჭდილმა მღელვარებამ და შიშმა გოგო წამით დაადუმა, შემდეგ კი ხმამაღლა ააკისკისა.
YOU ARE READING
კუნძული (რედაქტირების პროცესში)
Adventureუკიდეგანო ოკეანეში ჩაკარგული დაუსახლებელი კუნძული ოლივია მარტესის ახალ სახლად მას შემდეგ იქცევა, რაც ზაფხულის არდადეგების მეგობრებთან ერთად გასატარებლად გამგზავრებული ავიაკატასტროფაში მოყვება. გადარჩენის დღიდან უზრუნველყოფილ ცხოვრებას მიჩვეული ოლივი...