თავი 5

546 52 153
                                    

-შენი აზრით, მომდევნო წლიდან რამე შეიცვლება? კოლეჯი დავამთავრეთ. იმაზე ზრდასრულები ვართ, ვიდრე ვიაზრებთ. რა იქნება ამის შემდეგ?

მდიდრულ, ხმაურიან ქუჩებში მიმავალ ოლივს ჯეიდმა ხელი მხარზე მოხვია და სამომავლო გეგმებზე ფიქრი განაგრძო.

-მარტივია. მამაჩემის საკრედიტო ბარათი მაქვს. შეგვიძლია გამოვიყენოთ და ისე ვიცხოვროთ თავი არც კი შევიწუხოთ.-ღიმილით ჩაილაპარაკა ოლივმა და ზამთრის ცივი ჰაერი სახე აწითლებულმა ხარბად ჩაისუნთქა.

-შემიძლია მამას დაველაპარაკო და მარტო გადასვლაზეც დავითანხმო.-საკუთარი იდეით აღტაცებულმა ხმამაღლა წამოიძახა და ხვეულთმიან მეგობარს ძლიერად ჩაეხუტა.

-გგონია მშობლები მარტო ცხოვრების უფლებას მოგცემენ? ხომ იცი რამდენად საშიშია მათგან შორს ყოფნა. ადრიანს ბევრი მტერი ჰყავს. დაცვის გარეშე შეიძლება ვინმემ გაგიტაცოს და...

-ყველაფერი კარგად იქნება თუ ვეტყვი, რომ შენთან ერთად გადავა. რას იტყვი გახდები ჩემი ოთახის მეხობელი? -უდარდელად წამოიძახა ოლივმა.

-მეგონა ლუკთან თანაცხოვრებას გეგმავდი.-ღიმილით ჩაილაპარაკა ჯეიდმა და ქუჩის კუთხეში ჩამომსხდარ, შიმშილისგან ღონემიხდილ ბავშვებს დანანებით გახედა.

-შეგვიძლია სამივემ ერთად ვიცხოვროთ. მე და ლუკი...

-ქალბატონო, შეგიძლიათ ფულით ან საკვებით დამეხმაროთ?_ოცნებებში გადაკარგულ ოლივს საუბარი სახე გამურულმა, ავადმყოფურად გამხდარმა ბიჭუნამ გააწყვეტინა და მის სიმაღლეზე ხელი უიმედოდ გაიწვდინა.

ბავშვის მდგომარეობით დათრგუნულმა ჯეიდმა ცხვირ აბზუებული ოლივის დანახვისთანავე დაიწყო ჯიბეების ქექვა დაჯიბის ფულის მუჭში მოგროვება.

-მისთვის ფულის მიცემას მართლა აპირებ?-გაოგნებულმა ოლივმა ხმამაღლა შეიცხადა და ბავშვი ისეთი ზიზღით ააათვალიერა, თითქოს ხორცის გაფუჭებული ნაჭერი ყოფილიყო.

კუნძული (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now