თავი 3

620 50 131
                                    

ჯერ კიდევ ნოას ამოუცნობი ქმედებებით დაბნეული ოლივი ლუკთან უსიტყვოდ დაბრუნდა და მის სიახლოვეს ქვიშაზე წვალებით ჩამოჯდა.

-მასთან რა გინდოდა?
უცნობთან ოლივის დანახვით გაღიზიანებულმა ლუკმა გოგოს ჩუმად გადასჩურჩულა და მის გვერდით ისე ჩამოჯდა, გეგონებოდა მისი ქმედებით ნოასთვის რამის დამტკიცება უნდოდა.

-მადლობის მოხდა მინდოდა, მაგრამ მგონი შეცდომა დავუშვი._თავისთვის ჩაილაპარაკა ოლივმა, დაფლეთილი შარვლის ტოტი წვივამდე აიწია და მტკაველის ზომის ჭრილობას პირველად გაუსწორა თვალი.

გამაოგნებელი იყო.

თვითმფრინავის კატასტროფიდან მიღებულ შოკსა და სტრესს ოლივის სხეული ისე დაეტყვევებინა, რომ აქამდე მსგავსი ზომისა და სიღრმის ჭრილობისთვის დამახასიათებელი ტკივილი არც კი ეგრძნო.

-მისგან თავი შორს დაიჭირე, კარგი?_გამაფრთხილებლად დასძახა ბიჭმა ოლივს და გოგოს, ჭრილობის დანახვის თანავე თვალი აარიდა.

-ახლა რა ჯანდაბა უნდა გავაკეთოთ?
დაძაბულმა ხელები კეფაზე შემოიწყო და თვითმფრინავს ისე მიაშტერდა, თითქოს საკუთარი ჭრილობით დამფრთხალი ოლივი არც კი დაენახა.

ჭრილობის დანახვით შეშინებულმა ოლივმა ბიჭის უმოქმედობა მიღებულ შოკს მიაწერა და ნოას მიერ მოცემული სახვევი ხელის კანკალით გახსნა.

თავს ასე მარტოდ პირველად გრძნობდა. მიუხედავად იმისა რომ აქამდე ლუკის გვერდში დგომა მუდამ ეიმედებოდა, ახლა იგივეს ვერ იტყოდა.

უცხო კუნძულზე გადარჩენის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დამდგარიყო. ბიჭი, რომელიც უყვარდა შოკურ მდგომარეობას ისე დაებეჩავებინა, გაჭირვებაში ჩავარდნილსაც კი არ ეხმარებოდა.

-ამ მოგზაურობაში არ უნდა წამოვსულიყავი, თავიდანვე ვგრძნობდი რომ...

-სერიოზულად ლუკ?!

ლუკის მორიგი წუწუნითა და საკუთარი მოუხერხებლობით გაღიზიანებულმა ოლივმა სახვევი ფეხიდან კიდევ ერთხელ მოიხსნა და ბიჭს გაღიზიანებულმა შეხედა.

კუნძული (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now