ჯუნგლებიდან მოპოვებული ხილით დაბრუნებულ ნოას ჯერ დაახლოებით ოთხ მეტრიან მახრჩობელა გველთან გადახდენილი თავგადასავალის გადახარშვა ვერ მოესწრო, როდესაც ერთ-ერთი ძველი გემის გემბანზე აჩრდილივით ფერდაკარგული ოლივი დაინახა.
ჯუნგლების სასტიკი წესების წყალობით სიცოცხლის შესანარჩუნებელი მორიგი გამოცდის გადალახვა ნოას გონებიდან მაშინვე ამოუფრინდა, როდესაც დაინახა პატარა მეთაურმა ტუჩების მსუბუქი რხევის შემდეგ თვალები, როგორ გადაატრიალა და გემბანზე უსულოდ დაეცა.
ახალი განსაცდელლის წინაშე აღმოჩენილმა ჭაობისფერ თვალებიანმა მოპოვებული ნადავლი მაშინვე ცხელ ქვიშაზე დაყარა და გემისკენ სვლა ინსტიქტურად დაიწყო.
-სად მიდიხარ? ხილი რატომ..._ლუკის უტაქტო შეკითხვებითა და ოლივის გადასარჩენად გაკვალული გზის გადაკეტვით გაღიზიანებულმა ნოამ მხდალ თანამგზავრს მაისურის საყელოში ხელები აუღელებლად ჩაავლო, ზიზღით ავსებულმა, მშიშარა ცისფერ თვალებს წამიერად გაუსწორა მზერა და ბიჭი მიწაზე ისე დაახეთქა სიტყვაც არ დასცდენია.
იმ წუთს ლუკის შეუსრულებელ მოვალეობებზე გაბრაზების ნაცვლად სხვა ინტერესები ჰქონდა.
იქ, ზემოთ. წარსულს გადარჩენილ გემბანზე იმ გოგოს სიცოცხლე ითვლიდა წამებს, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც თავს ძველ ნოად აგრძნობინებდა.
სუნთქვა შეკრული და გულ აჩქარებული ბიჭი გემბანზე გამოცდილი მთამსვლელივით აცოცდა და უცხო სივრცეს თვალი მაშინვე მოავლო.
გულამოვარდნილს სუნთქვა მაშინვე შეეკრა, როდესაც ერთ კუთხეში უგონოდ დაცემული სუსტი სხეული საბოლოოდ დაინახა.
-პატარა მეთაურო, გონს მოდი!_შეშინებულმა ბიჭმა ბრძანება მხოლოდ იმის იმედით გასცა, რომ ოლივი გამოეპასუხებოდა და უხეში ტონისთვის გაკიცხავდა, მაგრამ არ გამოუვიდა.
YOU ARE READING
კუნძული (რედაქტირების პროცესში)
Adventureუკიდეგანო ოკეანეში ჩაკარგული დაუსახლებელი კუნძული ოლივია მარტესის ახალ სახლად მას შემდეგ იქცევა, რაც ზაფხულის არდადეგების მეგობრებთან ერთად გასატარებლად გამგზავრებული ავიაკატასტროფაში მოყვება. გადარჩენის დღიდან უზრუნველყოფილ ცხოვრებას მიჩვეული ოლივი...