-ხელჩანთაზე დატანილი შავი ფრთის ბანდის ნიშანი, ჩანთაში ნაპოვნი ჰეროინი, Taurus pt709 ათამდე სავსე მჭიდით. მგონი ნოა გქვია არა?_ რასელის მშვიდმა აუღელვებელმა ხმამ ოლივს სისხლი გაუყინა.
-თქვენ დაჯგუფებას ოთხი მიმართულება აქვს. პირველი რგოლი_შემქმნელები არიამ; მეორე რგოლი_შემქმნელთა მარჯვენა ხელი; მესამე_მკვლელები და მეოთხე_გადამტანები. შავი ფრთის პირველი ორი რგოლის წარმომადგენელს არ ჰგავხარ. ამისთვის ზედმეტად შეუმჩნეველი ხარ. მითხარი, მკვლელი ხარ თუ გადამტანი?
-ოლივია.
რასელის გაცემული ინფორმაციით დაზაფრულ ოლივს, ნოას ჩუმმა ძახილმა და მისი ცივი კანის ხელზე შეხებამ კვლავ იმედები გაუცრუა.
-დუმილის დრო არ არის ნოა, შენთვისვე აჯობებს პასუხი გამცე!_უპასუხოდ დარჩენილმა რასელმა ხმას აუწია და ფეხზე ბიჭის ჩანთაში ნაპოვნი იარაღით ხელში წამოდგა.
-ოლივია, უნდა მომისმინო._გოგოს გაფითრებული სახის დანახვით გულდამძიმებულმა ბიჭმა რასელი ისევ უყურადღებოდ დატოვა და საუბრის წამოწყება ოლივთან კიდევ ერთხელ სცადა.
-ნოა!
-უბრალოდ მოკეტე რასელ!_დეტექტივის შეუპოვრობით გაღიზიანებულმა ნოამ მოულოდნელად დაიყვირა და კვლავ ოლივს დახედა.მის ხელზე მიბმული გოგო ნოსტალგიურ მოგონებებს უღვივებდა.
უცხო კუნძულზე მოხვედრის დღიდან, მის გონებას, რაღაც ამოუცნობი ეთამაშებოდა.კუნძულის ახლადგამომცხვარ მეთაურთან გატარებული თითოეული ახალი დღე ნოას მას ახსენებდა, ვის დავიწყებასაც უკვე ათი წელია ცდილობდა.
-ოლივია...
-პასუხი გაეცი ნოა!_სუნთქვა შეკრულმა ოლივმა ძლივს ამოილუღლუღა და ნოას თვალი აარიდა.აქამდე, მასთან რამდენჯერაც არ უნდა ეკამათა, მისი მაინც სჯეროდა. რაც არ უნდა გაეკეთებინა, ნოა ის პირველი ადამიანი იყო, რომელიც დაეხმარა. ის ბიჭი იყო, რომელმაც შეყვარებულისგან განსხვავებით ჯუნგლებში სასიკვდილოდ არ მიატოვა და მასზე იზრუნა. ის ერთი მომაბეზრებელი მეამბოხე ბიჭი იყო, რომელიც უტაქტო საუბრის მიუხედავად ოლივს მაინც მხარს უჭერდა.
YOU ARE READING
კუნძული (რედაქტირების პროცესში)
Adventureუკიდეგანო ოკეანეში ჩაკარგული დაუსახლებელი კუნძული ოლივია მარტესის ახალ სახლად მას შემდეგ იქცევა, რაც ზაფხულის არდადეგების მეგობრებთან ერთად გასატარებლად გამგზავრებული ავიაკატასტროფაში მოყვება. გადარჩენის დღიდან უზრუნველყოფილ ცხოვრებას მიჩვეული ოლივი...