თავი 8

540 47 39
                                    

-ნეტა ლუკის ნაცვლად ყოფილიყავი.
ოლივმა მას შემდეგ ჩაიბუტბუტა, რაც სასურველ ტუჩებს საბოლოოდ მოშორდა და გაითიშა.

ნოას ოლივის სიტყვებმა რაღაც ახალი შემატა. ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს გოგოს სიტყვებმა გულიდან დიდი სიმძიმე მოხსნა. მსუბუქად ჩაიცინა, ოლივს მოშორდა და გოგო მოხერძებულად დააწვინა მის გვერდით.

ბიჭს საკუთარ თავში ეჭვი პირველად შეეპარა, როდესაც ოლივმა მისი პატარა, ნაზი ხელები წელზე მოხვია და თავი მკერდზე დაადო.

მას სურდა რომ ნოა მისი შეყვარებულის ადგილას ყოფილიყო. ბიჭი კი რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე მით უფრო იბყრობდა იგივე სურვილი.

რას იზავდა ოლივი მისი რომ ყოფილიყო? ალბათ მოურიდებლად დაუკოცნიდა მთელ სახეს და შორს წასვლის უფლებასაც არ მისცემდა, მაგრამ ასე არ იყო. ის კუნძულის მეთაური იყო, რომელიც მარტო უმკლავდებოდა დიდ დაპრკოლებებს.

დილით ნოაზე აკრული ოლივი დეტექტივმა გააღვიძა. გუშინდელი გადამეტებული სასმელისგან ოლივს თავი თვალის გახელისთანავე ასტკივდა და ძლივს დაინახა მის წინ ჩამუხლული რასელი.

-კარგია, რომ გაიღვიძე. გამოსავალი ვიპოვე. მის იარაღს გამოვიყენებ, ბორკილებს ვესვრი და ისევ მარტო შეძლებ სიარულს. მას კი თოკით დავაბავთ.

დეტექტივმა ბიჭი ზიზღით აათვალიერა და მზერა ისევ მეთაურს გაუსწორა.

-არა რასელ, საშიში არ არის. კარგად გავიცანი და ამას მივხვდი. გარდა ამისა ისედაც არ გვყავს ბევრი დამხმარე ძალა.

ოლივმა მაშინვე დაიცვა ნოა და ჯერ კიდე მშვიდად მძინარეს შეუმჩნევლად გადახედა.

-ასე ფიქრობ?
- გავიცანი ნოა და მინდა გითხრა, რომ ისეთივე მსხვერპლია, როგორიც თითოეული ჩვენგანი. უბრალოდ კარგად შეუძლია ამის შენიღბვა.

რასელს სახეზე ეტყობოდა, რომ გოგოს სიტყვების არ სჯეროდა, მაგრამ ვერც ეწინააღმდეგებოდა.

კუნძული (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now