საბედნიეროდ 3 დღის განმავლობაში არ მოუთოვია. თოვლის მოსვლის ერთადერთი მტკიცებულება მის შემდგომ დარჩენილი ტალახი იყო, რომელსაც ტროტუარი დაეფარა. ვანსის ოფისში ვიყავი და ფანჯარაში ვიყურებოდი, სანამ ჰარის მოთმინებით ვუცდიდი რომ წავეყვანე.
მას შემდეგ რაც ტრევორის გამო ვიჩხუბეთ, მან დაიჟინა, რომ ყოველდღე თვითონ მატარებდა. ჯერ კიდევ გაკვირვებულივარ, მისი დამშვიდება იმ ხერხით რომ შევძელი. . არც ვიცი რისი გაკეთება შემეძლო , ჰარი ტრევორს თავს რომ დასხმოდა, კიმბერლი იძულებული იქნებოდა დაცვა გამოეძახებინა და მას აუცილებლად დააკავებდნენ.
ხუთის ნახევარზე უნდა მოსულიყო, ახლაკი ექვსის თხუთმეტი წუთია. თითქმის ყველამ დატოვა ოფისი და უამრავმა ადამიანმა შემომთავაზა სახლში წაყვანა, მათშორის ტრევორმაც, რომელიც დისტანციას ინარჩუნებდა ჰარის მიერ გამართული სცენის შემდეგ. არმინდა ჩვენს შორის უხერხულობა იყოს, ისევ მინდა მასთან მეგობრობა მიუხედავად იმისა, რომ ჰარიმ მიახლოება ამიკრძალა.
როგორც იქნა ჰარიმ მანქანა დააყენა და მეც გარეთ გავედი.დღეს უფრო თბილი ამინდია, ვიდრე ჩვეულებრივ იყო. მზე ცოტა სითბოსაც გამოყობს, მაგრამ არა საკმარისს.
-ბოდიში, რომ დავაგვიანე. ჩამეძინა. - მითხრა, როცა თბილ მანქანაში შევძვერი.
-არაუშავს - ვუთხარი და ფანჯრიდან გავიხედე.
დღეს ახალი წლის წინა დღეა და ვნერვიულობ, არ მინდა ჩემს სტრესს ჰარისთან ჩხუბიც დავუმატო. ჯერ არცკი გადაგვიწყვეტია რის გაკეთებას ვაპირებთ და ეს მაგიჟებს, მინდა ყველა დეტალი ვიცოდე და მთელი ღამე დავგეგმო. ჯერ კიდევ ვფიქრობ ვუპასუხო თუ არა შეტყობინებას, რომელიც სტეფმა რამდენიმე დღის წინ გამომიგზავნა. ჩემს ნაწილს ძალიან უნდა მისი ნახვა, მინდა მასაც და ყველასაც ვაჩვენო, რომ ვერ გამტეხეს. მართალია დამამცირეს, მაგრამ იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე ისინი ფიქრობენ. ჩემი მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საშინლად უხერხული იქნება ჰარის სამეგობროს ნახვა. ალბათ ფიქრობენ, რომ სულელი ვარ ისევ ჰარისთან ყოფნის გამო.
ისიც კი არ ვიცი მათი თანდასწრებით ჰარისთან როგორ მოვიქცე, თან მეშინია რომ ისევ ყველაფერი შეიცვლება და ამ ჩვენს პატარა ბუშტში აღარ ვიქნებით მოქცეულნი. რა ვქნა მთელი ის დრო რომ დამაიგნოროს? ან მოლიც იქ რომ იყოს?
-ჩემზე გაბრაზებულიხარ? - მისმა კითხვამ მოლიზე ფიქრებს მომწყვიტა.
- არა, ასეთი დიდი ამბავიც არაა - ვუპასუხე.
ხელი საჭეს გაუშვა, ბარძაყზე დამადო და მომიჭირა.
-სად გინდა წასვლა? - მკითხა.
ადრე ვახსენე რომ დღეს საღამოს რამე ახლის ჩაცმა მინდოდა, მიუხედავად იმისა წავიდოდით თუ არა სადმე.
-მოლში წასვლა კარგი იქნება, ოღონდ უნდა ვიცოდე სად მივდივართ, რომ შესაფერისად ჩავიცვა.
-ვინმესთან ერთად გასვლა გინდა საღამოს თუ მხოლოდ ჩვენ ორნი წავიდეთ? მე ისევ სახლში დარჩენას ვამჯობინებ.
-დარჩენა არ მინდა. ისედაც სულ სახლში ვრჩებით - გავიღიმე.
მიყვარს მასთან ერთად შინ დარჩენა, მაგრამ ჩემამდე ყოველ დღეს გარეთ ატარებდა, ამიტომ ხანდახან ვღელავ მუდმივად ჩემთან ერთად სახლში ყოფნით არ მოიწყინოს.
როცა მოლში მივედით, ჰარიმ ზუსტად Macy's_ის წინ ჩამომსვა. სწრაფად შევედი შიგნით და უსასრულო კაბების რიგში აღმოვჩნდი. როცა შემომიერთდა უკვე სამი კაბა არჩეული მქონდა.
-რა არის ეს? - ცხვირი შეიჭმუხნა როცა ყვითელი კაბა დაინახა.
-კაბა. არმოგწონს?
-არა. საშინელი ფერია. - მიპასუხა
-შენთვის ყველაფერი საშინელია, შავის გარდა.
ჩემს საფუძვლიან შენიშვნაზე მხრები აიჩეჩა და თითით ოქროსფერი კაბისკენ მანიშნა.
-ეს მომწონს - მითხრა.
-მართლა? არ ვარ დარწმუნებული, არმინდა ზედმეტად გამორჩეული ვიყო.
-და ყვითელში არ იქნები ზედმეტად გამორჩეული? - წარბი ამიწია.
მართალია. ყვითელი კაბა ისევ დავკიდე.
-ამაზე რას იტყვი? -ვკითხე და კაბა ვაჩვენე თეთრი დეკოლტით. მადლობელი ვარ რომ ჩემი თვიური სტუმარი ახალი წლის წინა დღემდე გაემგზავრა. (ციკლი იგულისმა).
-უნდა მოიზომო- მაცდური ღიმილით შემომთავაზა.
-გარყვნილო
-ყოველთვის - გაიღიმა და გასახდელში წამომყვა.
-მანდ არ მოდიხარ - გავუბრაზდი და კარი მივუხურე.
მოღუშული სახე მიიღო, სანამ გასახდელის გარეთ შავი ტყავის ქაუჩზე დაჯდებოდა.
-ყველას ნახვა მინდა -დამიძახა, როცა კარი მთლიანად მივხურე.
-დაწყნარდი.
მისი ხითხითი გავიგე და მხოლოდ იმიტომ მინდოდა კარის გაღება, რომ მისი ღიმილი დამენახა. მაგრამ გადავწყვიტე არ გამეკეთებინა.
პირველად თეთრი დეკოლტიანი კაბა ჩავიცვი, მაგრამ ზედმეტად მჭიდრო და მოკლე აღმოჩნდა. როგორც იქნა ელვა შევიკარი, მაგრამ სანამ კარს გავაღებდი ვეცადე კაბა ქვევით ჩამომექაჩა.-ჰარი? - თითქმის დავიჩურჩულე.
-ამის დედაც -პრაქტიკულად სული შეეხუთა როცა ამ კაბაში დამინახა.
-მოკლეა - გავწითლდი.
-ხო, ამას არ აიღებ - მიპასუხა და თან თვალებით მთელ სხეულზე მათვალიერებდა.
-თუ მინდა, ავიღებ - ვუთხარი. შევახსენე, რომ უფლება არ აქვს მითხრას რა ჩავიცვა.
სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, შემომხედა.
-ვიცი...იმას ვამბობ რომ არ უნდა აიღო. ზედმეტია შენი გემოვნებისთვის.
-მეც ეგ ვიფიქრე.-ვუთხარი და კიდევ ერთხელ ჩავიხედე სარკეში.
-სხვათაშორის საოცრად სექსუალურია - ისევ ისე გაიღიმა.
-შემდეგი -ვუთხარი და გასახდელში შევბრუნდი.
აბრეშუმის ოქროსფერი კაბა მგრძნობიარე იყო ჩემი კანის მიმართ, მიუხედავად იმისა რომ მთელი კაბა დაფარული იყო პატარა ოქროს დისკებით. სიგრძით ბარძაყებამდე მწვდებოდა , მკლავები ოდნავ გრძელი ქონდა, ეს მეტისმეტია, იმაზე მეტი რისკია, ვიდრე ჩვეულებრივ. მკლავები კაბას უფრო კონსერვატულ იერს აძლევდა, მაგრამ მისი სიგრძე სხვა რამეს ამბობდა.
-ტეს -ჰარიმ კარის მეორე მხრიდან მოუთმენლად ამოიოხრა.
კარი გავაღე და მისმა რეაქციამ გული ამიჩქარა.
-ღმერთო
-მოგწონს? -ქვედა ტუჩზე ვიკბინე.
ამ კაბაში თავს თავდაჯერებულად ვგრძნობ, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ჰარის ლოყები გაუწითლდა.
-ძალიან -კომპლიმენტი მითხრა.
წყვილისთვის ჩვეულებრივი რაღაცაა, მოიზომო ტანსაცმელი მეისიში მისთვის. ახლა ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, რამდენიმე დღის წინ კი შეიშინებული ვიყავი, როცა ჰარიმ ტრევორთან სადილობაზე გაიგო სიეტლში ყოფნისას.
-მაშინ ამას ვიყიდი - ვუთხარი.
ჩემი მოტყუება სცადა რომ გადაეხადა, თუმცა ამჯერად უფლება არ მივეცი. ამჯერად მე მოვიგე ბრძოლა.
-მართალი ხარ. შენ უნდა მიყიდო რაღაცეები. ხომ იცი რა ცოტა საშობაო საჩუქარი მივიღე - ჰარი ჩემს გაღიზიანებას ეცადა, როცა მოლიდან გავედით.
ვცადე მკლავში ხელი გამეკრა, მაგრამ მაჯაში მომკიდა და დამიჭირა სანამ მოვახერხებდი.
ხელის გულზე მსუბუქი კოცნა დამიტოვა, შემდეგ ხელი ჩამკიდა და ასე წავედით მანქანამდე. საჯაროდ ხელის ჩაკიდება არ გვახასიათებს, ეს ისაა რასაც ხშირად არ ვაკეთებთ. როგორც ჩანს მანაც მალე გააანალიზა ეს და მაშინვე გამიშვა ხელი.
-მართლა უნდა გადავწყვიტოთ რის გაკეთებას ვაპირებთ დღეს - მითხრა ჰარიმ როცა აპარტამენტში დავბრუნდით.
-ვფიქრობ შენს მეგობრებთან უნდა გავატაროთ დრო.
-დარწმუნებული ხარ? ნაილს მივწერ მაშინ.
-კარგი.- მაშინვე იმის წარმოდგენა დავიწყე თუ როგორ შეიძლებოდა ღამე გაგრძელებულიყო, მაგრამ მსოფლიოს სამუდამოდ ვერ დავემალებით. ის თუ როგორ მოიქცევა ჰარი დღეს მისი მეგობრების გვერდით მაჩვენებს იმას თუ რას გრძნობს ჩემს მიმართ რეალურად, ჩვენს მიმართ.
მისაღებში შევიდა რომ ნაილისთვის მიეწერა. მე შხაპის მიღება გადავწყვიტე, ფეხები სამჯერ გავიპარსე და შხაპის ქვეშ მანამდე დავრჩი სანამ წყალი გაცივებას არ დაიწყებდა.
- რა თქვა? -ვკითხე. დარწმუნებული არ ვარ რისი მოსმენა მინდა.
-მითხრა რომ მათ სახლში უნდა შევხვდეთ...ჩემს ძველ სახლში.
-რა დროს?
-9ზე
საათს შევხედე, უკვე შვიდია.
-კარგი, მზად ვიქნები.
მაკიაჟის გაკეთება გადავწყვიტე და თმა სწრაფად გავიშრე. ჩემი თმა დახვეულია და უკან ქინძისთავით არის დამაგრებული,ისევ ისე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივ. საყვარლად...მოსაწყენად.
მინდა უფრო უკეთ გამოვიყურებოდე, ვიდრე ოდესმე. ეს არის საუკეთესო გზა იმის დასამტკიცებლად, რომ მათ ჩემი საუკეთესო ნაწილი ვერ გაანადგურეს.
თუ იქ მოლი იქნება, აუცილებლად ისეთი კაბა ეცმევა, რომ ბიჭების ყურადღება მიიქციოს, ჰარის ჩათვლით და იმის მიუხედავად, რომ მძულს, უნდა ვაღიარო თუ როგორი ლამაზია. თვალებზე შავი ლაინერი წავისვი. იმაზე მსხვილი ხაზი გამოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ, ლოყებს მეტი ვარდისფერი იერი მივეცი. ქინძისთავი მოვიძრე და გადავაგდე, მაგრამ სწრაფადვე დავიხარე და ისევ ავიღე.. კარგი, მის გადასაგდებად მზად არ ვარ, მაგრამ დღეს არ გავიკეთებ. დახვეულ თმაში ხელები შევიცურე და გავიშალე, სარკეში ჩავიხედე და შოკირებული დავრჩი, უცნაურად გამოიყურებოდა, ველურად და სექსუალურადაც კი.
პირველად სტეფმა გამიკეთა მაკიაჟი, მაგრამ ეს წლების წინ იყო. ახლა ბევრად კარგად გამოვიყურები.
-9ის ნახევარია ტეს - ჰარიმ მისაღებიდან დამიძახა.
სარკეში ბოლოჯერ ჩავიხედე და ჩასაცმელად საძინებელში შევედი. ღრმად ჩავისუნთქე, სანამ ჰარი მნახავდა. იქნებ იფიქროს რომ ცუდად გამოვიყურები? ცუდი ფიქრები მაშინვე მოვიშორე, კაბა სწრაფაც გადავიცვი და ელვა შევიკარი.
-ტესა, უნდა ვიჩქ...- ჰარის წინადადება გაუწყდა.
-გამოვიყურები... -დავიწყე მაგრამ შემაწყვეტინა.
-კი, ჯანდაბა, კი
-არ ფიქრობ, რომ ცოტა ზედმეტია.. ეს მაკიაჟი?
-არა..საყვარელია...ანუ.. კარგია - ენა დაება.
ვეცადე არ გამეცინა მის ამ საქციელზე.
-უნდა წავიდეთ.. ახლავე უნდა წავიდეთ, თორემ ამ აპარტამენტიდან ვეღარ გავაღწევთ.
მისმა ასეთმა რეაქციამ უფრო დიდი თავდაჯერებულობა მომანიჭა.ის ისევე გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივ, აცვია უბრალო შავი ზედა და შავი ჯინსები, ფეხზე შავი კედები.
იმაზე ფიქრი რომ ისევ ჰარის ძველ სახლში გვიწევდა მისვლა ორივეს გვაგიჟებდა ამიტომ გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ცუდი მოგონებები ამომიტივტივდა გონებაში, მაგრამ ვეცადე აღარ მეფიქრა. ჰარი და მე ახლა ურთიერთობაში ვართ... სერიოზულ ურთიერთობაში და ამჯერად ჩემს მიმართ სხვანაირი იქნება, არა?
ჩემთან ახლოს დარჩა, როცა მოსაწევით სავსე მისაღებ ოთახში შევედით. სასმლით სავსე წითელი ჭიქები მალე ჩვენს ხელში აღმოჩნდა, თუმცა ჰარიმ უარი თქვა მის აღებაზე და მეც გამომართვა. ვცადე გამომერთმია, მაგრამ წარბები შეკრა.
-არამგონია დღეს დალევა კარგი აზრი იყოს - მითხრა.
-არ ვფიქრობ რომ შენ უნდა დალიო დღეს, მაგრამ მე მჭირდება - ვუთხარი და რეალურად ვიგულისხმე.
-კარგი, მხოლოდ ერთი - მითხრა, დაიხარა, ჭიქა დახლიდან აიღო და მომაწოდა.
-სტაილს! - ნაცნობმა ხმამ დაიძახა...............................
YOU ARE READING
After ნაწილი 3
Romanceაღებულია ZMG-გან, და ამავდროულად გაგრძელება მე3 ნაწილის DarkWhite-ს მიერ დადებულის... ❤️