Tessa's POV
დედაჩემის მანქანაში ვიჯექი, ლიამი უკან მოგვყვებოდა თავისი მანქანით.
ნეტა ისეთი დედა მყავდეს, ვინც ერთი შეხედვით მიხვდებოდა ჩემს პრობლემებს, ვინც ჩამეხუტებოდა და ნებას მომცემდა მის მხარზე მეტირა, ვინც ნებისმიერ სიტუაციაში მეტყოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამის ნაცვლად მყავს დედა, რომლის თანდასწრებითაც მუდმივად მიწევს თავის მოჩვენება, რომ ყველაფერი კარგად მაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში შემახსენებს თუ როგორ მაფრთხილებდა და როგორი სულელი აღმოვჩნდი.
-ნოასთან ხომ არ გილაპარაკია? -მკითხა.
-არა დედა. არ მილაპარაკია.
-ალბათ ენდომებოდა გცოდნოდა, რომ WSU-ში მიიღეს და რამდენიმე თვეში დაიწყებს სწავლას. -შემატყობინა.
-მეგონა სან ფრანცისკოში მიდიოდა.
-მიდიოდა, მაგრამ WSU-მ სრული დაფინანსება შესთავაზა.
-ოუ. - ჰარისგან თავი შორს რომ დამეჭირა, ახლა მე და ნოა ერთად კოლეჯში ბედნიერები ვიქნებოდით, ზუსტად ისე როგორც ვგეგმავდით. რომ მყვარებოდა ალბათ ასეც იქნებოდა.
-ვიღაცას ხვდება. -დაამატა.
ველოდებოდი როდის ვიგრძნობდი ეჭვიანობის მსგავსს, მაგრამ არაფერი მომხდარა.
-მართლა? ვის?
-არვიცი, მაგრამ მისის პორტერს ძალიან მოსწონს. შემდეგ კვირას სათხილამუროდაც აპირებენ მის წაყვანას.-პორტერებს კალიფორნიაში ტბასთან საკუთარი კოტეჯი ჰქონდათ. საკმაოდ დიდი, დედაჩემის სახლზე დიდი. სულ მპატიჟებდნენ, მაგრამ არასდროს წავსულვარ.
-წინააღმდეგი არ ხარ, რომ სხვას ხვდება? -მკითხა.
-რა თქმა უნდა, არა. მიხარია თუ ბედნიერია. -გულწრფელად ვუპასუხე.
-ლიამი სასიამოვნო ბიჭი ჩანს.
-არის. ისევე როგორც ჰარი.
-ამაში ვერ დაგეთანხმები.
-დედა, ისედაც მძიმე დღე მქონდა, მთელი გზა ჰარიზე ლაპარაკს თუ აპირებ, სჯობს მანქანიდან ახლავე გადავიდე.
-არვაპირებ. ჩემთან ასეთი ტონით არასდროს გილაპარაკია.
-იმიტომ, რომ ჩემი პოზიცია მყარად არასდროს დამიცავს. უკვე ყელში ამომივიდა, რომ ყველა ისე მექცევა, როგორც უნდა. სისულელეა.
-ვინ ყველა? ისე თქვი, თითქოს მხოლოდ მე არ მიგულისხმე.
-უბრალოდ ზოგადად ვთქვი.- ამოვიოხრე.
დედაჩემმა მანქანა ავტოსადგომზე ლიამის უკან გააჩერა. მომდევნო ერთი საათი, რომელიც მათთან ერთად გავატარე, არც ისეთი ცუდი აღმოჩნდა. მთლიანად მათ საუბარზე ვიყავი გადართული და ვცდილობდი ჰარიზე ნაკლები მეფიქრა. მოგვიანებით, მობილური შევამოწმე იმ იმედით, რომ ჰარისგან ზარი ან შეტყობინება მაინც დამხვდებოდა, თუმცა შევცდი. ერთ წამს წარმოვიდგინე როგორი იქნება ჩემი ცხოვრება მის გარეშე. ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ ზუსტად ისე ვყავდი გამოჭერილი, როგორც უნდოდა. მასთან ვცხოვრობდი. ყველა ჩემი მეგობარი მისიცაა, ლიამის გარდა, რომელიც მისი ნახევარძმაა. ჩემი უნივერსიტეტი და სამსახური მას უკავშირდებოდა. მთელი ჩემი ცხოვრება მას უკავშირდებოდა. თუ მივატოვებდი, მისთვის არაფერი შეიცვლებოდა, ჩემთვის ყველაფერი. მის გარეშე არავინ მყავდა და ეს მძულდა. მძულდა, რომ გამუდმებით ტკივილს მაყენებდა და მეც ამის უფლებას ვაძლევდი.
ასე რომ, სანამ ლიამი დანიელის ღიმილზე ლაპარაკობდა, მე მომავლის გეგმებს ვაწყობდი. ჰარის გარეშე.
-გინდა შოპინგზე წავიდეთ? -ლანჩის დასასრულს მკითხა დედაჩემმა.
-მხოლოდ ძილი მინდა. -ვუპასუხე. თავი მაშინვე დამიქნია.
-რა თქმა უნდა - და გამიღიმა.
რატომ მექცეოდა ასე კარგად?
-წასვლამდე საპირფარეშოში შევალ. შენი გაცნობა ძალიან სასიამოვნო იყო ლიამ. იმედი მაქვს, კიდევ შეგხვდები.- დედაჩემი ჩაეხუტა.
-ჩემთვისაც მემ. -უპასუხა ლიამმა. ყოველთვის ასეთი თავაზიანი რატომ იყო?
-მადლობა, რომ წამოხვედი. არამგონია მარტო გავმკლავებოდი. -როცა დედაჩემმა დაგვტოვა, ლიამს მივუბრუნდი.
-არჩევანი არც მქონია. -მსუბუქად გაიღიმა.
-არადა კარგად გაუგე.
-არა, უბრალოდ მშობლებთან ურთიერთობა გამომდის. -მიპასუხა. გავიცინე, თუმცა სიცილმა შინაგანი სიცარიელე ვერ შემივსო.
-სად აპირებ წასვლას? - მკითხა.
-წარმოდგენა არ მაქვს. არცკი უცდია, რომ დაერეკა. -ვუთხარი და მობილური ისევ შევამოწმე.
-ხომ იცი, რომ შეგიძლია ჩემთან დარჩე.
-ვიცი...მანქანაც კი არ მყავს.
-ჩვენ უამრავი გვაქვს. ნუ, კენს და დედაჩემს აქვთ.-შემომთავაზა.
-მათი მანქანის გამოყენებას არ ვაპირებ. ისედაც ზედმეტად შეგაწუხეთ.
-ნუ სულელობ. ხომ იცი, რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებთ. -მითხრა. ხელები მოვხვიე და ჩავეხუტე.
მახსოვს, ჰარი ერთხელ მითხრა, ჩემი საყვრდენი ხარო. ლიამი ჩემია.
-იქნებ დედაშენთან მეტი დრო გაატარო, სანამ გადაწყვეტ რას იზამ. ჰარისთან ჩხუბის ენერგია გაქვს?
-არა, მაგრამ დედაჩემთან დროის გატარების თავიც არ მაქვს...თუმცა მართალი ხარ. -დავეთანხმე და დედაჩემიც დაბრუნდა.
KAMU SEDANG MEMBACA
After ნაწილი 3
Romansaაღებულია ZMG-გან, და ამავდროულად გაგრძელება მე3 ნაწილის DarkWhite-ს მიერ დადებულის... ❤️