-ეს ბიჭი...სცენაზე..შენი რელიგიის პროფესორია? -მკითხა ჰარიმ, მიუხედავად იმისა, რომ სტეფმა ახლახანს დაუდასტურა.
-კი. -ვუპასუხე. სასმელი დამიმთავრდა და სხვა ჭიქას დავუწყე ძებნა.
-ბენდშია? როგორ ტეხავს! -თვალები აატრიალა ჰარიმ. უკან გადაიწია და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-მართლა კარგები არიან -უთხრა ნაილმა. აშკარად ჰარის მოთმინების გამოცდას ცდილობდა.
-რა უცნაურია, რომ ზუსტად იქ მოხვედი, სადაც ის უკრავდა. როგორი დამთხვევაა! -თქვა ლიამმა.
კი, დამთხვევა.
-მან მთხოვა მოსვლა და მეგობრების მოყვანა. -ავუხსენი და ჰარის მზერას ისევ გავექეცი.
ეს მთელი ამბავი რეალურად ისეთი არაფერია, მაგრამ ჰარისთვის ყველაფერი დიდი ამბავია.
-ვინმეს კიდევ უნდა დალევა? -ნაილმა ლუდი შემოგვთავაზა.
-ოუ -ცხვირი შეჭმუხნა ლიამმა და ზუსტად მივხვდი რაზეც ფიქრობდა.
-არსად არ უნდა გპატიჟებდეს. შენი პროფესორია. - წარბები შეკრა ჰარიმ. აშკარად გაღიზიანებული იყო იმის გამო რომ სახლში ვერ შევიდა და ალბათ იმის გამოც, რომ ზეინი აქ დახვდა.
-ასე არაა. კარგი ადამიანია ჰარი -მშვიდად ვუთხარი.
-შენ ყველაზე ეგრე ამბობ ტესა. ზედმეტად გულუბრყვილო ხარ.
-კოლეჯის პროფესორია. საოცრად არაპროფესიონალური იქნებოდა სხვა მიზნით რომ დავეპატიჟებინე, უბრალოდ კონცერტია.
-ხო, აბა რა ტესა. -ამოიგმინა.
-მოდი...უბრალოდ მუსიკით ისიამოვნე. -თქვა ზეინმა, თან ისე, რომ ჰარისთვის მზერა არ მოუშორებია.
ხელი მომენტალურად ჰარის ბარძაყზე დავდე, რომ დაძაბული სიტუაცია შემემსუბუქებინა. ჰარი ზეინს რამდენიმე წამით მიაშტერდა, თუმცა არაფერი უთქვამს.
-ათ წუთში დავბრუნდებით! -მიკროფონში თქვა პროფესორმა სოტომ.
-ალბათ, სიმღერის სწავლას აპირებს. -ჩაილაპარაკა ჰარიმ.
-თამაში როგორი იყო? -მას და ლიამს ვკითხე.
რადგან ლიამი აქ არის, ესეიგი თამაში ისე ცუდადაც არ ჩაივლიდა, როგორც მეგონა. ჯერ კიდევ უცნაურად ვგრძნობდი თავს ლიამის აქ ყოფნით, არ ვიცოდი ჰარიმ რატომ გადაწყვიტა მისი მოყვანა, მაგრამ მადლობელი ვარ. ნეტავ ჩვენთან უფრო დიდხანს ატარებდეს დროს.
-კარგი იყო. მოვიგეთ. -მითხრა ლიამმა და სიგარეტის გამო ხველა აუტყდა.
-ვერ ვიტან სიგარეტს -დაიჩივლა, რაზეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-მენატრებოდი -ჰარის მხარზე მივეყრდენი. ჩემმა სიტყვებმა მაშინვე დაამშვიდა.
-მართლა? –პატარა ღიმილით მომიბრუნდა.
-მართლა. -ვუთხარი, როცა ფეხზე მისი ხელის შეხება ვიგრძენი.
-რამდენი დალიე? - მკითხა.
-არ გინდა. -ხუმრობით ვუთხარი და ჩემი ჭიქიდან დიდი ყლუპით მოვსვი.
-უბრალოდ გეკითხები. -ტუჩები ყურებთან იმდენად მომიახლოვა, გამაკანკალა.
-ვერ ვხვდები, როგორ ხასიათზე ხარ -ჩუმად ვუთხარი.
-ვერც მე. გაცოფებული ვარ, რომ პროფესორის მოწვევით მოხვედი აქ და ისიც წამოიყვანე. -მითხრა. მივხვდი, რომ ზეინი იგულისხმა. -მაგრამ, მეც ძალიან მენატრებოდი და როგორიც იქნა, აქ ვარ.
-კარგი. -გამიხარდა, რომ ჩხუბის დაწყების ხასიათზე მაინც არ იყო.
-ბილიარდი ვითამაშოთ! -შემოგვთავაზა ტრისტანმა და ჩვენგან მოშორებით ბილიარდის მაგიდაზე მიგვანიშნა.
-კი! კარგი იდეაა! -სტეფი დაეთანხმა.
-ჰარი, ტესა ითამაშებთ? ორი მაგიდაა! -გვითხრა ნაილმა.
-ვითამაშებ -ადგა ჰარი.
-მე არ მინდა. -ვუთხარი.
არასდროს მითამაშია და ისედაც ვიცოდი, რომ არ გამომივიდოდა.
-ლიამთან დავრჩები. -გავიღიმე.
ლიამის მარტო დატოვების იდეა ისედაც არ მომწონდა. დარწმუნებული ვიყავი, თავს კარგად გაართმევდა, მაგრამ მოიწყენდა. სავარაუდოდ, უკვე მოიწყინა კიდეც.
ჰარიმ ჯერ ბილიარდის სათამაშო მაგიდისკენ გაიხედა, შემდეგ ისევ მე შემომხედა, თითქოს დისტანციას ზომავდა. შემდეგ ნაილს გაყვა. თავიდან ვიფიქრე, რომ გადმოიხრებოდა და მაკოცებდა, მაგრამ შევცდი და ცოტა იმედგაცრულებულიც დავრჩი.
-აბა, თამაშმა როგორ ჩაიარა? -ვკითხე ლიამს, როცა ჰარი მოგვშორდა.
-კარგი იყო. კარგად იქცეოდა-გაიცინა ლიამმა.
-ჰარი? კარგი, ვიცი რომ იტყუები. -გავიხუმრე და სიცილში ავყევი.
-სასმელი ან რამე ხომ არ გინდა?-ვკითხე.
-არა, თუმცა მადლობა -მიპასუხა და ჯიბიდან მობილური ამოიღო.
-ჰეი, პატარავ-თქვა, როცა მობილურს უპასუხა. მუსიკაც ზუსტად მაშინ დაიწყო.
-მოიცადე. -უთხრა და მობილურს ხელი მიაფარა.
-დანიელია..და თან უკვე გვიანია. სახლში წავალ, თუ ჩემი დარჩენა არ გჭირდება? -მკითხა.
ჰარისკენ გავიხედე, ისევ ნაილთან ერთად თამაშობდა და იღიმოდა.
-არა, წადი. მადლობელი ვარ, რომ მოხვედი. ხშირად უნდა გაატარო ჩვენთან დრო -გავუღიმე.
-არამგონია კარგი აზრი იყოს -გაიცინა და დამემშვიდობა.
მისი წასვლის შემდეგ, ზეინთან და რებეკასთან ერთად მარტო დავრჩი. მინდოდა ავმდგარიყავი და ჰარისთან მივსულიყავი, მაგრამ ამის მაგივრად სასმელი დავისხი და მუსიკის მოსმენა გავაგრძელე.
-რამდენი ხანია, რაც შენ და ჰარი ხვდებით? -მუსიკის ფონზე რებეკას ხმა მომესმა.
-დაახლოებით ოთხი თვე. -ვუპასუხე. ის დროც ჩავთვალე, როცა არ ვიცოდით, რეალურად შეყვარებულები ვიყავით თუ არა.
-ვოუ, დიდი დროა! -თავისი სრულყოფილი ღიმილით გამიღიმა.
-არც ისე. -ვუთხარი. ნოა და მე უფრო დიდხანს ვხვდებოდით.
-ძალიან საყვარლები ხართ! -შეგვაქო და თავი ზეინს მხარზე ჩამოადო.
-ხო...თქვენ ორნიც. -ვუთხარი.
ზეინის თვალები ჩემსას შეხვდა და რატომღაც მაშინვე განზე გავიხედე.
-თქვენ რამდენი ხანია, რაც ერთმანეთს ხვდებით?
-მხოლოდ ერთი კვირაა.
-კარგია. -არვიცოდი სხვა რა მეთქვა, ამიტომ უბრალოდ ისევ ჭიქა ავიღე.
-მაგარია, რომ ისევ მეგობრობთ. ზოგ ყოფილებს ერთმანეთი სძულთ! -თქვა და ზეინს შეხედა.
-ვინ? -ვკითხე.
-თქვენ ორნი -ჩემზე და ზეინზე მანიშნა.
-ო, არა!..ჩვენ არასდროს...ჩვენ არ -დავიბენი.
-უბრალოდ მეგობრები ვართ. -უპასუხა ზეინმა.
-მართლა? ბოდიში!უბრალოდ მეგონა ხვდებოდით, ისე ჩანს.-მხრები აიჩეჩა.
-არა, არ ვხვდებოდით .-ისევ უთხრა.
ESTÁS LEYENDO
After ნაწილი 3
Romanceაღებულია ZMG-გან, და ამავდროულად გაგრძელება მე3 ნაწილის DarkWhite-ს მიერ დადებულის... ❤️