Tessa's POV
დილით, როგორც კი თვალები გავახილე, ჰარისთან ჩხუბის მოგონებები ამომიტივტივდა. მაშინვე მისაღებში გავედი, მეგონა სავარძელში დამხვდებოდა მძინარე, მაგრამ შევცდი. მთელი ბინა დავათვალიერე, თუმცა არსად იყო. იქნებ ადრე გაიღვიძა და ჩემამდე წავიდა? მინდოდა ეს დამეჯერებინა, ვიდრე ის, რომ ღამე სახლში არ გაუტარებია.
ტანსაცმლის არჩევის თავი არ მქონდა, ამიტომ უბრალო WSU-ს მაისური და ჯინსი ჩავიცვი. თავიდან ჰარის გასაბრაზებლად ისევ იმ იოგას შარვლის ჩაცმა მინდოდა, მაგრამ ვეღარსად ვიპოვე. სავარაუდოდ დამიმალა ან მანქანაში აქვს თავის მაისურებთან ერთად.
მინდოდა ყველაფერი გამოგვესწორებინა, თუმცა ჰარი არც ჩემს ზარებს პასუხობდა და არც შეტყობინებებს.
როგორც ყოველთვის, ლიამს ჯერ ყავის სახლთან უნდა შევხვედროდი და შემდეგ რელიგიის ლექციაზე ერთად წავსულიყავით.
ლიამი მაგიდასთან იჯდა და როცა დამინახა, ხელით ორ ჭიქაზე მანიშნა.
-შენთვისაც ავიღე. -გამიღიმა და ჭიქა მომაწოდა.
-მადლობა. -ვუთხარი და ყავა მოვსვი.
-გუშინ ჩემი წასვლის შემდეგ, რამე საინტერესო მოხდა?.-მკითხა ლიამმა.
-ამ...ისეთი არაფერი. -მოვატყუე. საუბრისთვის მზად არ ვიყავი.
-არც ჩემთან. მაშინვე ჩამეძინა, როცა სახლში მივედი.-მიპასუხა. კლასისკენ დავიძარით.
პროფესორი სოტო დამპირდა, რომ მთელი კვირის მასალას წინასწარ მომცემდა, თუ მეგობრებს მის კონცერტზე მივიყვანდი. -გავუღიმე ლიამს.
ტკვილი მკერდის არეში ყოველ წუთს იზრდებოდა იმის გაფიქრებაზე, რომ ჰარისგან ისევ არაფერი ისმოდა.. დარწმუნებული ვარ, ღამე სახლში არ გაუტარებია და ჩემს ზარებსაც აიგნორებდა. ვხვდებოდი, რომ ქორწინებაზე ზედმეტად მივაწექი, თან თუ მის შეხედულებებს გავითვალისწინებ, მაგრამ მე ხომ ქორწინება არ დამიძალებია, მხოლოდ მომავალზე საუბარი მინდოდა. მისგამო ჯოჯოხეთი გამოვიარე და მან უბრალოდ საუბარიც არ მოისურვა. მიხაროდა, რომ გუშინ ჩემს პოზიციაზე მყარად დავდექი, მაგრამ მაინც ძალიან მენატრებოდა.
-ცოტა ზედმეტია, არ ფიქრობ? -მკითხა ლიამმა, როცა რელიგიის კლასში შევედით.
-რა?
-რომ ასეთი ხერხით გაიძულა კლასის გარეთ გენახა.
-ასე არ არის, მარტო მოსვლა არ უთხოვია. -მხრები ავიჩეჩე.
-მაინც ვფიქრობ, რომ შეუფერებელია. -მითხრა ლიამმა.
-კარგი ჰარი. -გავეხუმრე და მისი სახელის ხსენების გამო მკერდში ისევ ტკივილი ვიგრძენი.
-უბრალოდ გეუბნები. ისე ჰარი სად არის? დღეს ყავის სახლში არ გამოგყოლია.
-ის...არვიცი. ღამე სახლში არ მოსულა. -ვუპასუხე, როცა წინა რიგში ადგილი დავიკავე.
-რას გულისხმობ... არ მოსულა იმ Canal ადგილიდან თუ რაც ქვია?
-Canal Street Tavern იდან ერთად წამოვედით, მაგრამ პროფესორი სოტოსთან შეხვედრის გამო ცუდ ხასიათზე დადგა. შემდეგ იმდენი ვიჩხუბეთ, მომავალზე საუბრამდეც მივედით, რომელიც თურმე ჩემთან ერთად ვერც წარმოუდგენია. მითხრა, რომ სიეტლში არ გამომყვება.-ავუხსენი ლიამს.
-მოიცა..პროფესორი სოტო და ჰარი? -ჩამჩურჩულა ლიამმა და თან გარშემო მიმოიხედა.
-ხო, საშინელება იყო. თან მანამდეც ცუდ გუნებაზე იყო და ესეც დაემატა.
-როგორი უხერხულია. რამ გაფიქრებინა, რომ შენთან მომავალი არ უნდა?.-მკითხა.
-თვითონ თქვა. მითხრა ამაზე არც მიფიქრიაო და არც მინდაო, თუ არ შეეგუები, შეგიძლია წახვიდეო. -თავი ცუდად და დამცირებულად ვიგრძენი ამ სიტყვების გამეორების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ლიამს ყველაზე მეტად ვენდობოდი.
-მართლა ასე თქვა?
-კი და ისიც თქვა, ქორწინებაზე საუბარი ნამდვილი სიგიჟეაო.
-მაგრამ მასთან ერთად საცხოვრებლად მაშინ გადასვლა, როცა არავინ იცოდა რომ ხვდებოდით სიგიჟე არ იყო?
-ზუსტად ეგ ვუთხარი. ძალიან დაბნეული ჩანდა.
-უკვე ათი დაიწყო. ლექცია არ იწყება? -ჩვენს უკან გოგომ ხმამაღლა იკითხა.
როცა პასუხის გაცემა დავაპირე, პროფესორი სოტოც მაშინვე შემოვიდა კლასში, ტყავის ქურთუკი და თეთრი მაისური ეცვა.
-მოგესალმებით! ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის. გრძელი ღამე მქონდა.-გაიღიმა, ქურთუკი გაიხადა და სკამზე გადაკიდა.
-იმედი მაქვს ჟურნალების შესაძენად ან მოსაპარად საკმარისი დრო გქონდათ. -გაგვეხუმრა.
მე და ლიამმა ერთმანეთს შევხედეთ და ჩვენი ჟურნალები ამოვიღეთ. გამაოცა იმ ფაქტმა, თუ როგორი მოუმზადებლები იყვნენ სტუდენტები. ნეტავ რომელიმესთვის ზედმეტი ჟურნალი წამომეღო.
-დღევანდელი თემა რწმენას ეხება! ამიტომ თქვენი იდეები მჭირდება. რასნიშნავს თქვენთვის რწმენა? ამ კითხვაზე არასწორი პასუხი არ არსებობს. თითოეული თქვენგანის რელიგიური შეხედულებები პატივისცემას იმსახურებს. შეგიძლიათ თქვენი შეხედულებები სხვადასხვა მიმართულებით განიხილოთ. გჯერათ ძლიერი ძალის? გჯერათ, რომ რწმენას დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ცხოვრებაზე? მჯერა, ყველა თქვენგანს ამაზე განსხვავებული აზრი აქვს. გჯერათ, რომ რწმენას ადამიანის რთული სიტუაციიდან გამოყვანა შეუძლია? თუ თქვენ მორწმუნე იქნებით, შესაძლებელია თქვენმა შეყვარებულმა ურწმუნოდ მოქცევა შეწყვიტოს? ერთის ან უამრავი ღმერთის რწმენას შეუძლია იმაზე უკეთეს ადამიანად გაქციოთ, ვიდრე სხვაა? აიღეთ სათაურად რწმენა და რაც გინდათ, ის დაწერეთ...რამე დაწერეთ. -მითითებები მოგვცა.
თავი ავწიე და ოთახში მიმოვიხედე. ყველა რაღაცას წერდა. პროფესორი სოტოს თვალები ჩემსას შეხვდა.
-თუ ვინმეს წერა უჭირს, ამაზე ფიქრი შეწყვიტოს და გონებაში პირველად რაც მოუვა, სწორედ ის დაწეროს. საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო არავის განსჯას ვაპირებ. უბრალოდ თვალები დახუჭეთ და რასაც იგრძნობთ დაწერეთ. -მისი ხმა მთელს ოთახში გაისმა.
თავი მაშინვე ჩავწიე, როცა მივხვდი რომ მე მგულისხმობდა. არმინდოდა ვინმეს გაეგო.
.......
ESTÁS LEYENDO
After ნაწილი 3
Romanceაღებულია ZMG-გან, და ამავდროულად გაგრძელება მე3 ნაწილის DarkWhite-ს მიერ დადებულის... ❤️